Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Forsal  პოლონეთი

ვოიცეხ კუბიკი

 

ამოხმაურებები უგლედარის ბრძოლის შესახებ ჯერ კიდევ არ შემწყდარა, სადაც შეუცნობელი და ტრაგიკული მოვლენები დატრიალდა, ფრონტის ჩრდილო-დასავლეთ უბნებიდან კი ახალი ცუდი ამბები მოდის. ორშაბათს, 7 ოქტომბერს, რუსებმა წამოიწყეს მორიგი გაშმაგებული შეტევების სერია და ისინი ეუფლებიან კიდევ ერთ ქალაქს

                         ტორეცკის თავდაცვა იშლება. რუსებმა უკვე ქალაქის ცენტრში შეაღწიეს.

ამჯერად, სამწუხარო ცნობებს ტორეცკიდან თავად უკრაინელები ავრცელებენ. ისინი კი ამბობენ, რომ ქალაქის შენარჩუნება სავარაუდოდ ვერ მოხერხდება. რუსებმა უკვე დაიკავეს ქალაქის მარჯვენა შემოგარენი და სწრაფი ტემპით მიემართებიან ცენტრისკენ.

„შეტაკებები მიმდინარეობს თავად ტორეცკში. სიტუაცია არასტაბილურია. ბრძოლა მიდის თითოეული სადარბაზოსთვის“ – ატყობინებს ჟურნალისტებს უკრაინის ოპერატიულ-ტაქტიკური დაჯგუფება „ლუგანსკის“ წარმომადგენელი – ანასტასია ბობოვნიკოვა.

ქალაქიდან ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები მოდის. უკრაინის შეიარაღებული ძალების პრესმდივანმა ვერ თქვა, ქალაქის რა ნაწილს აკოტროლებს უკრაინული მხარე ან სადამდე შევიდნენ რუსები. ვარაუდობენ, რომ რუსები მიიწევენ ცენტრალური შახტისკენ, თუმცა მუდმივად აწყდებიან უკრაინულ კონტრშეტევებს.

„სიტუაცია მუდმივად იცვლება. მონაცვლეობით, ხან ჩვენ ვანადგურებთ მათ საცეცხლე პოზიციებს, ხან ისინი სპობენ ჩვენსას. მუდმივად ვახდენთ გადაჯგუფებას და ვცდილობთ ბრძოლით დავიბრუნოთ ის, რაც რუსებმა წაგვართვეს“ – ირწმუნება პრესმდივანი.

ისე კი რუსული შეტევის ტემპი ქალაქის დამცველებს კარგს არაფერს უქადის. რუსებმა მოახდინეს მნიშვნელოვანი ძალების კონცენტრაცია ამ მიმართულებაზე. მარტო ერთი დღის განმავლობაში, მათ 15 იერიში მიიტანეს ქალაქზე. ტორეცკის დაცემა, რომელიც ომამდე 30 ათას მაცხოვრებელს ითვლიდა, იქნება კიდევ ერთი „უმნიშვნელო ტაქტიკური წარმატება“ რუსული არმიისთვის, მაგრამ ეს გზას გაუხსნის მას იმ მიზნისკენ სავალ გზას, რაზეც რუსეთი კონფლიქტის დაწყებამდე ოცნებობდა.

                  რუსეთის მთავარი ამოცანა. მათ ეს შეიძლება შობამდე მოახერხონ

რუსეთის მთავარ ამოცანას მნიშვნელოვანი ქალაქების – კრამატორსკისა და სლავიანსკის – ხელში ჩაგდება წარმოადგეს. ესაა კარგად გამაგრებული და თავდაცვისთვის მომზადებული 2 დასახლებული პუნქტი. სწორედ ამ ქალაქების მისადგომების გამაგრებისკენ უნდა მიმართონ მთელი თავისი ძალისხმევა უკრაინის საინჟინრო დანაყოფებმა, რომელთაც, სამხედროების აზრით, ძალა და საშუალებები არ ეყოთ, რათა სათანადოდ გაემაგრებინათ ტორეცკის მსგავსი ქალაქები.

„ამ მიმართულებაზე უკრაინელებს არ ჰქონდათ მომზადებული დაცვის ზღუდეები, ამიტომ ისინი იბრძვიან ბუნებრივი პოზიციებზე ანუ საქალაქო განაშენიანებებში. მთლიანობაში სიტუაცია რთულია, ვინაიდან ეს რაიონები არ არის გამაგრებული და რუსებს გარღვევისთვის ცოცხალი ძალის ორი-სამჯერადი უპირატესობა ჰყოფნით“ – ასე აფასებს ვითარებას პორტალ Forsal-ისთვის მიცემულ ინტერვიუში გენერალი ვალდემარ სკიპჩაკი – პოლონეთის სახმელეთო ძალების ყოფილი მეთაური.

ტორეცკის დაკარგვა გაართულებს უკრაინული არმიის მომარაგებას მთელ რეგიონში, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მთელი თავდაცვა ჩამოიშლება. კრამატორსკამდე რამდენიმე ქალაქი და ზღურბლია, რომელთა ირგვლივ შეიძლება თავდაცვის ორგანიზება. მიუხედავად ამისა, სკიპჩაკის აზრით, რუსების შეჩერება გაჭირდება. ეს უკავშირდება იმას, რომ რუსები ზუსტად ირჩევენ შეტევის ადგილს და პოულობენ სუსტ ადგილებს უკრაინის თავდაცვაში.

„რუსები ხედავენ, რომ ამ მიმართულებაზე არ არის დაცვის მომზადებული ხაზები, ისინი გვერდიდან უვლიან გამაგრებულ რაიონებს და ცდილობენ გაიჭრან კრამატორსკის მიმართულებით. მათი მიზანია – მიაღწიონ სლავიანსი-კრამატორსკის რაიონს. რუსები უტევენ სამხრეთიდან, სადაც უკრაინელებს არ აქვთ სიმაგრეები“ –  ამბობს ექსპერტი.

სახელდახელოდ მომზადებული თავდაცვითი ხაზების გარღვევას, დიდი დრო არ სჭირდება, მაგრამ მოსალოდნელია, რომ სიტუაცია  შეიცვალოს. საბრძოლო მოქმედებები  შეიძლება შენელდეს უგზოობის, მოგვიანებით კი ყინვების გამო.  შეუშლის თუ არა ხელს აღმოსავლეთუკრაინული შემოდგომა და ზამთარი რუსებს, მიაღწიონ  კრამატორსკს წლის ბოლომდე?

„ვფიქრობ, კლიმატი მალე  გააჩერებს რუსებს, მაგრამ თუ ისინი არ დააგდებენ ტემპს და ამინდი დააცლის (იმედია, არ დააცლის), მაშინ, მათ შეუძლიათ გამაგრებულ პუნქტს წელსვე მიუახლოვდნენ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსებისგან ყველაფერია მოსალოდნელი და შესაძლებელია მათ იერიში ცუდ ამინდშიც წამოიწყონ“ – ამბობს პოლონელი გენერალი.

By admin