Junge Welt გერმანია
რაინჰარდ ლაუტენბახი
თუ სერიოზულად აღვიქვამთ პოსტიდან წასვლის რეჟიმში მყოფი ნატოს გენერალური მდივნის – იენს სტოლტენბერგის სიტყვებს, რომელიც გაზეთ Frankfurter Allgemeine Sonntagszeitung-თან ინტერვიუში ითქვა, მაშინ დასავლეთის სამხედრო ალიანსი, სტრატეგიული მარცხის პირას ყოფილა
სტოლტენბერგის თქმით, გასული მოვლენების ანალიზი ცხადყოფს, რომ ძნელია ზუსტად განსაზღვრო თუ როგორ უნდა იმოქმედო. თურმე კარგი იქნებოდა, დასავლეთს, უკრაინა ბევრად ადრე შეეიარაღებინა, რათა „კონფლიქტი თავიდან აცილებულიყო“, რაღაც მომენტში, რუსეთთან დიალოგი, ახლიდან უნდა დაწყებულიყო, მაგრამ ეს უნდა მომხდარიყო გაძლიერებული უკრაინის პოზიციიდან.
როგორ უნდა მომხდარიყო ეს გაძლიერება, იქნებ ყველაფერი გაიფლანგა? უქმეებზე „ომის მომხრეების“ 700 წარმომადგენელი შეიკრიბა კიევის კონფერენციაზე, რომელიც ფონდის „იალტის ევროპული სტრატეგია“ მიერ იყო ორგანიზებული. მათ ყველას დასანახად გაასავსავეს ხელები: „ჩვენ ძალზე დიდხანს ვიყოყმანეთ“ – განაცხადა ამერიკელმა გენერალმა, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ყოფილმა დირექტორმა – დევიდ პეტრეუსმა. „უკრაინა ან გაიმარჯვებს ან დაიღუპება“ – აღნიშნა დისკუსიის მოდერატორმა – ვიკტორ პინჩუკმა. ბორის ჯონსონმა, კაცმა, რომელმაც აიძულა უკრაინა, შეეწყვიტა სამშვიდობო მოლაპარაკებები რუსეთთან, განაცხადა: „უკრაინის გამარჯვება მთელ მსოფლიოს დაანახებს, რომ კარგი ბიჭებს შეუძლიათ გამარჯვება და მათ უნდა გაიმარჯვონ“. ამგვარი მსჯელობის აბსურდულობა, აშკარაა. აშშ-ს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა მაიკლ პომპეიმ აღნიშნა: „ჩვენ უნდა მოვახდინოთ იმის დემონსტირება, რომ აშშ-ს შეუძლია დასავლურ ქვეყნების დაცვა“. კოლექტიური დასავლეთის ელიტები, გაკვრით თუ ინტერესდებიან უკრაინის პრობლემით. მათ უფრო საკუთარი თავი ადარდებთ და ის მსოფლწესრიგი ბედი, რომელიც 1991 წელს შეიქმნა. ახლა მათ მისი შენარჩუნება სურთ. რუსული ნარატივით კი სამხედრო კონფლიქტი სწორედ იმიტომ მიმდინარეობს, რომ დასავლეთს არსებული წესრიგის შეცვლა სურს.
კიევში საერთო განწყობა დაახლოებით ამგვარი იყო: მოგვეცით შორს მსროლელი იარაღი და უფლება გამოვიყენოთ ის რუსეთის სიღრმეში სამიზნეების გასანადგურებლად. თუ ასეთი ნებართვა იქნა, ციტირებდა Bild-ი, მაშინ ზელესკის „სამშვიდობო გეგმის“ თანახმად, უკრაინა „მზადაა ლოკალურად შეწყვიტოს ცეცხლი ფრონტს გარკვეულ მონაკვეთებზე“. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, Bild-ის ეს განცხადება უარყო და მას „ყალბი“ უწოდა.
მაშინ ვინ იტყუება? უკრაინა, რომელიც ცდილობს მხნეობა მოიკრიბოს? თუ გამოცემა Bild-ს უნდა, რომ გაემიჯნოს გაშმაგებულ პროპაგანდას? წყურვილი იმისა, რომ სასურველი რეალობად გაასაღო, აშკარად იგრძნობა უკრაინის სახელისუფლებო წრეებში. სინამდვილეში, კიევისთვის კონფლიქტის გასაგრძელებლად დამატებითი საშუალებების მიცემა, კოლექტიურ დასავლეთს ჩიხში აქცევს. ასეთ ვითარებაში, გამოსავალი ერთია: იარო მარშით მანამდე, ვიდრე ნაწილ-ნაწილ არ დაიშლები. ზუსტად ასე მოხდება უკრაინაში და დიდი ალბათობით სხვაგანაც. ეს საჭიროა იმის გასამართლებლად, რომ მთელ მსოფლიოს აჩვენო – „კარგ ბიჭებს შეუძლიათ გამარჯვება“. „იალტის ევროპულ სტრატეგიას“ – სინამდვილეში არ წარმოუჩენია არავითარი სტრატეგია თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ლოზუნგს: „საჭიროა გაგრძელდეს“ და „დაველოდოთ ხელსაყრელ დროს“.. აი, ასეთია პოლიტიკური გაბანკროტების დეკლარაცია.