Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

The Spectator  დიდი ბრიტანეთი

გევინ მორტიმერი

 

  ორი კვირი წინ, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, რომელიც ევროპაში თავისუფალი გადაადგილების გულმხურვალე ქომაგია, ეწვია ბერლინს და  გერმანიის კანცლერ შოლცთან შეხვედრაზე, სხვა თემებთან ერთად, განიხილა ვაჭრობის, თავდაცვისა და იმიგრაციის საკითხები

სთარმერის ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე, „მრავალფეროვნებისადმი“ მიძღვნილ ფესტივალზე, სირიელმა დევნილმა სამი ადამიანი მოკლა. გერმანიის გადაწყვეტილება, აღადგინოს სასაზღვრო კონტროლი, ნაწილობრივ ამ ბოროტმოქმედებასა და მიუხენში ისრაელის საელჩოზე შეუმდგარ თავდასხმაზე რეაქციაა.

თუმცა ეს, ასევე არის პასუხი წინა კვირის თიურინგის არჩევნებსა და „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წარმატებაზე.

ეს იყო ახალი საერთოევროპული დონის ტრიუმფი პარტიისთვის, რომელსაც ერთი ნაწილი პოპულისტურს უწოდებს, მეორე უკიდურეს მემარჯვენეებს, მესამე ნაციონალისტურს – მოკლედ არჩევანი, თქვენზე მოგვინდია.

არის სხვა ვერსიაც: ეს არის იმედგაცრუებული ამომრჩევლების პარტია, რომლებიც ხედავენ, რომ ევროკავშირი ჩაფლავებული პროექტია, რომელმაც გააღატაკა თავისი მოქალაქეები და მათ არაერთი საფრთხე შეუქმნა.

მასობრივმა იმიგრაციამ, მთელს კონტინენტზე შემუსრა საზოგადოების ერთიანობა – ეს არის „გეტოიზაცია“ – მალმედან დაწყებული, მარსელითა და მანგეიმით დამთავრებული, ასევე ანტესემიტიზმის აღორძინება, რომელიც ევროპას ეგონა, რომ ჯერ კიდევ მეოთხედი საუკუნის წინ აღმოფხვრა.

მოკლე ხანში, ეს იმედგაცრუება ელიტებსაც გადაედოთ. ორშაბათს ევროპის ცენტრალური ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა და ევროპელი ტექნოკრატების ფავორიტმა – მარიო დრაგამ, გამოაქვეყნა 400-გვერდიანი ანგარიში კონკურენტუნარიანობის შესახებ, რომლის მომზადებაც მას ევროპის კომისიამ ჯერ კიდევ 2023 წელს დაუკვეთა.

ანგარიშის გამოქვეყნებამდე ცოტა ხნით ადრე, ევროპის კომისიის ხელმძღვანელმა – ურსულა ფონ კრამონმა სოციალური ქსელების საშუალებით განცხადა, რომ „ერთი სული აქვს,“ გაეცნოს იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის მოსაზრებას.

მაგრამ რაც მოისმინა, დიდად არ მოეწონებოდა. თავის 400-გვერდიან ფოლიანტში, ავტორმა სრულად გააშიშვლა ევროკავშირის გახევება და  კონკურენტუუნარობა ახალ ასწლეულში. ყველაფერი იმდენად ცუდააა, რომ დრაგამ აღიარა: მას კოშმარულად ესახება ევროპის მომავალი.. თუ არ მოხერხდა ეკონომიკური ვარდნის შეჩერება – ანუ „ევროპის მდორე აგონია“, როგორც მან შენიშნა.

პუბლიკაციის შემდგომ პრესკონფერენციაზე, დრაგიმ აღნიშნა, რომ მხოლოდ „უპრეცენდენტო“ რეფორმა თუ  შეაჩერებს დაკნინების პროცესს. „პირველად, ცივი ომიდან მოყოლებული, ჩვენ მართლაც უნდა ვიფიქროთ თავის გადარჩენაზე,  უარყოფითი დასკვნები შექმნილ ვითარებაზე, არასდროს ყოფილა ასე საფუძვლიანი“ – განმარტა მან.

დრაგიმ განაცხადა, რომ ევროპას სჭირდება დამატებით ყოველწლიური ინვესტიციები, დაახლოებით 750 მილიარდი დოლარის ოდენობით – ეს ევროკავშირის მშპ-ს 5%-ა – თუ ევროპას სურს დაეწიოს ამერიკას და თავისი პოზიციები ჩინეთს არ დაუთმოს. დიაგნოზი ფატალურია: 50 წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიიდან მხოლოდ ოთხია ევროპული.

