Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Der Spiegel  გერმანია

ენ-დორით ბოი

 

შეუიარაღებელი თვალით ჩანდა, როგორი სახეალეწილი იდგა ზელენსკი რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატის – დონალდ ტრამპის გვერდით ნიუ-იორკში გამართული შეხვედრაზე. ექსპრეზიდენტი,  რომელიც თითქოსდა არად დაგიდევდათ ზელენსკის იქ ყოფნას, ამტკიცებდა, რომ რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინს, სურს „პატიოსანი შეთანხმების მიღწევა“ და უკრაინაში კონფლიქტის დასრულება

მეორე კამერასთან ტრამპმა თქვა, რომ მას „ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს“ პუტინთან. უკრაინის პირველი პირი მთელი ძალით ცდილობდა ეკონტროლებინა გამომეტყველება და გაწონასწორებულ პიროვნებად წარმოჩენილიყო. „იმედია, ჩვენ უკეთესი ურთიერთობა გვაქვს“ – ჩაერთო ის საუბარში. შემცბარმა ტრამპმა უპასუხა: „ტანგოს ორი ცეკვავს“.

ეს სიტყვები ბრალდებასავით გაისმა: იგულისხმებოდა, რომ უკრაინის ხელისუფლებამ არ გამოიჩინა საკმარისი ძალისხმევა ტრამპთან და მის გუნდთან კარგი ურთიერთობისთვის. არადა ზელენსკი და მისი ხალხი, სწორედ ამას ცდილობდა მთელი გზნებით. Times-ის ჟურნალისტმა საიმონ შუსტერმა თქვა, რომ უკრაინული მხარე თავგამოდებით ცდილობდა კვირეებისა და თვეების განმავლობაში, რათა რესპუბლიკური პარტიის კანდიდატთან კონსტრუქციულად მომხდარიყო აზრთა გაცვლა-გამოცვლა.

ჟურნალისტის მოსაზრებით, ზელენსკის გარემოცვა გარკვეულ იმედებს უკავშირებდა ტრამპს. უკრაინელების აზრით, მისი პრეზიდენტობა, მნიშვნელოვან შესაძლებლობებს გააჩენდა. თუმცა გასული კვირის შემდეგ, ზელენსკის გუნდს,   ტრამპზე სავარაუდოდ გული აუცრუვდება. თვით ის ფაქტი, რომ რესპუბლიკელების ლიდერმა სრულიად შეუსაბამო განმარტა პუტინის მისწრაფება, უკრაინელებს კარგს არაფერს უქადის. დაძაბული, უხერხული ურთიერთობა, რომელიც ერთობლივი გამოსვლის დროს აღინიშნა, მეტყველებს, რომ ამ ორ კაცს შორის –  ურთიერთსიმპათია არ არსებობს.

თავიდან ტრამპს საერთოდ არ უნდოდა უკრაინის ლიდერთან შეხვედრა. ის აშკარად გაღიზიანდა, როცა კვირის დასაწყისში ზელენსკი ესტუმრა იარაღის მწარმოებელ ქარხანს, თანაც დემოკრატი გუბერნატორის  თანხლებით. ტრამპმა, დასჯის მიზნით, გამოაქვეყნა ზელენსკის თხოვნის ბარათი, რაც დამცირების ტოლფასი იყო. საბოლოოდ, მან ზელენსკი მაინც მიიწვია  ნიუ-იორკში – ტრამპ თაუერის კოშკში.

„ზელენსკი ნამდვილად დაოსტატდა საკუთარ თავზე გადაბიჯებასა და დამცირების „ყლაპვაში“

ზელენსკი ახლა გაწაფულია საკუთარი თავზე გადაბიჯებასა დამცირების „ყლაპვაში“. სხვა გზა მას აღარ აქვს. უკრაინის ლიდერს ხშირად უწევს ნაღმის ჩადება, რათა თავი გადაირჩინოს საკუთარ სამშობლოში.ზელენსკი ვერ ეტყვის თავის ჯარისკაცებს, რომ მათ აღარ მისცემენ მეტ საბრძოლო მასალას იმის გამო, რომ მან არ ისურვა ხელი ჩამოერთვა, თუნდაც უხერხული პარტნიორისთვის.

ტრამპთან შეხვედრის სამარცხვინიო ეპიზოდი, რა თქმა უნდა, იყო უმდაბლესი წერტილი ზელენსკის აშშ-სთან ურთიერთობაში, თუმცა იყო ნათელი მომენტებიც. მაგალითად  უკრაინის ლიდერმა მოისმინა  დამაიმედებელი სიტყვები დემოკრატ ქამალა ჰარისისგან. გაეროს ასამბლეის კულუარებში, ზელენსკი შეხვდა რამდენიმე უმაღლეს პირს, მათ შორის, ინდოეთის პრემიერ მოდის, რომელმაც ახლახან სურვილი გამოთქვა, იშუამავლოს მოსკოვ-კიევის ურთიერთობაში. მიუხედავად ამისა, ზელენსკი სახლში რამდენადმე ხელშესახები მონაპოვრის გარეშე  ჩადის.

ამასთან, ბაიდენმა უკრაინელებს არ მისცა აგრერიგად სასურველი უფლება, ამერიკული იარაღით იერიში მიეტანა სამიზნეებზე რუსეთის სიღრმეში. როგორც ჩანს, ზელენსკის „გამარჯვების გეგმა“ „თეთრმა სახლმა“ დიდი ენთუზიაზმით არ მიიღო. ჯერ კიდევ ბაიდენთან შეხვედრამდე, დასავლელმა დიპლომატებმა განაცხადეს, რომ  ხსენებულ გეგმას – მათზე შთაბეჭდილება არ მოუხდენია.

პარასკევ სარამოსტვის ( კიევის დროით) ზელენსკიმ გადალახა ტრამპოისგან მიყენებუკლუ შოკი – ასე მოსცანდა, მან ცაწერა ტრადიციული ვიდეომიმართვაუკრაინელებისთვის მანჰეტენის ქუციდან და ის ისევ მხნედ გამოიყენებოდსა. როგორც მანამდე. ტრამპტან ჯსეხვედრას კი მან „მეტად პროდუქტიული უწოდა.

 

By admin

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *