Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

The New York Times  აშშ

მარკ სენატორე

 

   უკრაინელმა სამხედროებმა ოთხშაბათს განაცხადეს, რომ მიიღეს ბრძანება, დარჩენილმა ძალებმაც დატოვონ ნანგრევებად ქცეული უგლედარი – მეშახტეთა ქალაქი, რომელიც უკრაინული თავდაცვის ბასტიონს წარმოადგენდა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში. მაღაროელების ქალაქი თითქმის 3 წელი უმკლავდებოდა რუსების გამუდმებულ შტურმს

უგლედარში მებრძოლი უკრაინელები აცხადებენ, რომ ისინი თითქმის გამოდევნეს  ქალაქიდან, ხოლო გეოლოკაციური კადრები ადასტურებს, რომ  სამშაბათს, რუსული ჯგუფები უკვე იმყოფებოდნენ დასახლების ყველა კვარტალში.

უკრაინის საევაკუაციაო დანაყოფის პოლკოვნიკმა – არტემ შჩუსმა გასულ კვირას დათვალა, რომ უგლედარში ჯერ კიდევ რჩებოდა 50-მდე კაცი – უმცირესი ნაწილი 14 ათასიანი მოსახლეობისა. ოთხშაბათს ჯერ კიდევ არ იყო გარკვეული, რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ქალაქში და მოახერხა თუ არა ყველა უკრაინელმა დამცველმა ქალაქის დატოვება.

უკრაინის ოპერატიულმა მეთაურობა („ვოსტოკი“) აცხადებდა,რომ ის იძლეოდა ოფიციალურ ბრძანებას, ალყაში მოქცევის რეალური საფრთხიდან გამომდინარე, უკრაინელ ჯარისკაცებს დაეტოვებინათ ქალაქი.

უგლედარის დაკარგვა გაართულებს დონეცკის ოლქის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილის დაცვას და რუსებს საშუალებას მისცემს გააძლიერონ იერიში პოკროვსკის მიმართულებით, რომელიც სარკინიგზო და საავტომობილო მაგისტრალების კვანძია, ამბობენ სამხედროები და ანალიტიკოსები. პოკროვსკი ასევე წარმოადგენს ეკონომიკურად მნიშვნელოვანი ქალაქის – დნეპრის კარიბჭეს.

უგლედარის დათმობა ასევე შეამცირებს წნეხს ყირიმის მომარაგების ხაზებზე უკრაინის სამხრეთიდან და უკრაინულ ძალებს დააშორებს იმ საკვანძო სარკინიგზო და საავტომობილო მაგისტრალებიდან, რომლებიც რუსების მიერ დაკავებულ ტერიტორიებზე გადის.

პიოტრ  ანდრიუშენკომ, მარიუოპოლის გამოძევებულმა მერმა, ოთხშაბათს განაცხადა, რომ უგლედარის დაუფლება, რუსებს საშუალებას მისცემს აღადგინონ ლოგისტიკა ქვეყნის სამხრეთში. ასე მაგალითად, მათ შეეძლებათ „რკინიგზის სისტემატური ექსპლუატაცია – რუსეთიდან მარიუპოლის პორტისკენ“, ამბობს ის.

უგლედარის დაკარგვა ასევე გააშიშვლებს მიმდებარე ტერიტორიას, რომელიც დაბალსართულიანი განაშენიანებისაა და მისი დაცვა უკრაინელ ჯარისკაცებს მეტად გაუჭირდებათ.

ქალაქის ჩრდილოეთით და დასავლეთით, რამდენიმე ათეულ კილომეტრზე, არ არსებობს რამდენადმე მნიშვნელოვანი გეოგრაფიული ზღუდე, როგორიცაა, ვთქვათ – მდინარე ან ხევი.

უგლედარი მდებარეობს სამხრეთ და აღმოსავლეთ ფრონტების კვეთაზე და უკრაინელი ჯარისკაცები შიშობენ, რომ რუსეთი შეეცდება განავითაროს მიღწეული წარმატება.

დაჯგუფება „სამხრეთის“ წარმომადგენელმა – ვლადისლავ ვოლოშინმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ რუსეთი თავს უყრის ძალებს უგლედარის დასავლეთით მდებარე სოფლებზე შეტევისთვის, რათა გადაჭრას უკრაინული არმიის მომარაგების ხაზები.

„სადღეისოდ მოწინააღმდეგე ახდენს ძალებისა და საშუალებების კონცენტრაციას, რომ წამოიწყოს შეტევითი ოპერაციები“ – თქვა მან.

By admin