თუ ევროკავშირის 27 წევრი ამ ანგარიშს უმნიშვნელოდ ჩათვლის, დრაგი წინასწარმეტყველებს მძიმე მომავალს: „მოგვიწევს ვაღიაროთ – თქვა მან – რომ ჩვენ არ შეგვიძლია ვიყოთ ლიდერები  ტექნოლოგიურ  სფეროში, პარალელურად კლიმატური პასუხისმგებლობის განსახიერება და თან დამოუკიდებელი მოთამაშე მსოფლიო არენაზე. ასე ვერ დავაფინანასებთ ჩვენს სოციალურ  მოდელს. მოგვიწევს ამბიციების მოთოკვა, ყოველ შემთხვევაში, ნაწილის მაინც და არც ეს იქნება საკმარისი“. სხვა სიტყვებით, ევროპა თანდათან პირველი სამყაროს სტატუსიდან, მესამე რიგის  მდგომარეობაში გადაინაცვლებს.

აი, ამიტომ შეაქცია ბევრმა ამომრჩეველმა ზურგი ტრადიციულ პარტიებს საფრანგეთში, ჰოლანდიაში, იტალიასა  და გერმანიაში. ისინი ხედავენ, რომ მათი ცხოვრების დონე ეცემა, სიღარიბის, ძალადობისა და ანტისემიტიზმის მაჩვენებლები კი პირიქით იზრდება.

ივნისში ვწერდი, რომ როცა ევროპელი ფერმერები ბრიუსელს მიაწყდნენ, რათა გამოეხატათ თავიანთი რისხვა ევროკავშირის  მიმართ, რომელმაც მათ თავს მოახვია „მწვანე პოლიტიკა“, ეს ნიშნავდა, რომ ევროპელები დაღალა ქრონიკულმა უპასუხისმგებლობამ, რომელიც ევროკავშირის საფირმო ნიშნად იქცა ამ ასწლეულში. „2008 წელს ევროზონისა და აშშ-ს მთლიანი შიდა პროდუქტის მონაცემები მეტნაკლებად თანაზომადი იყო – 14.2-14.8 ტრილიონი დოლარი,  2023 წელს კი ევროზონის მშპ ოდნავ ასცდა 15 ტრილიონს მაშინ, როცა ამერიკისამ  –  20,9 ტრილიონს გადააჭარბა“.

საფრანგეთი აშშ-ს შტატი რომ ყოფილიყო, მშპ-ს მოცულობით და ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლით, სადღაც აიდაჰოსა და არკანზასის შუაში იქნებოდა – 48-ე- 49-ე ადგილზე, გერმანია კი 39-ე, ოკლაჰომას შემდეგ. თავის ნაშრომში დრაგიმ გამოთქვა რიგი წინადადებებისა ევრობლოკის გამოსაფხიზლებლად: „ევროპა უნდა გახდეს წარმატებული ინოვაციების სივრცე.“

თქმა ადვილია, გაკეთება ძნელი. ორი მთავარი საყრდენი: გერმანია და საფრანგეთი ჩაფლულნი არიან ეკონომიკურ პრობლემებში, ამასთან საფრანგეთი პარალიზებულია უზარმაზარი ვალით. ამ ქვეყნებში არსებობს მწვავე უკმაყოფილება მასობრივი იმიგრაციის გამო.

საფრანგეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა – მიშელ ბარნიემ პირობა დადო, რომ დაინტერესდება ამ საკითხით. შეიძლება მისი შთაგონების წყაროდ იქცა გერმანიის გადაწყვეტილება სასაზღვრო კონტროლის აღდგენის შესახებ. სამი წლის წინ, ბარნიე განიხილავდა იმიგრაციის პროექტზე 3-5 წლიანი მორატორიუმის დაწესების ვარიანტს და ამბობდა, რომ მიგრანტთა ახალი ნაკადი იწვევს დესტაბილიზაციასა და ისლამიზმს. იგივე ითქმის დიდ ბრიტანეთზე, თუმცა სთარმერი და მისი მთავრობა ამაზე უარს ამბობენ. მათ თავი ჩარგული აქვთ ქვიშაში და ვერ აცნობიერებენ იმ საფრთხეს, რაც მასობრივ მიგრაციასა და ევროპის დაქვეითებას მოაქვს.  სხვა შემთვევაში, რომელი ჭკუათმყოფელი ლიდერი მოინდომებდა საქმის დაჭერას ორგანიზაციასთან, რომელიც ნელ-ნელა, წამებაში ღაფავს სულს.

By admin