Forbes აშშ
დევიდ ექსი
20 აპრილს, რუსულმა არმიამ ისარგებლა შეუთანხმებლობით, რომელიც დანგრეული ავდეევკის დასავლეთით განლაგებულ უკრაინულ ძალებში როტაციის დროს წარმოიშვა და შეტევა წამოიწყო.
პოზიციების გარღვევის შემდეგ, რომელსაც უკრაინული არმიის ოჩერეტინოსთან გადასროლილი 115-ე მექანიზებული ბრიგადა ამაგრებდა, რუსულმა 30-ე მოტომსროლელმა ბრიგადამ მნიშვნელოვნად, რამდენიმე კილომეტრით, წაიწია წინ. თავდაცვის ხაზში გაჩენილი ბზარი შეავსეს სხვა რუსულმა შენაერთებმა და მათ გაამაგრეს ტერიტორიული მონაპოვარი
სამი თვის შემდეგ, სიტუაცია განმეორდა – თანაც იგივე სექტორში. მხოლოდ ბოლო კვირის განმავლობაში, რუსულმა პოლკებმა და ბრიგადებმა, ოჩერეტინოს დასავლეთით, ექვსნახევარი კოლომეტრით წაიწიეს წინ.
24-საათში – კილომეტრამდე წინსვლა, არც ისე სწრაფ მარშად შეიძლება ჩაითვალოს, მაგრამ ოცდარვათვიანი კონფლიქტის გათვალისწინებით, ეს პრაქტიკულად სპრინტია. ცნობილმა უკრაინელმა სამხედრო კორესპონდენტმა – იური ბუტუსოვმა, ოჩერეტინოში შექმნილ ვითარებას, „კრიტიკულად მძიმე“ უწოდა.
გამაოგნებელი დანაკარგის მიუხედავად (პირადი შემადგენლობისა და ჯავშანტექნიკის მხრივ), რამაც გამოიწვია რუსეთის არმიის დემენიქაზიაცია, კონფლიქტის მესამე წელს, ძნელია ვერ შეამჩნიო მოსკოვის უპირატესობა კიევზე.
კერძოდ, რუსეთს კვლავინდებურად დიდი უპირატესობა აქვს მძიმე ტექნიკასა და ცოცხალ ძალაში. მძლავრ პოლიტიკურ ბერკეტებთან ერთად, რაც ახასიათებს ნებისმიერ ავტორიტარულ რეჟიმს, ეს განპირობებულია იმით, რომ რუსები გაცილებით იოლად ეგუებიან დანაკარგს, ვიდრე უკრაინელები.
ასე რომ, მიუხედავად ყოველდღიური ათასამდე დაღუპულისა და დაჭრილისა, რუსები აგრძელებენ შეტევას, ყოველი იერიში ხომ გარღვევის შესაძლებლობაა!
ერთ-ერთი ფაქტორი, რაც ამას ეხმარება – ესაა უკრაინელი მებრძოლების დაბნეულობა. აპრილის გარღვევამ ოჩერეტინოსთან, უკრაინელები წონასწორობიდან გამოიყვანა და ისინი დღემდე ვერ მოსულან გონს.
„რუსული სამხედრო მეთაურობა უტევს იმ ბრიგადებს. სადაც ხელძღვანელობა და ორგანიზაცია მოიკოჭლებს – გვიხსნის ბუტუსოვი ( როგორც ჩანს, ის 110-ე მექანიზებულ ბრიგადასა და 111-ე ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადას გულისხმობს) – სხვა სიტყვებით, მოწინააღმდეგე ირჩევს ყველაზე სუსტ რგოლს თავდაცვაში და ყველაზე მოწყვლად ქვედანაყოფებს“.
ავდეევკიდან დასავლეთით, უკრაინული ძალები იმყოფებიან გაურკვეველ მდგომარეობაში. უპილოტო აპარატებისა და რადიოელექტრონული საშუალებების ოპერატორები – „დაბნეულები და დეზორგანიზებულები არიან“ – ამბობს ბუტუსოვი.
ყველაზე უარესი სცენარი უკრაინელებისთვის იქნება ის, თუ რუსული ძალები, 433-ე, 506-ე და 1195 მოტომსროლელი პოლკები დაწინაურდებიან კიდევ 15 კილომეტრით და მიაღწევენ მირნოგრადსა და პოკროვსკს, ეს არის დნეპროპეტროვსკის ოლქის კარიბჭე – აღნიშნული ტერიტორია, ადრე უკრაინის მტკიცე კონტროლს ექვემდებარებოდა.
ბრძოლის ველზე სიტუაცია მუდმივად იცვლება. უკრაინული თავდაცვითი სტრატეგიების ცენტრმა, მარტო ორშაბათს, დაითვალა 27 მცდელობა უკრაინის მყიფე თავდაცვითი ხაზის გარღვევისა (პოკროვსკის აღმოსავლეთით). ცენტრის მონაცემებით, 22 შეტევა ჩაფლავდა. ეს კი ნიშნავს, რომ 5 იერიში იყო წარმატებული. ბუტუსოვმა შეშფოთება გამოთქვა, მაგრამ ეს არ იყო პანიკა: „ვერ ვიტყვი, რომ უკრაინის სამხედრო მეთაურობა ვერ ხედავს … ან ვერ აფასებს კრიტიკულ სიტუაციას – დაწერა მან – ბევრი რამ ხდება, მაგრამ მეთაურობიდან არავინ ზის გულხელდაკრეფილი“.
მან აღნიშნა, რომ საქმეს დიდად წაადგება, თუ ამ სექტორში, უკრაინული რადიოელექტრონული საშუალებები, არ ჩაახშობენ მეგობრულ დრონებს: „რადიოელექტრონული საშუალებები ანადგურებენ დიდი რაოდენობით ჩვენივე დრონებს – დასძინა მან