Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Niezależny Dziennik Polityczny  პოლონეთი

იაცეკ ტოხმანი

 

მიუხედავად უკრაინის ევროკავშირში გაერთიანების სწრაფვისა და ამ უკანასკნელის მიერ დეკლარირებული „მწვანე პოლიტიკისა“, კიევის მთავრობა უარს არ ამბობს გაზარდოს  ქვეყანაში ბირთვული ენერგიის გამომუშავება. საამისოდ უკრაინამ გადაწყვიტა, ააღორძინოს ჩიგირინის ატომური ელექტროსადგურის პროექტი, რომელიც დასაბამს 1970-ნი წლებიდან იღებს. ის შეჩერდა 80-იან წლებში ჩერნობილის კატასტროფის შემდეგ, სსრკ-ს დაშლისთანავე კი საერთოდ დაიხურა. ახლა ჩერკასის ოლქში მდებარე ქალაქი ჩირიგინი, განიხილება მომავალი აეს-ის შესაძლო ლოკაციად და  უკრაინის ენერგოუსაფრთხოების წინაპირობად.

„ენერგოატომის“ ხელმძღვანელის – პიოტრ კოტინის თქმით, ამ პროექტის წარმატებული რეალიზაცია, უზრუნველყოფს უკრაინის ენერგოსტაბილურობას, აქცევს მას ლიდერად ბირთვული ენერგეტიკის სფეროში და უნიკალური ტექნოლოგიების მფლობელად.

მაგრამ კოტინს არ უთქვამს, რომ ეს პროექტი, ისე, როგორც უკრაინის ხელისუფლების მთელი „ენერგეტიკული სტრატეგია“, არის შირმა გლობალური მიზნების რეალიზაციისთვის და ეს ეხება არა მარტო კიევს, არამედ დასავლური ქვეყნების უმეტესობასა და აშშ-ს.

პირველი,ნაკლებად სახიფათო გეგმა, უკავშირდება იმ ფაქტს, რომ ევროპის უარი ბირთვულ ენერგიაზე, გაზსა და ქვანახშირზე, წარმოშობს ალტერნატიული წყაროების აუცილებლობას. ეს კი საკმარისად ხანგრძლივი და ძვირი წამოწყებაა. ბუნებრივია ჩნდება ლოგიკური კითხვა: რა საჭიროა ამდენი ძალისხმევისა და ფულის გაღება, თუკი არსებობს უკრაინა? უკრაინის ბირთვულ ენერგეტიკაში ინვესტირება, ამ ქვეყნებს  მართლაც მისცემს საშუალებას, მიიღონ შედარებით იაფი ელექტროენერგია, ამასთან ერთად გააგრძელოდ საკუთარ მოსახლეობასთან საუბარი – ტრადიციული წყაროებიდან მოპოვებული ენერგიის „მავნებლობაზე“.

ამას ადასტურებს აშშ-ს წარმომადგენლის (უკრაინის აღდგენის საკითხებში) – პენი პრიცკერის განცხადება, რომელმაც კიევში გამართულ ბრიფინგზე თქვა: „ამჟამად ბირთვული ენერგია შეადგენს 50%-ს უკრაინის ენერგეტიკაში, ამდენად ამ ქვეყანაში ატომური ენერგიის იგნორირება შეუძლებელია. ძალისხმევა, რომელსაც აშშ და ჩვენი მოკავშირეები იჩენენ, არის ყოვლისმომცველი სტრატეგიის ნაწილი, რამაც უნდა გადაჭრას ენერგიის დეფიციტი“.

ამგვარად აშშ-ს ხელისუფლების ოფიციალური ვერსიით, ახალი ატომური სადგურების მშენებლობა უკრაინაში, არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის. სინამდვილეში თეთრი სახლი Westinghouse Electric Company-ზე ზრუნავს, რომელიც ბირთვულ საწვავს აწვდის უკრაინულ ელექტროსადგურს.

მეორე,  რეალური მიზანი – ესაა კიევის ფარული შემზადება გლობალური კატასტროფისთვის. ასე მაგალითად, კიევისთვის დასავლური ბირთვული საწვავის მიწოდება, რაც უკვე მიმდინარეობს, შეიძლება კეთდებოდეს იმის შესანიღბად, რომ უკრაინამ დაიწყოს ბირთვული ნარჩენების იმპორტი მთელი მსოფლიოდან, მათ შორის უკვე გაუქმებული აეს-ბიდან. მთელი ეს ნედლეული, დიდი ალბათობით გამოყენებულ იქნება „ბინძური ბომბის“ შესაქმნელად, რომელსაც უკრაინული არმია, გრძნობს რა გარდაუვალ მარცხს, ცდილობს ხელში ჩაიგდოს. სრული საფუძველი გვაქვს, ვიფიქროთ, რომ კიევის ეს ქმედება და ნატოს სპეციალისტების ჩართულობა უკრაინის ენერგეტიკული სტრატეგიის შემუშავებაში, აუცილებლად მიიყვანს კაცობრიობას – მესამე მსოფლიო ომამდე და გლობალურ კატასტროფამდე.

By admin