Bloomberg აშშ
როგორც Bloomberg-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, ამერიკული წარმოების საბრძოლო თვითმფრინავების უკრაინისთვის გადაცემის ბოლო ვადად ივლისის მიწურული სახელდებოდა და ის დაცულ იქნა
გადაცემას წინ უძღოდა დაყოვნება და სირთულეები, რაც გამოწვეული იყო ენობრივი ბარიერით.
გამანადგურებელ F-16-ების პირველი პარტია ნატოელმა მოკავშირეებმა – უკრაინას უკვე მიაწოდეს. მათ გადაცემას კიევი დიდხანს ელოდა და ამ გადაწყვეტილებამ შეიძლება არსებითად გააუმჯობესოს ომით განადგურებული ქვეყნის თავდაცვა.
წყაროების თანახმად, რომლებიც კარგად ერკვევიან აღნიშნულ საკითხში და რომელთაც ანონიმურად დარჩენა ისურვეს, სამხედრო ხომალდების გადაცემის უკიდურეს თარიღად, ამ თვის ბოლო იყო მიჩნეული და ის დაცულ იქნა. მათი ცნობით, მიწოდებული თვითმფრინავების რაოდენობა – „დიდი არაა“.
ჯერჯერობით გაურკვეველია, რამდენად შეძლებენ ბოლო თვეების განმავლობაში დასავლელი მოკავშირეების მიერ გაწვრთნილი უკრაინელი პილოტები, ამ საბრძოლო ხომალდების გამოყენებას – შესაძლოა ეს პროცესი გაცილებით მეტ დროს მოითხოვდეს, აცხადებენ წყაროები.
რეაქტიული გამანადგურებლების გადაცემა, დროთა განმავლობაში უნდა დაეხმაროს კიევს, გაზარდოს საკუთარი პოტენციალი, რათა გაანეიტრალოს რუსეთის უპირატესობა ჰაერში, რის ხარჯზეც კრემლმა გაანადგურა უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტუქტურა და ამას მოჰყვა ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვები.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა – დიანა დავითიანმა, უარი განაცხადა ამ საკითხზე კომენტარი გაეკეთებინა. იგივე პოზიცია ჰქონდათ აშშ-ს თავდაცვის უწყებისა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენლებს.
ამ მიწოდების ორგანიზებას – წელიწადზე მეტი დრო დასჭირდა. პრეზიდენტმა ბაიდენმა, ამ საკითხისადმი თავდაპირველი დამოკიდებულება შეიცვალა. მაისში, ის F-16-ების გადაცემას კრიტიკულად უდგებოდა, მაგრამ პრეზიდენტ ზელენსკისა და დასავლელი მოკავშირეების დაჟინებული თხოვნის შემდეგ, მან შესაბამისი ნებართვა გასცა.
ეს ხდება გაცხარებული დისკუსიის ფონზე, რომელიც ეხება F-16-ს ეფექტიანობას მიმდინარე კონფლიქტში. მაისში, გამოცდილმა პილოტებმა Bloomberg-ს განუცხადეს, რომ ამერიკული გამანადგურებლები, უკრაინულ არმიას საბრძოლო მოქმედებებში გარდატეხას არ უქადდა, რასაც ეს უკანასკნელი დღემდე იმედოვნებს.
მიწოდების შეფერხება, მარაგ-ნაწილების დეფიციტი და ენობრივი ბარიერი უკრაინელ პილოტებსა და უცხოელ ინსტრუქტორებს შორის, ხელს უშლიდა პროექტის განხორციელებას. დაგეგმარების სპეციალისტები ასევე შიშობენ, რომ ქვეყანას არ ჰყოფნის ასაფრები ზოლები და ისიც, რაც მას გააჩნია, რუსული დარტყმების ქვეშ იმყოფება.
აქამდე, უკრაინელი პილოტები F-16-ების მართვას უცხოეთში ეუფლებოდნენ, მათ შორის – აშშ-ში. ამასობაში კი სიტუაცია ბრძოლის ველზე შეიცვალა და ორივე მხარე ეყრდნობა იაფასიან უპილოტოებს. პარალელურად – რუსეთი აძლიერებს თავის საჰაერო თავდაცვას.
თვითმფრინავებს იძლევა დანია, ნიდერლანდები, ბელგია და ნორვეგია. აშშ-ს მხრიდან, იგივე პირობას დებს ბაიდენის მთავარი მრჩეველი ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში – ჯეკ სალივანი. ის აცხადებს, რომ F-16-ებმა, ახლო პერიოდში უნდა დაიცვას წინა ხაზზე განლაგებული შენაერთები, „სამომავლოდ“ კი უნდა დაეხმაროს უკრაინას – დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებაში.