Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Cumhuriyet თურქეთი

 მეჰმეთ ალი გიულერი

 

ახლახან, ვაშინგტონში გამართულ სამიტზე, მიღებული .შემაჯამებებლი დეკლარაციის ერთი დებულება, თურქულმა პროსახელისუფლებო მასობრივმა ინფორმაციის საშუალებებმა შეაფასეს, როგორც თურქული სამართლიანობისა და განვითარების პარტიის წარმატება

ასე მაგალითად, კომუნიკეს 31-ე პუნქტში ნახსენებია – მონტრეს 1936 წლის ხელშეკრულება.

ის ნამდვილად არის მოხმობილი, ოღონდ ერთი სიმპტომატური დეტალი ახლავს…

აშშ-ს ეშმაკობა

რა თქმა უნდა, ყოველივე ეს, მშვენივრად იციან აშშ-ი, რომელსაც სურს „თავისუფალი/ ღია შავი ზღვა.“  ბოლო 75 წლის განმავლობაში, აშშ ეძებს „ღია ხვრელს“ ამ აკვატორიაში დაუბრკოლებლად შემოსასვლელად.

მეტიც, აშშ-სთვის შავი ზღვა წამოადგენს სტრატეგიულ მიზანს. მას ენიჭება გადამწყვეტი მნიშვნელობა „ახალი რკინის ფარდაში“, რომელიც სურთ ჩამოაფარონ ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანიდან, ვიდრე ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილამდე.

სწორედ ამიტომ მოიხაზა ოსტატურად ეს მიზანი ნატოს დეკლარაციაში. ეს მოხდა ჯერ კიდევ უკრაინის კონფლიქტამდე.

ნატოს განცხადებული მიზნები შავ ზღვაზე  

ერთ-ერთი სახელმძღვანელო ტექსტი დღევანდელი ნატოსთვის, არის  2021 წლის 14 ივნისის დეკლარაცია.

აშშ-მ ამ განცხადებას ორი უკიდურესად მნიშვნელოვანი პუნქტი დაამატა:

  • ნატომ უნდა გააღრმაოს თანამშრომლობა უკრაინასთან და საქართველოსთან, მათი ალიანსში გაწევრიანების ჩათვლით
  • ნატომ უნდა გააფართოვოს თავისი დასწრება მთელ რეგიონში – ხმელეთზე, ზღვაზე და ჰაერში

 

                                                პენტაგონის წარმომადგენელი სომხეთში

დასავლეთ ფრონტს რუსეთის წინააღმდეგ (უკრაინა), უნდა დაემატოს უნდა დაემატოს მეორე ფრონტი კავკასიაში, მაგრამ ჯერჯერობით ეს არ ხერხდება. სააკაშვილის უკრაინიდან ჩასვლა საქართველოში, მიზნად ისახავდა ჯანყის მოწყობას ქვეყანაში, მაგრამ ის ჩაფლავდა ოფიციალური თბილისის მტკიცე პოზიციის გამო. მისი გაგრძელება რომ აღეკვეთა, საქართველომ მიიღო კანონი უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ.

ახლა აშშ ფიქრობს სომხეთის სცენარის გათამაშებას. სომხეთის საგარეო საქმეთა  მინისტრი არარატ მირზოიანი – მიიწვიეს ნატოს ვაშინგტონის სამიტზე. აქ წამოიჭრა საკითხი, აშშ-ს არმიას თავისი წარმომადგენელი ჰყოლოდა სომხეთის თავდაცვის უწყებაში. სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ – ეზრა ზეიამ დაადასტურა ეს ცნობა და განაცხადა „ახალი სტრატეგიული ეტაპის დასაწყისი“ აშშ-სა და სომხეთს შორის

საჭიროა ორი რეგიონული ნაბიჯი

ამ სვლით აშშ აპირებს ორმაგი მიზნის მიღწევას:

  • რუსეთის წინააღმდეგ სამხრეთ ფრონტის გახსნას;
  • ასტანის სამკუთხედში შეძვრომას – თურქეთი-რუსეთი -ირანი.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ აშშ-მ განაცხადა საკუთარი პოზიცია                                       ანკარა-დამასკოს ურთიერთობებთან დაკავშირებით, რაც უმნიშვნელოვანესი საკითხია ასტანის სამეულის დღის წესრიგში.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ღიად განაცხადა, რომ „არ  მიესალმება თურქეთსა და სირიას შორის ურთიერთობის ნორმალიზაციას“.

ნათელი და მკაფიოა, რა უნდა გაკეთდეს ასეთ პირობებეში:

  • უნდა დაჩქარდეს ანკარასა და დამასკოს ურთიერთობის ნორმალიზაცია;
  • უნდა მოხდეს პლატფორმა „3+3“-ის ხორშესხმა (თურქეთი- რუსეთი-ირანი, პლუს – აზერბაიჯანი-საქართველო-სომხეთი).

როგორც ვხედავთ, ნატოს წევრობა სულაც არ უშლის ალიანსს ხელს,  რომ  მიზანში ამოიღოს თურქეთი. გამოსავალია ერთია – იყო არა ალიანსის შიგნით, არამედ ნატოს მიღმა…

By admin