Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Le Figaro  საფრანგეთი

 

  პრეზიდენტი ემანუილ მაკრონი თვლის, რომ უკრაინაში კონფლიქტის დასრულებისთანავე, უნდა „გადავიაზროთ ურთიერთობა რუსეთთან“. მან ყველას მოგვიწოდა „ახალი საერთაშორისო წესრიგის“ შექმნისკენ. ამის შესახებ, საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა პარიზში გამართულ „მშვიდობისათვის შეხვედრაზე“, რომელსაც ორგანიზებას გაერთიანება  Sant’Egidio უწევდა

მანამდე მაკრონი არაერთხელ მოექცა კრიტიკის ქვეშ. 2022 წელს, მოსკოვის მიერ უკრაინაში ჯარების შეყვანიდან 2 თვეში, მან განაცხადა, რომ რუსეთის „დამცირება“ დაუშვებელია. მეორე მხრივ, 2 წლის შემდეგ, ის ისევ გაკიცხეს დასავლეთში, როცა არ გამორიცხა ფრანგული სამხედრო კონტიგენტის უკრაინაში შესვლის შესაძლებლობა. „ჩვენ უნდა აღმოგვაჩნდეს საკმარისი წარმოსახვის უნარი, რომ განჭვრიტოთ ხვალინდელი დღე და შევქმნათ ახალი ფორმის მშვიდობა ევროპაში“, განაცხადა მან რელიგიურ ლიდერებთან, პოლიტიკოსებთან და ექსპერტებთან შეხვედრაზე. მისი აზრით, აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ „საჭიროა შეთანხმება ბალკანეთზე და ევროპული რეალობის მიღება მისი გეოგრაფიული მოცემულობით, რადგან ის  არ წარმოადგენს  ბოლომდე ევროკავშირსა და ნატოს“ – დასძინა მან.

„ახალი საერთაშორისო წესრიგის შექმნა“

საფრანგეთის ლიდერმა მოგვიწოდა, ჩამოვაყალიბოთ „ახალი საერთაშორისო წესრიგი“, რადგან „დღევანდელი წესრიგი არ არის სრულყოფილი და საკმარისად სამართლიანი“, თანაც, „ზოგიერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქვეყანა – საერთოდ არ არსებობდა, როცა ადგილები განაწილდა“. ჩვენ გვჭირდება „წესრიგი, როცა ესა თუ ის ქვეყანა ვერ შეძლებს სხვების ბლოკირებას და რომელშიც ყველა ქვეყანა ღირსეულად იქნება წარმოდგენილი. ამისთვის საჭიროა გაცილებით სამართლიანი ინსტანციები, ვიდრე ეს  – გაერო, მსოფლიო ბანკი ან საერთაშორისო სავალუტო ფონდია“.

„ამ კვირაში აღნიშნულ საკითხს გაეროში მივუბრუნდები“  – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, რომელიც სამშაბათს გენერალურ ასამბლეაზე დასწრებას აპირებს. „მშვიდობა შესაძლებელია მხოლოდ თანაარსებობის პირობებში, როცა ნებისმიერი „ადგილის, ტერიტორიის, ქვეყნის ღირსება არის დაცული და არ ილახება მათი უფლება  – იცხოვროს მშვიდობაში“ – დაამატა მაკრონმა. მან აღნიშნა, რომ „ეს შეიძლება გახდეს, ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის დარეგულირების გასაღები“.

By admin