Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

The Wall Street Journal  აშშ

 სარედაქციო წერილი

 

 ოთხშაბათს პრეზიდენტი ბაიდენი დონალდ ტრამპს თეთრ სახლში მიიღებს. ამბობენ, რომ ის მოუწოდებს ექსპრეზიდენტს, გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა. ეს ნიშნავს, რომ ტრამპმა შეიძლება უარი თქვას კიევის დახმარებაზე. სიმართლე რომ ვთქვათ, პრეზიდენტი, ტრამპს უკრაინას არასახარბიელო მდგომარეობაში უტოვებს. ჯერჯერობით უკრაინა არ დამარცხებულა ამ შეიარაღებულ კონფლიქტში, მაგრამ ის ვერც იმარჯვებს – ნაწილობრივ იმიტომ, რომ ბაიდენს გარკვეული შეზღუდვები აქვს დაწესებული კიევისთვის. კონფლიქტი შესულია სისხლისმღვრელ ჩიხში და ორივე მხარე საზარელ დანაკარგს განიცდის. რუსეთი მდორედ მიიწევს წინ უკრაინის აღმოსავლეთში და ეს მეტად ძვირად უჯდება. უკრაინა ინარჩუნებს პლაცდარმს კურსკის ოლქში, თუმცა კრემლი ემზადება იერიშისთვის, რათა უკრაინელები რუსეთის ტერიტორიიდან 10 ათასიანი ჩრდილოკორეული კონტიგენტის  დახმარებით განდევნოს

ბაიდენის პოლიტიკას უკრაინაში, ნამდვილად ვერ უწოდებ ტრიუმფალურს, როგორადაც ის და პრესა თავგამოდებით ცდილობენ, იქ შექმნილი ვითარება გაასაღონ. სამხედრო მოქმედების ყოველ ეტაპზე, ის ზღუდავდა ამერიკულ დახმარებასა და გადაცემული იარაღის გამოყენებას: არტილერია, ჰაერსაწინააღმდეგო კომპლექსები „პატრიოტი“, ტანკები, F-16-ები, შორი რადიუსის რაკეტები – პენტაგონი ამ თანამედროვე იარაღის მიწოდებას მუდმივად აჭიანურებდა, რადგან ეშინოდა ვლადიმირ პუტინის მხრიდან კონფლიქტის ესკალაციის.

ამ შეზღუდვებმა ხელი შეუშალა უკრაინას გადასულიყო შეტევაზე და დარტყმები მიეტანა რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ მომარაგების საკვანძო წერტილებზე, კომუნიკაციებსა და იარაღის საწყობებზე. რუსეთი კი არ გაურბოდა საპასუხო იერიშებს. ახლაც კი, აშშ უკრძალავს უკრაინას შორსმსროლელი რაკეტების გამოყენებას რუსეთის სიღრმეში. არადა ვიეტნამსა და ავღანეთში მიღებულმა მწარე გამოცდილებამ, აშშ დაარწმუნა, რომ შეუძლებელია ომის მოგება თუ მტერს აქვს უსაფრთხო თავშესაფარი.

ბაიდენის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში – ჯეკ სალივანმა, კვირას, პროგრამაში „ნაციის წინაშე“, განაცხადა, რომ ადმინისტრაცია აპირებს უკრაინას გადასცეს კონგრესის მიერ დამტკიცებული სამხედრო დახმარება 20 იანვრამდე, ვიდრე ბაიდენის უფლებამოსილება დასრულდება. ეს ნიშნავს, რომ ჯერ კიდევ ტრამპის თეთრ სახლში შესვლამდე, იარაღის მიწოდება ამოიწურება, თუმცა კიევი თავად დგამს შთამბეჭდავ და გაბედულ ნაბიჯებს, რომ ბრძოლის პარალელურად, საკუთარ თავის აღჭურვაზე იზრუნოს.

ბაიდენმა და დასავლელმა ლიდერებმა ვერ მოახერხეს პუტინისთვის შეეზღუდათ ნავთობისა და გაზის ექსპორტით მიღებული შემოსავლები. ევროპა კვლავინდებურად ყიდულობს რუსულ გაზს, რაც ერთი შეხედვით დაუჯერებელია. ხოლო ნავთობის ფასებზე ჭერის დაწესებამ „შვიდეული“ მხრიდან, პრაქტიკული შედეგი ვერ მოიტანა. ჩინეთი ეხმარება რუსეთს ეკონომიკურად და აძლევს ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიებს. აშშ კი ვერაფრით აჩერებს ირანს, რომელიც მოსკოვს რაკეტებითა და დრონებით ამარაგებს.

