Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Цензор.НЕТ

 

პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ გამარჯვების გეგმაზე მუშაობა დასრულებულია. როგორც Цензор.НЕТ იუწყება, ამის შესახებ, მან განაცხადა ტრადიციულ საღამოს ვიდეომიმართვაში

მისი თქმით, დამუშავებულია ყველა პუნქტი და საკვანძო აქცენტი, ასევე განსაზღვრულია აუცილებელი დანართი – გეგმის დეტალების განმარტებით.

„ახლა უმთავრესია – მისი რეალიზაციის ნება. არ არსებობს და ვერც იქნება მშვიდობის ალტერნატივა, არავითარი კონფლიქტის გაყინვა და სხვა სახის მანიპულაციები, რომლებიც რუსულ აგრესიას სხვა ეტაპზე გადაიყვანს. ჩვენ გვჭირდება უკრაინის, შესაბამისად მთელი ევროპის –  საიმედო და ხანგრძლივი უსაფრთხოება.

მანამდე სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ გასულ კვირაში, კიევში ვიზიტის დროს, სახელმწიფო მდივანი გაეცნო უკრაინის პრეზიდენტის სამშვიდობო გეგმის დეტალებს.

უკრაინის გამარჯვების გეგმა

27 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე, პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა აპირებდა აშშ-სთვის საკუთარი ომში „გამარჯვების გეგმა“  გაეცნო.

პენტაგონის მეთაურმა – ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ „რამშტაინის“ ფორმატში „ გამარჯვების გეგმა“, არ განხილულა.

8 სექტემბერს, ზელენსკიმ გვაუწყა, რომ აშშ-ს კონგრესის დელეგაციასთან იმსჯელა „გამარჯვების გეგმის“ გარკვეულ დეტალებზე და რომ ის აპირებს მის გაცნობას ბაიდენისთვის, ტრამპისა და ჰარისისთვის.

მოგვიანებით პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს უკრაინის „გამარჯვების გეგმა“ –  მშვიდობის მეორე სამიტზე გაეცნობა.

ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის „გამარჯვების გეგმა“, მოიცავს 4 ძირითად პუნქტს და დანართს, რომლის რეალიზაციაც „საჭირო იქნება ომის შემდგომ“.

By admin