Breitbart აშშ
ლონდონური გაზეთის Times-ის სტატიაში ირწმუნებიან, რომ უკრაინული არმიის გაზრდის ტაქტიკა – „სულ უფრო თაღლითური, იძულებითი და სასტიკი“ ხდება – კიევის ცდილობს რუსეთთან საბრძოლველად კიდევ 200 ათასი კაცის მობილიზებას
ბრიტანულ გამოცემასთან, ანონიმურობის დაცვის პირობით, სამხედრო კომისარმა ოდესიდან ისაუბრა იმის შესახებ, რომ მისი კოლეგები ხშირად მიმართავენ უკანონო მეთოდებს. ისინი პირდაპირ ქუჩაში იჭერენ მამაკაცებს, იმ შემთხვევაშიც კი, როცა მათ ჯარიდან გათავისუფლების დოკუმენტი აქვთ. „ეს ინციდენტები აზიანებს მთელი სისტემის იმიჯს, მაგრამ ასე მუშაობს თითქმის ყველა, რადგან ჩვენგან მოითხოვენ ეფექტიანობასა და შედეგს“ – ამბობს ოფიცერი.
მაგალითი პირველი: კომისარიატის თანამშრომლებმა იჩხუბეს სასწრაფო დახმარების პერსონალთან, რადგან ერთ-ერთ მედიკოსს აუკრძალეს გაწვევის პუნქტის დატოვება, როცა ის მივიდა კომისარიატში ჯარში გაწვევის გადასავადებლად.
მეორე მაგალითი: ერთ-ერთ ოდესელ ახალგაზრდას, ვინმე საშას, პოლიციამ უბრძანა კომისარიატში მისვლა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გასაახლებლად. მეზობლების თქმით, მიუხედავად თირკმელების ქრონიკული დაავადებისა, ახალგაზრდა სახლში ვეღარ დაბრუნდა – ის „ მოატყუეს“ და გადაიყვანეს სასწავლო ბაზაზე კიევში.
The Times -ის ცნობით, თითქმის ყოველდღე ჩნდება შეტყობინებები და ვიდეოჩანაწერები იმის შესახებ, ოდესის ქუცებში, ყველგანმყოფი „კომისაიატის რაზმები“, როგორ იჭერენ მამაკაცებს და ათავსებენ მათ გაურკვეველ ავტობუსებში. სტატიაში აღნიშნულია, რომ არსებობს Telegram-არხიც – 150 ათასი ხელმომწერით, რომელიც იტყობინება ამ ავტობუსების ზუსტ სამყოფელს. მიუხედავად ამისა, როგორც ანონიმი კომისარი აცხადებს, უწყება ვერც კი მიუახლოვდა მთავრობის დასახულ მიზანს: „ვერ ხერხდება საჭირო რაოდენობის 20 %-ის მოგროვებაც კი“. ყოველივე ზემოთქმულს, კომისარი მიაწერს კორუფციას, მოქალაქეების იმედგაცრუებას და უხეირო მართვას. ის ამტკიცებს, რომ სისტემური პრობლემები – „დასახული მიზნების მიღწევას“ შეუძლებელს ხდის.
ოდესა – ისტორიულად ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქალაქია უკრაინაში, რომელიც კონფლიქტის დასაწყისში კორუფციის ნამდვილი კერა იყო. შეძლებული ოჯახები თავიანთი ოჯახის წევრების არმიიდან დახსნას, ადგილობრივი ჩინოვნიკების მოსყიდვით ახერხებდნენ. გასულ წელს, პრეზიდენტმა ზელენსკიმ პირობა დადო, რომ აღმოფხვრიდა კორუფციას, მთავრობამ კი დააპატიმრა ერთ-ერთი სამხედრო კომისარი – ევგენი ბორისოვი და მას 5 მილიონი დოლარის ოდენობის ქრთამის აღებას ედავება. ანონიმი ოფიცერი კი ამბობს, რომ ეს პრობლემები დღემდე რჩება და მისი კოლეგები ძველებურად იღებენ ქრთამის სახით დიდძალ თანხებს, საამისოდ კი აყალბებენ დოკუმენტებს.
პრობლემა, რომელსაც აწყდებიან უკრაინის კომისარიატები, მძიმდება ჯარში სამსახურისთვის ვარგისი იმ ადამიანების სიმცირით, რომელთაც ევალებათ ხელში აიღონ იარაღი. ოდესელ ჩინოვნიკს მიაჩნია, რომ გაწვევის სფეროს კონტროლში უნდა ჩაერთოს ნატო და უნდა გაიზარდოს სამხედროების ანაზღაურება, ამასთან ის გვაფრთხილებს, რომ „თუ არაფერი შეიცვალა … ჩვენ ჩიხიდან ვერ გამოვალთ“.