Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Le Figaro  საფრანგეთი

 

მოლდოვაში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებით, რომელიც ეხებოდა კონსტიტუციაში ევროკავშირისკენ კურსის ჩართვას,   ხმები თითქმის თანაბრად გაიყო. რეზულტატი – საარჩევნო კომისიამ ორშაბათს გამოაქვეყნა. მას შემდეგ, რაც დათვალეს ბიულეტენების 99 პროცენტი, „დიახ“-მა, რომელიც ხმის მიცემის ბოლო ეტაპამდე ჩამორჩებოდა „არა“-ს. მაინც მოიპოვა გამარჯვება – 50,29%-ით ანუ რამდენიმე ათასი ხმით. ამ შედეგის მიღწევა მოლდოვური დიასპორის წყალობით მოხერხდა

კენჭისყრა მოლდოვაში არ იყო თავისუფალი, შედეგებმა აჩვენა „ძნელად ასახსნელი“ ტემპის აჩქარება – პრეზიდენტ სანდუსა და ევროკავშირის სასარგებლოდ, განაცხადა ორშაბათს კრემლის პრესმდივანმა – დმიტრი პესკოვმა.

განწირული სტრატეგია

მაია სანდუმ, რომელმაც მოსკოვს ზურგი შეაქცია რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ და განაცხადი შეიტანა ევროკაშირში გაწევრიანების წინადადებით, ეს რეფერენდუმი დანიშნა იმისთვის, რომ საკუთარი სტრატეგია  სახალხო მხარდაჭერით აღეჭურვა და განესაზღრა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის „მომავალი“ (ქვეყანაში 2.6 მილიონი ადამიანი სახლობს). როგორც ჩანს, მისი ჩანაფიქრი ჩაფლავდა. მიუხედავად იმისა, გაიმარჯვებს თუ არა სანდუს კურსი (თანაც უმცირესი სხვაობით) და გაგრძელდება თუ არა ევროკავშირთან მოლაპარაკებები – „ გარკვეულწილად ეჭვქვეშ დგება ამ ქვეყნის მოსახლეობის პროევროპული განწყობა და შესუსტდება მაია სანდუს პოზიციები“, ამბობს ფრანგი პოლიტოლოგი ფლორან პარმანტიე.

                                       ევროკავშირმა დაგმო მოსკოვის „ უპრეცედენტო ჩარევა“

რეფერენდუმი ევროკავშირის წევრობაზე და საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური, ჩატარდა მოსკოვის „უპრეცედენტო ჩარევის“ ფონზე, განაცხადა ორშაბათს ევროკომისიამ. „უნდა აღვნიშნოთ, რომ ხმის მიცემა მიმდინარეობდა მოსკოვის მხრიდან უპრეცედენტო ჩარევისა და დაშინების“ გარემოში … რაც მიმართული იყო რესპუბლიკა მოლდოვაში არსებული დემოკრატიული პროცესის დესტაბილიზაციისკენ“ – განაცხადა ევროკომისიის პრესმდივანმა პეტერ სტანომ.

ევროკომისიის თავმჯდომარე ურსულა ფონ დერ ლაიენი, მიესალმა რეფერენდუმის შედეგებს. „რუსეთის ჰიბრიდული სტრატეგიების წინაშე, მოლდოვა აჩვენებს, რომ ის დამოუკიდებელია, ძლიერია და მიისწრაფვის ევროპული მომავლისაკენ“ – დაწერა ურსულა ფონ დერ ლაიენმა სოციალურ ქსელ X-ში.

 

 

 

By admin