Цензор.НЕТ უკრაინა
პროექტ DeepState-ის ანალიტიკოსებმა განაახლეს ინფორმაცია უკრაინელი სამხედროების კურსკის ოლქში წინსვლის შესახებ
„განახლება მოხდება გარკვეული დაყოვნებებით, რადგან ზოგიერთი ინფორმაცია, მთლიანობაში განსხვავდება მოვლენათა უშუალო მონაწილეების ცნობებისგან“ – აღნიშნავენ ექსპერტები.
DeepState-ის მონაცემებით, უკრაინელების მოიერიშე ჯგუფები უშუალოდ მიუახლოვდნენ კორენევოს, დაიკავეს ზელიონი შლიახი და ნიკოლაევო-დარინო. ამ დროისთვის მოწინააღმდეგე იმყოფება ნოვოივანოვკაში, ოლგოვოსა და კრემნევოში. უკრაინული არმიის მოწინავე რაზმები უკვე შევიდნენ სუდჟაში და საფუძვლიან გამაგრებას ახდენენ გონჩაროვკაში. თავად სუდჟას უკრაინელები გვერდს უვლიან ჩრდილოეთიდან.
„სამხრეთით, უკრაინელებმა მოახერხეს გუევოსა და გორნალის გათავისუფლება. იმ „კაცაპთა“ ბედი, რომლებიც მონასტერში გამაგრდნენ, უცნობია. დაწყებულია აქტიური მოძრაობა მალოი ლოკნის მიმართულებით. სადღეისოდ, და სამომავლოდაც, ალბათ ამ მიმართულებიდან უნდა ველოდეთ ყველაზე წინააღმდეგობრივ ცნობებს“ – დასძენენ ანალიტიკოსები
უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაცია რუსეთის ფედერაციაში
ორშაბათს, 12 აგვისტოს, პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ოფიციალურად განაცხადა, რომ უკრაინა ატარებს ოპერაციას რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქში. ბოლო დრომდე, უკრაინის ხელისუფლება ინარჩუნებდა ინფორმაციულ სიჩუმეს კურსკში მიმდინარე ოპერაციის შესახებ.
სხდომის დროს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალეკსანდრ სირსკიმ განაცხადა, რომ 12 აგვისტოს მდგომარეობით, უკრაინული არმია აკონტროლებს 1000 კვადრატულ კილომეტრს კურსკის ოლქში.