Breitbart აშშ
ოლივერ ლეინი
კვირა დილას – სლოვაკეთის პოპულისტმა მინისტრმა რობერტ ფიცომ, რომელიც მასზე თავდასხმის შემდეგ, პირველად გამოჩნდა პუბლიკის წინაშე, განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტზე თავდასხმა, მისი მკვლელობის მცდელობის – „ზუსტი ასლი იყო“
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მტრული მედიაგარემო უბიძგებს ადამიანებს იმისკენ, რომ მათ მოწინააღმდეგეებს ანგარიში გაუსწორონ ძალადობრივი მეთოდებით. მან ხაზი გაუსვა, რომ შაბათს, ამერიკაში მოხდა იგივე, რასაც სლოვაკეთში ადგილი ჰქონდა რამდენიმე თვის წინ. ფიცო თვლის, რომ რესპუბლიკური პარტიის კანდიდატზე თავდასხმა – ტრამპის მტრების გეგმაში შედიოდა.
„სცენარე ზუსტად იგივეა. ოპონენტები ცდილობენი ტრამპს პირში ბურთი ჩასჩარონ და როცა ეს არ გამოდის, ისინი უბიძგებენ საზოგადოებას ძალადობისკენ და ვიღაც უბედური ხელში იარაღს იღებს“ – დაწერა მან FACEBOOK-ის საკუთარ გვერდზე.
შეგვახსენა რა ვითარება სლოვაკეთში, ფიცომ ირონიულად შენიშნა, რომ მასმედია და ტრამპის პოლიტიკური ოპონენტები, რომელთაც დანერგეს მტრული სიტუაცია, ახლა დაიწყებენ სამშვიდობო დიალოგის ქადაგებას. მან დაწერა ასე: „ახლა ჩვენ მოვისმენთ მოწოდებებს – შერიგების, დამშვიდებისა და შენდობის შესახებ“.
ტრამპზე თავდასხმამდე 2 დღით ადრე, პრემიერმა ასევე დაწერა მოსალოდნელ ძალადობაზე: „ჩვენ ვმუშაობთ ატმოსფეროში, როცა ჩვენი დემოკრატიული გზით დამარცხება შეუძლებელია. ისინი უკანონოდ გვაპატიმრებენ და როცა ესეც არ ჭრის, მაშინ ახდენენ, რომელიმე აქტივისტის მხრიდან თავდასხმის პროვოცირებას. ასეთ ატმოსფეროში ცხოვრება რთულია, მაგრამ ჩვენ ამას გავუძლებთ“.
ფიცო, 15 მაისს, თავდასხმის შედეგად დაიჭრა მკერდში, თეძოში, ხელსა და ფეხში. ექიმების თქმით, ის სასწაულებრივ გადაურჩა საგანგებო ოპერაციას.
თავდამსხმელი, 71 წლის მწერალი, დანაშაულის ადგილზე დაააკავეს. მოგვიანებით მან დანაშაული აღიარა და დაეთანხმა საგამოძიებო სამსახურთან თანამშრომლობას. იტყობინებიან, რომ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე თავდასხმა განხორციელდა პოლიტიკური მოტივით, კერძოდ ბრალდებული არ ეთანხმებოდა ფიცოს პოლიტიკას, რაც ითვალისწინებს უკრაინაში მშვიდობის დამყარებას. ის ასევე გამოდის კიევისთვის იარაღის მიწოდების წინააღმდეგ.
თავდასხმის შემდეგ, თავის პირველ გამოსვლაში, პრემიერ- მინისტრმა განაცხადა, რომ პატიობს დამნაშავეს და სარჩელსაც არ შეიტანს სასამართლოში. ამასთან მან აღნიშნა, რომ ის ბრალს სდებს მედიას – საზოგადოების ძალადობისკენ წაქეზებაში.