Politico აშშ
ელენა ჯორდანო
ევროკავშირის ქვეყნებში გამოკითხული რესპონდენტების უმრავლესობა – წინააღმდეგია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდის
როგორც ევროპის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალურმა კვლევამ ანახა, უკრაინელების უმრავლესობა თვლის, რომ კიევი გაიმარჯვებს მოსკოვთან შეიარაღებულ კონფლიქტში, თუმცა ევროპელებს ეს ძალზე აეჭვებთ.
გამოკითხვის მონაცემები გამოქვეყნდა ოთხშაბათს, ნატოს სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე – ის გაიმართება 9-დან 11 ივლისამდე ვაშინგტონში. შედეგები აჩვენებს თავად უკრაინელების დამოკიდებულებასაც კონფლიქტის მიმართ. კვლევა ჩატარდა მაისში.
გაირკვა, რომ ევროპელებს არ სჯერათ ბრძოლის ველზე უკრაინის გამარჯვების. გამოკითხულთა მესამედიდან – ნახევრამდე აცხადებს, რომ საომარი მოქმედებები დასრულდება მოლაპარაკებითა და სამშვიდობო შეთანხმებით. დაახლოებით 31% (საბერძნეთი) მიიჩნევს, რომ სავარაუდოდ გაიმარჯვებს რუსეთი. ევროგაერთიანების ყველა ქვეყნიდან, მხოლოდ ესტონეთი თვლის, რომ უკრაინა გაიმარჯვებს.
მეორე მხრივ, უკრაინელების უმეტესობა (58%) ძველებურად დარწმუნებულია, რომ მათი არმია გაიმარჯვებს და რომ მათ შეუძლიათ ჰქონდეთ უცხოელი მოკავშირეების იმედი. უკრაინელების მხოლოდ 1% თვლის, რომ ამ კონფლიქტში რუსეთი გაიმარჯვებს, ხოლო 30%-ს სჯერა, რომ სავარაუდო შედეგი – კონფლიქტის მოლაპარაკებით დარეგულირება იქნება.
კვლევის ავტორებმა, ასევე აღმოაჩინეს პოზიციების არსებითი სხვაობა ევროკავშირის ქვეყნებში, ისეთ საკითხებში, როგორიცაა თავდაცვის რეჟიმში მყოფი უკრაინის დახმარება და უკრაინის მიღება ევროკავშირსა და ნატოში.
გამოკითხვამ აჩვენა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერები, არ არიან აღჭურვილნი საკუთარი მოქალაქეების მხარდაჭერით, რათა გაგზავნონ უკრაინაში თავისი მებრძოლები (მათი გაგზავნის იდეას ემხრობა – მოსახლეობის 4-დან 22 პროცენტამდე).
რაც შეეხება სამხედრო ხარჯებს, კვლევის თანახმად, ქვეყნების უმეტესობა, უარს ამბობს გაზარდოს საკუთარი წვლილი უკრაინის მხარდაჭერის საერთო მოცულობაში. გამონაკლისია პოლონეთი (აქ სამხედრო დახმარების გაზრდას ემხრობა – 53%), ესტონეთი (41%) და გერმანია 40%.
მიუხედავად ამისა, ევროპელების უმრავლესობა თანახმაა შეიარაღებულ კონფლიქტში სხვა საშუალებებით მონაწილეობის. მაგალითად ისინი ემხრობიან უკრაინის ტექნიკურ დახმარებას, ასევე იარაღისა და საბრძოლო მასალების მიწოდებათა გაზრდას.
მხოლოდ ბულგარეთის, საბერძნეთისა და იტალიის მოსახლეობათა უმრავლესობა (შესაბამისად – 63%, 54% და 53%) თვლის, რომ უკრაინისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალებს მიწოდებათა გაზრდა – „ ცუდ იდეაა.“
ევროპელებს სხვადასხვა მოსაზრება აქვთ იმის თაობაზე, რამდენად მისაღებია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება. ყველაზე მეტად უკრაინის გაწევრიანებას მხარს უჭერენ პორტუგალიაში, შვედეთში, ესპანეთსა და პოლონეთში. ყველაზე სკეპტიკურად არიან განწყობილნი -გერმანიაში, ბულგარეთში, ჩეხეთსა და საფრანგეთში.
უკრაინაში – რესპონდენტების თითქმის ორი მესამედი (64%), მიიჩნევს უაღრესად მნიშვნელოვნად თავისი ქვეყნის ევროგაერთიანებასა და ნატოში გაწევრიანებას.
უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი წარადგინა თებერვალში, ივნისში კი მიიღო კანდიდატის სტატუსი. ევროკავშირმა უკრაინასთან და მოლდოვასთან ოფიციალურად დაიწყო მოლაპარაკებები გაწევრიანების შესახებ.