Interia პოლონეთი
კაროლინა გლოდოვსკაია
დემოგრაფიული კრიზისი, დამძიმებული მასშტაბური სამხედრო კონფლიქტით, აცარიელებს უკრაინას. უკრაინული პორტალის Opendatabot-ის ბოლო მონაცემებით, 2024 წლის პირველ ნახევარში, პოლონეთის მეზობელ ქვეყანაში რეგისტრირებულია – თითქმის 251 ათასი გარდაცვალება. ამ დროის განმავლობაში, დაიბადა სულ 88 ათასი ბავშვი, შობადობის დონე ახლა უფრო დაბალი, ვიდრე პანდემიის პიკზე
ჩატარებული კვლევების შედეგები მიუთითებს, რომ შობადობის დონე უკრაინაში, აგრძელებს ვარდნას. 2024 წელს, ყოველ სამ გარდაცვლილზე – ერთი ახალშობილი მოდიოდა
კონფლიქტი უკრაინაში და შობადობა. უკრაინელები ჩვენს თვალწინ ქრებიან
მიმდინარე წელს, უკრაინაში დაიბადა 87 655 ბავშვი. ამ დროის განმავლობაში, აღირიცხა სხვადასხვა მიზეზით გარდაცვალების 250 972 ფაქტი. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ეს სტატისტიკური მონაცემები, დიდი ალბათობით, არასრულია – იმ მიზეზით, რომ რეგიონების ნაწილში საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.
მართალია შობადობის კლება თვალშისაცემია პანდემიის პერიოდიდან და ქვეყანა დიდი ხანია ებრძვის დემოგრაფიულ კრიზისს, მაგრამ ბოლო მონაცემები საგანგაშოა.
ოფიციალური მონაცემებით შობადობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (9 695) კიევზე მოდის, იგივე ითქმის ლვოვზე(7 923) და დნეპროპეტროვსკზე (6 962). ყველაზე ცოტა ბავშვი დაიბადა ფრონტისპირა და მიმდებარე ტერიტორიებზე – ჩერნიგოვის (1 904), სუმის (1 798), ზაპოროჟიეს(1 576), დონეცკის (702) და ხერსონის (221) ოლქებში.
შემაშფოთებელი ინფორმაცია ინფორმაცია უკრაინიდან. საომარი კონფლიქტი და დემოგრაფიული კრიზისი
უკრაინის ხელისუფლებამ ვერ შეაგროვა მონაცემები შობადობის შესახებ ყირიმში და ლუგანსკის ოლქში. 2024 წლის პირველ ნახევარში, გარდაცვალების ფაქტი ყველაზე მეტი დაფიქსირდა დნეპროპეტროვსკის (26 374), ხარკოვის (17 990) და ოდესის (16 085) ოლქებში.
2024 წელს, შობადობის დონე 1,4-ჯერ ნაკლებია იმაზე, რაც 2021 წლის 6 თვეში იყო, როცა აღირიცხა 132 595 ახალშობილი და 349 041 გარდაცვლილი (პანდემიის პიკი).
ექსპერტები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ დემოგრაფიულ კრიზისს ამწვავებს ემიგრაცია, ასევე დევნილების ნაკადი. არსებული მონაცემებით, უკრაინიდან გასულია 6 მილიონი ამ ქვეყნის მოქალაქე. 2024-25 წლებში, უკრაინიდან კიდევ შეიძლება გავიდეს – 700 ათასამდე ადამიანი.
2024 წლის იანვრისთვის, უკრაინის მოსახლეობა 377 მილიონს შეადგენს. გაეროს პროგნოზით, 2100 წლისთვის ამ ქვეყნის მოსახლეობა 15, 3 მილიონამდე შემცირდება.