Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Interia  პოლონეზი

ფილიპ კოზიარეკი

 

ბელარუსული სარაკეტო კომპლექსები გამოჩნდა უკრაინის საზღვართან. რას აპირებს ბელარუსი? ან რას წარმოადგენს ეს იარაღი?

ალეკსანდრე ლუკაშენკომ, მოზირისა და გომელის მიმართულებებზე, უკრაინასთან საზღვრის გამაგრების ბრძანება გასცა. ეს რაიონები ესაზღვრება უკრაინის ჟიტომირის, ჩერნიგოვისა და კიევის ოლქებს. ამის შესახებ იტყობინება ბელორუსის თავდაცვის მინისტრი ვიკტორ ხრენინი.

„სპეციალური ოპერაციების სამხედრო ძალებს, სახმელეთო ნაწილებს, სარაკეტო დანაყოფებს, მათ შორის, რეაქტიულ სისტემა „პოლონეზით“ და კომპლექს „ისკანდერით“ აღჭურვილ შენაერთებს, დაუსახეს ამოცანა – სწრაფი მარშით გადაადგილება კონკრეტულ რაიონებში“ – იტყობინება ბელორუსის თავდაცვის სამინისტროს პრესცენტრი.

ასევე არსებობს ინფორმაცია, სასაზღვრო რაიონში საჰაერო თავდაცვისა და რადიოელექტრონული საშუალებების, ასევე ავიაციის რაოდენობრივი ზრდის შესახებ.

ეს არის პასუხი უკრაინული უპილოტოების ბელორუსის სივრცეში გამოჩენაზე

 ბელორუსის ხელისუფლების მტკიცებით, საჯარისო დანაყოფების გაშლა უკრაინის საზღვართან, არის პასუხი  – ბელორუსის ცაში უკრაინული უპილოტო-კამიკაძეების გამოჩენაზე.

უპილოტოები შენიშნეს 9 აგვისტოს უკრაინის ჩრდილოეთით 85 კილომეტრში – კოსტიუკოვიჩის რაიონში. ლუკაშენკომ მომხდარს „უკრაინული პროვოკაცია“ უწოდა და გასცა ბრძანება, მიღებულიყო  ზომები ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ბელორუსები აცხადებენ, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემებით, ჩამოაგდეს უპილოტოების ნაწილი. განადგურებული აპარატების ნაშთების ძებნა გრძელდება.

უნდა აღინიშნოს, რომ ადრე ბელორუსის საჰაერო სივრცეში რეგულარულად დაფრინავდა რუსული უპილოტოები, რომლებიც უკრაინისკენ მიემართებოდა, მაგრამ ბელორუსს მათზე რეაქცია არ ჰქონია. მინსკი ამის შესახებ არ იძლეოდა პრაქტიკულად არანაირ კომენტარს. მისი ერთადერთი რეაქცია იყო, რუსული შეტევის პარალელურად საკუთარი გამანადგურებლების (СУ-30) გაგზავნა სამხრეთ საზღვრისკენ.

რას წარმოადგენს რეაქტიული ზალპური ცეცხლის სისტემა „პოლონეზი“?

ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა „პოლონეზი“ – ჩინურ-ბელორუსული ნამუშევარია. ეს  არის გამშვები დანადგარი 300 მმ-იანი კალიბრის, „მიწა-მიწა“ ტიპის რაკეტებისთვის, მისი მოქმედების დისტანცია 50-დან 200კილომეტრამდე მერყეობს – იგულისხმება სტანდარტული ვერსია. მოდერნიზებული „პოლონეზ-M”-ის მოქმედების სიშორე – 290 კილომეტრს აღწევს.

ამ სისტემამ შეცვალა ბელორუსის არმიის შეიარაღებაში არსებული საბჭოთა БМ-30 „სმერჩი“. ცივი ომის დროინდელი ანალოგისგან განსხვავებით, პოლონეზი აღჭურვილია 8 და არა 12 რაკეტით. სამაგიეროდ ის გაცილებით ზუსტია. „პოლონეზის“ ჭურვები 50%-იანი სიზუსტით 30-50 მეტრის რადიუსში – ანადგურებს სამიზნეს. შედარებისთვის, პოლონური სისტემა Homar-A-ს, ATACMS-ის რაკეტების გამოყენებისას – 300 კილომეტრზე 10 მეტრამდე გადახრა აქვს.

სისტემა „პოლონეზი“ გამწევ МЗКТ–7930 8×8-ის შასიზეა დამონტაჟებული. ბელორუსის არმიის შეიარაღებაში, ის 2016 წლიდან იმყოფება. 2018 წელს, სისტემა შეიძინა აზერბაიჯანმა, რომელმაც, როგორც ამბობენ, ის გამოიყება ყარაბაღის კონფლიქტში.

 

By admin