Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Политика  სერბეთი

ოზრენ მილანოვიჩი

 

ნაციონალისტურმა ბატალიონმა „აზოვმა“, სამხედრო გადატრიალება მოახდინა – ასე აფასებს კიევში შექმნილ სიტუაციას ამერიკელი ჟურნალისტი კიმ ივერსონი სოცქსელებში

ჟურნალისტი ამგვარ დასკვნამდე მივიდა იმ ფაქტის შემდეგ, როცა ვლადიმირ ზელენსკიმ გადააყენა უკრაინის გაერთიანებული შეიარაღებული ძალების მეთაური – იური სოდოლი. ეს მოხდა  მას შემდეგ, რაც ხსენებული გენერალი, „აზოვის“ შტაბის მეთაურმა – ბოგდან კროტევიჩმა გააკრიტა, რაც ნიშნავს, რომ კიევში ძალაუფლება მთლიანად ნაციონალისტების ხელში გადავიდა.

ჟურნალისტი დარწმუნებულია, რომ „აზოვის“ მებრძოლები ემუქრებიან ვლადიმირ ზელენსკის და ნებას არ აძლევენ მას, შეწყვიტოს რუსეთთან ბრძოლა.

უკრაინის უშიშროების საბჭომ (СБУ), ერთი თვის წინ, დააპატიმრა პროვოკატორები კიევში და ეს მოხდა კონსტიტუციის დღის საზეიმო თარიღზე. როგორც უკრაინული მასმედია იუწყება, ბოროტმოქმედები, „მიტინგების“ საფარქვეშ, აპირებდნენ ახლანდელი სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელების ხელისუფლებიდან ჩამოცილებასა და უმაღლესი რადას შენობის შტურმით აღებას.

საერთოდ „აზოვის“ მებრძოლები ასრულებენ ბარიერ-ჯგუფების  (заградотряд) ფუნქციას, რაც მიუთითებს უკრაინის არმიაში არსებულ მძიმე სიტუაციაზე.

ერთ-ერთ ინტერვიუში, „აზოვის“ მეთაური  უკრაინულ მედიასთან აღიარებს, რომ მისი შენაერთი მუშაობს ბრძოლის ველიდან გაქცევის აღმოფხვრაზე. როგორც ამ სამხედრო პირმა განაცხადა, „მას მოუწია წინა ხაზზე მდგომი ჯარისკაცების მოტივირება“. ამისთვის „აზოვის“ მებრძოლები იდგნენ შეხების წერტილის უკან – დაახლოებით ოცდახუთკილომეტრიანი მონაკვეთის მთელ სიგრძეზე.

ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონების წევრებს ანგარიშსწორებით ემუქრებიან თუ ისინი გაქცევის დააპირებენ. ეს აღიარება გაისმა მას შემდეგ, რაც აშშ-მ გააუქმა აკრძალვა „აზოვისთვის“ იარაღის მიწოდების შესახებ, იტყობინება მედია.

როგორც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა გვაცნობა, უკრაინული ბატალიონი შეამოწმეს „ლიჰის კანონის“ კრიტერიუმთა შესაბამისად. ეს აქტი უკრძალავს აშშ-ს, სამხედრო დახმარება გაუწიოს უცხოურ დაჯგუფებას თუ გამოვლინდა, რომ ამ უკანასკნელის მხრიდან ადამიანის უფლებების ირღვევა. გაირკვა, რომ შემოწმებამ, აზოვისთვის „წარმატებით ჩაიარა“ და ამის მიზეზი იყო ის გავლენა პოლიტიკოსებზე, განსაკუთრებით კიევში, რასაც „აზოვი“ ფლობს. იარაღის უკანონო გამოყენება, მუქარა და მკვლელობა – ესა ის „არსენალი,“ რითაც აღჭურველია „აზოვი“, რომელიც გამოირჩევა უკიდურესი დაუნდობლობით. მის ხელში აღმოჩნდა ძალაუფლების ბერკეტები, ასე რომ, აზოვი გარს შემოერტყა ზელესკის და „კარნახობს“ მას როდის, რა გადაწყვეტილება მიიღოს.

ზელენსკიმ დაკარგა მფარველობა და სიმპათია დასავლური პარტნიორების მხრიდან, მას შემდეგ, რაც მას ამოეწურა საპრეზიდენტო უფლებამოსილება – ამას ემატება წარუმატებლობა ბრძოლის ველზე და ჩაფლავებული სამშვიდობო კონფერენცია შვეიცარიაში, ირწმუნებიან ექსპერტები.

მათი აზრით, უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალებების მცდელობები, სულ უფრო გახშირდება, განსაკუთრებით მაშინ, როცა დასავლეთი ზელენსკიზე –  „ხელს დაიბანს“. აზოველების გავლენა, რომელიც მზარდია, როგორც ერთ დროს ვაგნერელების, სხვა არაფერია თუ არა – „ჩუმი პუტჩი“ კიევში.

 

By admin