Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

ლევან ძნელაძე

 

„თუ იმარჯვებენ ლიბერალები, ბრიუსელში ამბობენ, რომ ეს დემოკრატიაა, თუ მოიგეს კონსერვატორებმა, მაშინ დემოკრატია არც კი ყოფილა. ნუ მოეკიდებით ამას სერიოზულად, ეს ჩვეულებრივი ისტორიაა“- განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა, საქართველოს  პრემიერ-მინისტრთან – ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.

ორბანის თქმით, საქართველოში ჩატარდა თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები.

„დისკუსია გაგრძელდება ევროპაში, მაგრამ ნუ მიანიჭებთ ამას განსაკუთრებულ მნიშვნელობას, ეს ჩვეულებრივი ამბავია. მსგავსი კამათი ყოველთვის წარმოიშობა ბრიუსელში. როცა იმარჯვებენ თავისი არსით კონსერვატიული პარტიები, ჩვენ ვაწყდებით ასეთ კამათს, რადგან ევროპული პოლიტიკა ეფუძნება მაქსიმას: თუ იმარჯვებენ ლიბერალები, მაშინ ამბობენ, რომ ეს არის დემოკრატია. თუ გაიმარჯვეს კონსერვატორებმა, თითქოს დემოკრატია არც კი არსებულა. ასეთი რამ ხშირად ხდება ბრიუსელში.

უნგრეთი, როგორც ნებისმიერი სხვა ქვეყანა, ატარებს არჩევნებს და მისი შედეგების აღქმა ერთი და იგივეა. გაიმარჯვეს ლიბერალებმა, ეს არის სანიმუშო მთელი დასავლეთ ევროპისთვის. ახლა კი იმძლავრა კონსერვატიულმა სულისკვეთებამ და ევროპაში კვლავ გაისმა კრიტიკა. იგივე ხდება სხვა ქვეყნებში და საერთაშორისო პრესაშიც მომხდარი შესაბამისად შუქდება, ნუ მიაქცევთ ამას ყურადღებას. ასე რომ, ბატონო პრემიერ-მინისტრო, მინდა მოგილოცოთ არჩევნებში გამარჯვება და მისი დემოკრატიულად ჩატარება, ასევე მსურს, გისურვოთ დიდი წარმატება. სამომავლოდ შეგიძლიათ მუდმივად გქონდეთ ჩვენი სტრატეგიული თანამშრომლობის იმედი“ – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

By admin