სწორედ ასეთ კონფლიქტს უტოვებენ ტრამპს. რაც შეეხება პუტინს, მას  თავისი პრობლემები აწუხებს, რადგან დანაკარგი დღითიდღე იზრდება. ბაიდენი, წასვლის წინ, ნამდვილად ვერ დაიკვეხნის, რომ წარმატებულად მოქმედებდა. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ტვირთი ტრამპს დააწვება მხრებზე.

ტრამპი ამბობს რომ საომარ მოქმედებებს ჯერ კიდევ  იანაუგურაციამდე შეწყვეტს. გასულ კვირას, ის ელაპარაკა პუტინსა და უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის. ტრამპის ბანაკიდან გამოჟონილი ინფორმაციით, მან პუტინს სთხოვა, რომ ამ უკანასკნელმა თავიდან აიცილოს ესკალაცია. ამ დროს კი პუტინის არმია აგრძელებს შეტევას, ძალების თავმოყრას და ემზადება შემდგომი მოქმედებებისთვის –  ეს ძალიან ახლოა ესკალაციასთან.

ასე რომ ტრამპი რთული არჩევანის წინაშე დგას. თუ პუტინი უარს იტყვის, დაეთანხმოს უკრაინისთვის მისაღებ მშვიდობას, ტრამპს მოუწევს, გააქტიუროს ამერიკულ-უკრაინული სამხედრო ბერკეტები დიპლომატიის დასახმარებლად. ეს ნიშნავს, რომ საჭირო გახდება კონგრესმა დაამტკიცოს დახმარების ახალ პაკეტი და მოხსნას შეზღუდვები იარაღის გამოყენებაზე. ამერიკას ასევე მოუწევს წნეხის გაძლიერება ირანზე, შესაძლოა ისრაელის გამოყენებით, რათა თეირანმა შეწყვიტოს უპილოტოებისა და რაკეტების მიწოდება რუსეთისთვის. მან ასევე უნდა გაზარდოს ეკონომიკური წნეხის გრადუსი, მათ შორის ევროპაზე, რომ მათ შეწყვიტონ რუსული ენერგომატარებლების შესყიდვა.

რა თქმა უნდა, ტრამპს არ ენდომება თავისი პოლიტიკური კაპიტალის ასე განიავება. იზოლაციონისტები მისი კოალიციიდან, დარჩებიან უკმაყოფილოები. მას არა აქვს არჩევანი  თუკი არ უნდა, რომ  თავის მეორე ვადაში, უკრაინის დამარცხება იხილოს.

თუ ტრამპი მხარს არ დაუჭერს კიევის დახმარების ახალ პაკეტს, კიევი ნელ-ნელა დამარცხდება. ეს იქნება კატასტროფა დასავლური ინტერესებისთვის და დანარჩენი სამყარო გამოიტანს დასკვნას, რომ ჩინეთთან და ირანთან დაპირისპირების შემთხვევაში, აშშ-ს დახმარება იქნება შეზღუდული. უკრაინის დამარცხების ხარისხიდან გამომდინარე, მომხდარი ჩაეწერება ისტორიაში, როგორც ბაიდენის ავღანეთიდან გამოქცევის ტრამპისეული ვერსია, ამერიკული ალიანსები შეირყევა, ამერიკისადმი ნდობა კი გაქრება.

ამგვარი შედეგი ტრამპს არ უნდა სურდეს და ის ამგვარ პოლიტიკას არც ატარებდა პირველი ვადით პრეზიდენტობისას. ტრამპი ცდილობდა მშვიდობის დამყარებას ძალის პოზიციიდან – ეს მან დაგვანახა ირანსა და სირიაში (ვაგნერელების  წინააღმდეგ) მოქმედებით.

პრობლემა ისაა, რომ მსოფლიო უარესობისკენ შეიცვალა მას შემდეგ, რაც მან დატოვა თეთრი სახლი. საკუთარი უმწეობის გამო, ბაიდენმა ვერ შეაჩერა ამერიკის მტრები ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აზია-წყნარი ოკეანის სივრცეში. ამერიკული შეკავების სისტემის აღდგენა და მტრების დაშინება, ახლა ბევრად უფრო რთულია, ვიდრე დრონით ირანელი გენერლის ლიკვიდაცია ან „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკებისა და მათი  თავშესაფრების განადგურება სირიაში.

თუ ტრამპი შეძლებს შეკავებისა და დაშინების ასეთი სისტემის აღდგენას, ის ჯილდოს სახით მიიღეს მშვიდობას მთელს მსოფლიოში. მაგრამ უკრაინის კონფლიქტის დარეგულირება და ამ ქვეყნიდან უსახელოდ გასვლა, მას ყველასთვის საძულველ მეორე ვადას უქადის.

 

By admin