Bloomberg აშშ
ალექს უიქმენი
საქმეში ჩახედული პირების თქმით, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ, ახლახან უკრაინას მიაწოდა ათეულობით ფრთოსანი რაკეტა – Storm Shadow. ეს მიწოდების პირველი შემთხვევაა კეირ სტარმერის პრემიერობის ვადაში, რომელმაც პირობა დადო, რომ დაეხმარება უკრაინას რუსეთთან ბრძოლაში
მიწოდება, რომელიც არ გასაჯაროებულა, განხორციელდა რამდენიმე კვირის წინ. Storm Shadow-ს შეკვეთა მოხდა მას შემდეგ, რაც კიევს ამოეწურა შორი მანძილის რაკეტები, შეგვატყობინეს ჩვენმა წყაროებმა – ანონიმურობის დაცვის პირობით.
რაკეტები უკრაინაში გაიგზავნა მანამ, ვიდრე აშშ და დიდი ბრიტანეთი, ნებას დართავდა კიევს, იერიში მიეტანა რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ სამიზნეებზე.
წყაროებმა არ ისურვეს, დაეზუსტებინათ რიცხვი, ეს როდის მოხდა.
„ჩვენ არ ვაკეთებთ კომენტარს ოპერატიულ ინფორმაციაზე, ეს წაადგება მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს“ – განაცხადეს თავდაცვის სამინისტროში და დაამატეს ის, რომ უკრაინის მხარდაჭერა „ურყევია“.
გასულ კვირას, უკრაინულმა არმიამ პირველად გამოიყენა ბრიტანული რაკეტები რუსეთის ტერიტორიაზე განლაგებული სამიზნეების წინააღმდეგ. ეს მოხდა ერთი დღის შემდეგ, რაც ამერიკული საარმიო ტაქტიკური კომპლექსებით (ATACMS-ი), ცეცხლი გაუხსნეს სამხედრო ობიექტს ბრიანსკის ოლქის დასავლეთში.
ორივე ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, ლონდონსა და ვაშინგტონში მიღებული გადაწყვეტილება ნებართვის გაცემის შესახებ, რომელსაც კიევი დიდი ხანი ითხოვდა, იყო პასუხი – კრემლის მიერ კონფლიქტში ჩრდილოკორეელი სამხედროების ჩართვაზე.
მიუხედავად ზემოთქმულისა, ეს ნაბიჯი განიხილება, როგორც პრეზიდენტ ბაიდენისა და მისი მოკავშირეების მცდელობა, გაძლიერდეს უკრაინის პოზიციები მოსკოვთან მოლაპარაკების დაწყებამდე, რომელიც შესაძლოა მომავალ წელს გაიმართოს, ვინაიდან ახლადარჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირწმუნება, რომ ამ კონფლიქტს დაასრულებს.
20 ნოემბერს, „დიდი ოცეულის“ სამიტზე ბრაზილიაში, სტარმერმა განაცხადა, რომ მისი მთავრობა „აორმაგებს“ უკრაინის მხარდაჭერას, თუმცა მას არ დაუზუსტებია დეტალები. დიდი ბრიტანეთის მთავრობას არ დაუსახელებია Storm Shadow-ს რამდენი რაკეტა აქვს გადაცემული უკრაინისთვის კონფლიქტის დაწყებიდან – დღემდე. ადრე უკრაინული არმია მათ, რუსული ძალების წინააღმდეგ, შავ ზღვაზე იყენებდა.
თავდაცვის უწყებამ უკრაინისთვის რაკეტების ბოლო გადაცემა, აპრილში დაადასტურა, როცა მთავრობას – რიში სუნაკი მეთაურობდა.