Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Junge Welt  გერმანია

რაინჰარდ ლაუტენბახი

 

 გასულ უქმეებზე – უკრაინული Telegram-არხი RezidentUA – უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ინსაიდერებზე დაყრდნობით, იტყობინებოდა, რომ მისი მეთაური ანდრეი ერმაკი ხელმძღვანელობს ლოზუნგით: მაქსიმალური ესკალაცია საიმისოდ, რომ საომარ დაპირისპირებაში ჩათრეული აღმოჩნდეს დასავლეთი. უკრაინას არ შეუძლია  დამოუკიდებლად წარმართოს ხანგრძლივი  კონფლიქტი. ერმაკი – პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის უახლოესი თანამებრძოლია და სწორედ ის არის კიევის მთავარი მეთოჯინე

ეს ისტორია, რომელიც  არ დასტურდება ოფიციალურ დონეზე, არ ეწერება რეალურ მოვლენებში. ერთი მხრივ, დასავლეთი თანაუგრძნობს კიევის მიერ წამოწყებულ გამწვავების თამაშს. უკრაინული უპილოტოების  ზუსტი დარტყმები იმ ობიექტებზე, რომლებიც განლაგებულია უკრაინის საზღვრიდან 500 კილომეტრში, შეუძლებელია განხორციელებულიყო დასავლური თანამგზავრებიდან მიღებული მონაცემების გარეშე. მაგრამ კოლექტიურ დასავლეთს არ სურს იქცეს ამ მხარდაჭერის მძევლად. კიევს საპირისპირო ლოგიკა აქვს: უკრაინის ხელმძღვანელობას უბრალოდ სურს, დასავლეთის ირიბი მონაწილეობა კონფლიქტში – გარდაიქმნას  დაპირისპირებაში უშუალო ჩართვად. კიევის გამუდმებული მოწოდება დასავლეთის მიმართ, რომ ამ უკანასკნელმა სერიოზულად არ განიხილოს რუსეთის მიერ დასახელებული „წითელი ხაზები“, უკრაინული პოლიტიკის – პური და წყალია. თუ მოსკოვი ამ „წითელი ხაზებიდან“ რომელიმეს დარღვევას სერიოზულად  მოეკიდა, მაშინ – მხოლოდ უკრაინა აღარ იქნება რუსეთის ერთადერთი სამიზნე. ამ მცდელობის უკან დგას პროქსი-ომის ლოგიკის გადატეხვა და მისი წამქეზებლების ჩართვა კონფლიქტში. უკრაინა დიდი ხალისით  დაუთმობს მათ ცეცხლის წინა ხაზზე დგომას – საკუთარი გეოსტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე. ამგვარი ავანტიურისტული პოლიტიკა, ნიჰილისტური დამოკიდებულება თავისი ხალხისა და ქვეყნის მიმართ, შეიძლება გაიგო ადამიანური თვალსაზრისით, მაგრამ პოლიტიკურად უკრაინა უკვე იქცა გლობალური უსაფრთხოების პრობლემად. კიდევ რამდენ ხანს ექნებათ იმის იმედი დასავლეთში, რომ კრემლში გადაწყვეტილების მიმღები ხალხი – რაციონალურად უპასუხებს ამ გამოწვევას?

უკრაინული ოპოზიცია პეტრო პოროშენკოს წინამძღოლობით, გვთავაზობს ზელენსკის სარაკეტო ინიციატივის თავისებურ მოტივაციას. მისი თქმით, ზელენსკი დასავლეთს მუდმივად უყენებს შეუსრულებელ მოთხოვნებს, ის ხშირად მიანიშნებს „პარტნიორების ღალატზე“ და ცდილობს სიტუაციის ისე წარმოჩენას, რომ საჭიროების შემთხვევაში, ცეცხლის შეწყვეტაზე თანხმობა აღქმული იქნას არა ოფიციალური კიევის გადაწყვეტილებად, არამედ ხსენებული „ღალატის“ შედეგად. პოროშენკოს თანამოაზრეები, ზელენსკის ამ მიდგომას გაუმართლებლად მიიჩნევენ და იმედი აქვთ, რომ ზელენსკის წასვლის შემდეგ ხელისუფლებაში დაბრუნდებიან.

მიუხედავად პირადი დაინტერესებისა, ოპოზიციის ამ ვერსიაში არის სიმართლის მარცვალი. როცა ზელენსკი ამბობს, რომ მშვიდობის წელსვე დასამყარებლად, საჭიროა „მხოლოდ და მხოლოდ საშუალება“, რათა „რუსულ სამიზნეებზე შეუზღუდავად განხორციელდეს დარტყმები“, ეს, რა თქმა უნდა, რეალობას აცდენილია. ამგვარი მოთხოვნები, ასევე მიუთითებს იმაზე, რომ უკრაინის მოსახლეობაში სულ უფრო მეტად შეიმჩნევა ომით გადაღლა,   პარალელურად კი უკრაინულ საზოგადოებაში სულ უფრო ხშირად საუბრობენ მემარჯვენეებიდან მომდინარე „გადატრიალების საფრთხეზე“  იმ შემთხვევაში – თუ „კაპიტულაციაზე“ ხელი მოეწერა.

By admin