Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Newsweek  აშშ

ელი კუკი

 

  უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს „შენაერთების ნაწილობრივი გაყვანა“ საკვანძო ქალაქ ტორეცკიდან, იტყობინება რუსეთის სამთავრობო მედია აღმოსავლეთუკრაინულ ქალაქში მიმდინარე გააფთრებული ქუჩის ბრძოლების ფონზე

კვირას რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ТАСС-ი, ძალოვანი სტრუქტურების წყაროზე დაყრდნობით, უკრაინული ჯარის მდგომარეობას ქალაქ ტორეცკში ახასიათებდა, როგორც „მეტად სავალალოს“. „ისინი იძულებულნი არიან ისევ გაქცევით უშველონ თავს. ამჟამად შეიმჩნევა შენაერთების ნაწილობრივი გაყვანა ქალაქიდან“ – იტყობინება ხსენებული წყარო.

უკრაინულმა Newsweek-მა კომენტარისთვის რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და უკრაინულ მხარეს მიმართა, მაგრამ პასუხი ვერ მიიღო.

ქალაქი ტორეცკი განლაგებულია დონეცკის ოლქში, ავდეევკის ჩრდილოეთით. ეს უკანასკნელი, უკრაინელთა საყრდენი პუნქტი, რუსებმა თებერვალში აიღო, მანამდე იყო ბახმუტი, რომელიც რუსული იერიშების შედეგად – 2023 წლის მაისში დაეცა.

წლის განმავლობაში რუსეთი ნელა, მაგრამ განუხრელად მიიწევს წინ დონეცკის ოლქის დასავლეთით. ეს ოლქი ერთ-ერთია იმ ორი რეგიონიდან, რომლებიც აყალიბებს დონბასს – სწორედ აქ მიმდინარეობს დამანგრეველი შეტაკებები.

მძიმე ბრძოლები გაიმართა ტორეცკის ირგვლივ, ასევე ავდეევკის დასავლეთით. მოსკოვი ძალას არ იშურებს პოკროვსკზე გასასვლელად, რომელიც უკრაინის არმიისთვის სტრატეგიულ ლოგისტიკურ და  სატრანსპორტო კვანძს წარმოადგენს. იმავდროულად კრემლმა თავი მოუყარა რესურსებს ბახმუტის დასავლეთით, სადაც მიმდინარეობს ჩასოვ იარის ხელში ჩაგდების ხანგრძლივი კამპანია.

ორშაბათს მაიორმა ანასტასია ბობოვნიკოვამ, რომელიც უკრაინული არმიის დაჯგუფება „ლუგანსკის“ წარმომადგენელია უკრაინის აღმოსავლეთში, განაცხადა, რომ ბრძოლები მიმდინარეობს ქალაქის „ყოველი გასასვლელისთვის“.

ტორეცკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვასილი ჩინ ჩიკმა პარასკევს განაცხადა, რომ რუსეთის უკვე დაეუფლა ქალაქის 50-60 %-ს.

„მტერი არ იშურებს ძალ-ღონეს, რათა ქალაქი უმოკლეს ვადაში  იგდოს ხელთ, მაგრამ უკრაინული შენაერთები ღირსეულ პასუხს აძლევენ მოწინააღმდეგეს და ინარჩუნებენ ოპოზიციებს იქამდე, ვიდრე ეს შესაძლებელია.“

ბობოვნიკოვამ ეს ცნობა იმავე დღეს უარყო და განაცხადა, რომ რუსები აკონტროლებენ ქალაქის დაახლოებით 38 პროცენტს და დაამატა, რომ მოსკოვი და კიევი ამ დროისთვის აწარმოებენ „ქუჩის მძიმე ბრძოლებს ტორეცკში“.

უკრაინელმა სამხედროებმა კვირა დილას განაცხადეს, რომ რუსეთმა ბოლო საათების განმავლობაში 15-ჯერ  მიიტანა იერიში ტორეცკზე.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ შაბათს განაცხადა, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსულმა ნაწილებმა დიდი დარტყმა მიაყენეს უკრაინულ არმიას და გაუნადგურეს მას ცოცხალი ძალა და ტექნიკა.

რუსეთი ცდილობს ქალაქი აღგავოს პირისაგან მიწისა  და საამისოდ იყენებს იგივე ტაქტიკას, რაც გამოიყენა დონბასის სხვა ქალაქების წინააღმდეგ, ამბობს ბობოვნიკოვა – ამის შემდეგ ისინი გადმოდიან პატარა ჯგუფებით შტურმზე“ – დაასკვნა მან.

By admin