Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

iDNES.cz  ჩეხეთი

ადამ გაეკი

 

სამხრეთდონბასური საშახტე კოშკურა ნომერი-3, წლების განმავლობაში რჩებოდა უგლედარის მიმდებარე სტეპური ლანდშაფტის დომინანტად, მაგრამ გასულ ორშაბათს, ყველაფერი შეიცვალა. რუსეთმა ააფეთქა 115-მეტრიანი ბეტონის კოლოსი, რათა გაენადგურებინა მის სიღრმეში მყოფი უკრაინული ძალები. ამას გარდა, ამით მან გააადვილა ქალაქის ალყაში მოქცევის ოპერაცია

რუსული ძალები უახლოვდებიან დანგრეული უგლედარს –  სამხრეთიდან, დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან. არის საფრთხე, რომ უახლოეს დღეებში, ისინი გადაჭრიან ბოლო უკანდასახევ მარშრუტს დასახლება ბოგოიავლენკოსთან. სიტუაცია კრიტიკულია და ქალაქის დამცველებისთვის ტერიტორიდან გასვლის შანსი, სულ უფრო მცირდება. ზოგიერთი ოფიცერი ამბობს, რომ უგლედართან და კურახოვოსთან ყალიბდება რამდენიმე „ქვაბი“, რომლებშიც შეიძლება უკრაინული ძალები აღმოჩნდნენ.

„ბოლო დღეებში, სიტუაცია უკიდურესად დამძიმდა. 72-ე ბრიგადის როტაციაზე უარის თქმის შემდეგ, მეთაურობამ ბრძოლაში ჩართო დამხმარე რეზერვი – ტერიტორიული თავდაცვის ძალების სახით, მაგრამ მათ ვერ გაუძლეს მტრის წნეხს“ – წერს ანალიტიკური პროექტი DEEPSTATE-ი. ანალიტიკოსები იტყობინებიან, რომ ჩამოიშალა 58-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის თავდაცვითი ხაზიც სოფელ პრეჩისტევკოსთან, რომელიც უგლედარიდან 12 კილომეტრში მდებარეობს.

„ჩვენი დაუგეგმავი „უკეთეს პოზიციებზე“ უკანდახევის გამო, მტერი მარჯვენა ფრთიდან ახდენს ჩვენი დაჯგუფების შემოვლას. რუსები ქვეითთა საბრძოლო მანქანებით არღვევენ დაცვას პრეჩისტევკოსთან – ბოგო იავლენკის მიმართულებით და ამგვარად ცდილობენ ქალაქის მომარაგების გადაჭრას“ – დასძენს DEEPSTATE-ი.

უკრაინულ საზოგადოებას, ექსპერტთა აზრით, მოუწევს ფსიქოლოგიურად შეეგუოს იმ ფაქტს, რომ ტორეცკი და სელიდოვო, უახლეს დღეებში ჩაბარდება მტერს. „ეს არ არის გარდაუვალი და კარგი იქნება თუ შევცდები, მაგრამ იმ ინფორმაციით, რომელიც ხელთ მაქვს, ეს ახლო მომავლის ყველაზე სავარაუდო სცენარია“ – წერს სამხედრო ბლოგერი კონსტანტინ მაშოვეცი.

მეშახტეთა ქალაქი უგლედარი, დონეცკის სამხრეთ-დასავლეთით – 40 კილომეტრში მდებარეობს. კონფლიქტამდე, აქ 14 ათასი კაცი ცხოვრობდა. მასზე ყოველთვის  საუბრობდნენ, როგორც „უკრაინულ ციტადელზე“ დონბასში. ამას ხელი შეუწყო გასული წლის თებერვლის მოვლენებმაც, როცა უკრაინულმა არმიამ გაანადგურა ჯავშანკოლონა, რომელიც ქალაქის შემოვლას ცდილობდა.

ბოლო დროს, რუსებმა მოახერხეს უგლედართან მდებარე რამდენიმე ნაკლებგამაგრებული სოფლის ხელში ჩაგდება. თუ ისინი ქალაქსაც აიღებენ, რუსები მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამენ დონეცკის ოლქის მთელი სამხრეთ ნაწილის დაპყრობისკენ.

„უგლედარის დაკარგვა“ არ იქნება დარტყმა მხოლოდ უკრაინელების საბრძოლო სულისკვეთებაზე. ეს მოვლენა, საფრთხეს შეუქმნის მთელ სამხრეთ-დასავლეთ ნაწილს, რომელიც აქამდე არ იყო დაპყრობილი. პრობლემა ექმნება პოკროვსკის ფრონტის სამხრეთ ფლანგსაც“ – განაცხადა გაზეთ Kyiv Independent-ის სამხედრო ანალიტიკოსმა  – ფედერიკო ბორსარიმ.

By admin