Bloomberg აშშ
დარინა კრასნოლუცკაია, ალეკსანდრ კუდრიცკი
მოწინააღმდეგის მხრიდან განხორციელებული წნეხის შედეგად, უკრაინის არმიამ დატოვა ქალაქის ნაწილი დონეცკის ოლქში და დათმო სტრატეგიული პოზიციები. ეს იქცა მორიგ სიგნალად, რომ რუსული შეტევის შეკავება ვერ ხერხდება
მეთაურებმა ბრძანება გასცეს, რომ მათი მებრძოლები გასულიყვნენ ჩასოვ იარის ერთ-ერთი რაიონიდან მას შემდეგ, რაც განადგურდა პოზიციები, რომელთა გარეშე თავის დაცვა უკიდურესად სარისკო შეიქნა, განაცხადა ტელევიზიით გამოსვლისას უკრაინული არმიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა – ნაზარ ვოლოშინმა.
კიევს დაქვემდებარებული შენაერთები გასული წლიდან ცდილობენ, შეინარჩუნონ დონეცკიდან ჩრდილოეთით დაახლოებით 55 კილომეტრში მდებარე ქალაქი მას შემდეგ, რაც კრემლმა დაიპყრო ახლომდებარე საყრდენი პუნქტი – ბახმუტი. ჩასოვ იარი განლაგებულია ბორცვზე და ის წარმოადგენს საკომანდო სიმაღლეს საარტილერიო ცეცხლის წარმოებისთვის.
რუსეთის არმიის უკრაინულ პოზიციებზე წინსვლის ფონზე, პრეზიდენტმა ზელენსკიმ ოთხშაბათის ინტერვიუში განაცხადა, რომ დასავლური ტექნიკის ბრძოლის ველზე მიწოდებაზე კვლავ ძალზე დიდი დრო იხარჯება.
ვაშინგტონის ომის შემსწავლელი ინსტიტუტის მონაცემებით, რუსულმა არმიამ წინ წაიწია ტორეცკის რაიონშიც, ჩასოვ იარიდან სამხრეთით – 20 კილომეტრში. ამ ადგილას რუსი მებრძოლები ცდილობენ კონტროლი დააწესონ შოსეზე, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების მომარაგებისთვის გამოიყენება.