Страна.ua უკრაინა
ამერიკელმა სენატორმა – ლინდსი გრემმა ახსნა ის უპირატესობა, რასაც ამერიკელებს უკრაინის კონფლიქტი აძლევს
შესაბამისი განცხადება, მან პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან შეხვედრის დროს გაააკეთა.
„თქვენ ცდილობთ, შეაჩეროთ რუსები, რომ ჩვენ არ მოგვიწიოს მათთან ბრძოლა. მათ (უკრაინელებს) სულაც არ სჭირდებათ ამერიკელი ჯარისკაცების დახმარება, მათ სჭირდებათ იარაღი, რათა გაათავისუფლონ საკუთარი ქვეყანა ამ საშინელი შეჭრისგან. ისინი სხედან ტრილიონობით დოლარად ღირებულ მინერალებზე, რომლებიც სასარგებლოა ჩვენი ეკონომიკისთვის. ამდენად მე მსურს გავაგრძელო ჩვენი მეგობრების დახმარება უკრაინაში“ – თქვა ზელენსკის გვერდით მდგარმა გრემმა.
უკრაინის მეთაურმა დაამატა, რომ კიევს ესაჭიროება ამერიკის დახმარება და მან მადლობა გადაუხადა სენატორს „ორპარტიული მხარდაჭერისთვის.“
ხაზგასასმელია, რომ ეს არ არის პირველი მსგავსი განცხადება გრემის მხრიდან. მანამდე მან თქვა, რომ „უკრაინელები სხედან 10-12 ტრილიონი დოლარზე“ და პუტინს სწორედ ამიტომ უნდა უკრაინის დაპყრობა.
ჩვენ ასევე მოვისმინეთ ამერიკელი სენატორის სიტყვები, რომ კონფლიქტი უკრაინაში არის – „კარგი ინვესტიცია“ აშშ-სთვის. ეს ითქვა მაშინ, როცა გრემმა ამერიკელ კანონმდებლებს მიმართა წინადადებით, გაგრძელებულიყო უკრაინის დახმარება – ამ ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული სასარგებლო წიაღისეულის საფასურად.