Bastion.tv უკრაინა
რუსლან კუხარჩუკი
ზელენსკი უკრაინელი ხალხის ნებისა და ასობით ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილების წინააღმდეგ წავიდა, რომელთაც უარი თქვეს ერთსქესიანი პარტნიორობის დაკანონებაზე
შაბათს, 16 ნოემბერს, ვლადიმირ ზელენსკიმ თქვა – „დიახ“ და ამით ყველაფერი ნათელი გახდა. ეს იყო ყველაზე უგუნური „დიახ“ და იქნებ საბედისწეროც. შაბათს, მას სტუდენტებთან შეხვედრაზე, ვიღაცამ ჰკითხა, მოაწერდა თუ არა ხელს კანონპროექტს ერთსქესიანი პარტნიორობის ლეგალიზაციის შესახებ, იმ შემთხვევაში თუ მას ხმას მისცემდა უკრაინის რადა. ვლადიმირ ზელენსკიმ თქვა – „დიახ“.
ამ „დიახ“-ით, ის წავიდა უკრაინელი ხალხის ნებისა და ადგილობრივი საბჭოების გადაწყვეტილების წინააღმდეგ – მათ უარყვეს ერთსქესიანი პარტნიორობის დაკანონება.
ეს „დიახ“, რამდენჯერმე გაზრდის ანტიუკრაინულ განწყობებს რესპუბლიკელებს და კონსერვატორებს შორის დასავლეთში. ისინი კი ახლა ხელში იღებენ მთელ ძალაუფლებას. სამწუხაროდ, მათ ამ „დიახ“-ის გარეშეც სწამთ, რომ თანამედროვე უკრაინა – ეს არის დემპარტიისა და რადიკალური მემარცხენეების პროექტი და ეს „დიახ“, გაისმა იმ პირობებში, როცა უკრაინაში იბადება სამჯერ ნაკლები ადამიანი, ვიდრე იღუპება (ყველაზე უარესი მონაცემი მსოფლიოში).
ამასთან, ზელენსკის პრეზიდენტობის განმავლობაში, არ გადადგმულა, არც ერთი (!) სოციალ-ეკონომიკური ნაბიჯი შობადობისა სტიმულირებისა და ბავშვიანი ოჯახების მხარდაჭერისთვის. ეს „დიახ“, გაისმა იმ დროს, როცა ასობით ათას უკრაინელ მებრძოლს, არ აქვს მეუღლესთან შეხვედრის შესაძლებლობა. ეს „დიახ“ – არის დარტყმა უკრაინელი ხალხის ტრადიციებსა და ღირებულებებზე, ხელყოფა უკრაინის კონსტიტუციისა და საკონსტიტუციო წყობისა. ზელენსკის „დიახ“, დარჩება მილიონობით უკრაინელის გონებასა და გულში, რომელიც რას არ მისცემდა, ოღონდ კი დაევიწყებინა – ეს „დიახ“. ერის პასუხი უკვე ისმის და ეს არის – „არა“.
სწორედ ომისა და ტრაგედიის პირობებში, ზელენსკის წინამორბედი – პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ცდილობდა, გაეტანა „ერთსქესიანი პარტნიორობა“ და ის – ჩაფლავდა. თუ ვლადიმირ ზელესკიმ გადაწყვიტა, რომ ამ გზას დაადგეს, მასაც იგივე ბედი ელის.