Цензор.НЕТ უკრაინა
რუსეთის ეკონომიკა მჭიდროდაა გადაჯაჭვული ომთან და მშვიდობიან რელსებზე გადასვლამ, ქვეყანას შეიძლება სერიოზული ეკონომიკური პრობლემები შეუქმნას. ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ პუტინს მოუწევს შეინარჩუნოს სამხედრო მრეწველობა, სხვაგვარად – რუსეთს ღრმა კრიზისი მოელის
როგორც Цензор.НЕТ-ს აცნობეს, ამის შესახებ აღნიშნულია Welt-ის ანალიტიკურ პუბლიკაციაში.
პუტინი აცხადებდა, რომ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი მოიცავს 6 ათას კომპანიას და 3,5 მილიონ თანამშრომელს, ასევე ამ სექტორთან დაკავშირებულ 10 კომპანიას, რაც მიუთითებს ამ კომპლექსის მნიშვნელობაზე ქვეყნის ეკონომიკაში. სამხედრო ხარჯების შემცირებას, მოჰყვება თანამშრომლების მასობრივი გათავისუფლება და სოციალური არასტაბილურობა.
მართალია, 2024 წლის პირველ ნახევარში ქვეყნის მშპ გაიზარდა 4,7 %-ით, ხოლო წლის ბოლოსთვის 3,5- 4 % მატებას ელიან, მაგრამ ეს ზრდა არ იქნება მყარი და ის დამოკიდებულია ომის ხანგრძლივობაზე. რუბლის კურსის ვარდნამ გამოიწვია ის, რომ რუსეთი, მერვე ადგილიდან -მეთერთმეტე ადგილზე დაეშვა მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკების სიაში, რაც ასევე მიანიშნებს რუსეთის ეკონომიკის მოწყვლადობაზე.
მშვიდობიან რელსებზე გადასვლა, რუსეთისგან მოითხოვს სტრუქტურულ რეფორმებსა და ეკონომიკურ დივერსიფიკაციას, რაც რთულად შესასრულებელი ამოცანააა, მით უფრო, კორუფციის, სანქციებისა და ბუნებრივი რესურსების ექსპორტზე ჭარბი დამოკიდებულების გამო. ამას გარდა, სამხედრო ხარჯების შემცირებას – შესაძლოა მოჰყვეს სოციალური დაძაბულობა და პოლიტიკური არასტაბილურობა.