Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

EU Political Report   ბელგია

ჯეიმს უილსონი

 

   კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორის – ჯეფრი საქსის მზარდი პოპულარობა, შერეულ გრძნობებს იწვევს ევროპის პოლიტიკურ წრეებში

მისი ბოლო გამოსვლა 20 ივნისს, რომში შედგა (იტალიელი პარლამენტარებისა და დამკვირვებლების წინაშე) – კონფერენციაზე „ევროპისა და იტალიის ვალდებულებები უკრაინელების მიმართ“. მან დამსწრეთ გააცნო საკუთარი მოსაზრება უკრაინის კონფლიქტის შესახებ. საპატიო სტუმრებსა და ღონისძიების მონაწილეებს შორის, იყო კარდინალი ფაბრიციო ტურიზიანი კოლონა საქართველოს, სომხეთისა და აღმოსავლეთ ევროპის კათოლიკეთა სასამართლო ვიკარი; ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის მინისტრის ტანაშემწე ტულიო ფერანტე;  „ევროპის სახალხო პარტიის“ იტალიური დელეგაციის მეთაური – ფულვიო მარტუსიელო; პარლამენტის წევრი – ანარიტა პატრიარკა; სენატორი – ფრანჩესკო სილვესტრო; დეპუტატათა პალატის წევრი – ფრანჩესკო მარია რუბანო და სხვა გამოჩენილი იტალიელი პოლიტიკოსები.

ამერიკელი პროფესორის გამოსვლამ კონფერენციაზე, ცხარე დისკუსიები გამოიწვია. მან დაიწყო იმით, რომ დაადანაშაულა ამერიკა და ნატო უკრაინაში კონფლიქტის გაჩაღებაში: „კონფლიქტის მთავარი მიზეზია – ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება და  მისი უარი, ამ საკითხზე მოლაპარაკებები ეწარმოებინა რუსეთთან“.

საქსმა გააოგნა აუდიტორია განცხადებით, რომ პრეზიდენტ პუტინის ბოლო წინადადება შეიძლება იქცეს მოლაპარაკებების  რეალურ საფუძვლად: „მე არ ველი, რომ დასავლეთი მიიღებს პირობებს, რომლებიც პრეზიდენტმა პუტინმა წამოაყენა, მაგრამ იმედი მაქვს, რომ დასავლეთი და უკრაინა დასხდებიან რუსეთთან მოსალაპარაკებლად“.

საქსის მოსაზრება აშკარა წინააღმდეგობაშია იტალიის პრემიერ-მინისტრის – ჯორჯა მელონის პოზიციასთან, რომელიც მან „დიდი შვიდეულის“ სამიტზე გაახმინა. მელონიმ განაცხადა, რომ პუტინის წინადადება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, „პროპაგანდისტულ სვლას უფრო წააგავს, ვიდრე რეალურს“.

საქსი, როგორც ჩანს, შეეცადა დასავლეთი დაეყოლიებინა კრემლის პოზიციაზე. მან განაცხადა, რომ იარაღის შემდგომმა მიწოდებამ უკრაინისთვის, შეიძლება გამოიწვიოს ბირთვული კატასტროფა.“

საქსმა ასევე აღნიშნა იტალიური საზოგადოების დამოუკიდებელი პოზიციები რიგი საკითხების მიმართ და მოუწოდა კონფერენციის მონაწილეებს კრიტიკულად მიუდგნენ ამერიკის დამოკიდებულებას  უკრაინული კონფლიქტის მიმართ.

თავისთავად ეს კონფერენცია არ მოასწავებს ოფიციალური რომის კურსის შეცვლას, თუმცა მან მოახდინა სერიოზული დისკუსიების პროვოცირება. იტალიელი პოლიტიკოსები, თავის მხრივ, ასევე საუბრობენ სამშვიდობო მოლაპარაკების აუცილებლობაზე, თუმცა მათი უმეტესობა დღემდე მსჯელობს მეინსტრიმული ევროპული პოლიტიკის ფარგლებში. კარდინალმა  ფაბრიციო ტურიზიანი კოლონამ, კათოლიკეთა სასამართლო ვიკარმა სომხეთში, საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპაში,  მოახდინა პაპა ფრანცისკეს ციტირება: „უნდა გვეყოს სიმამაცე აღვმართოთ თეთრი ალამი და დავიწყოთ მოლაპარაკებები“. მან ასევე დაგმო ნებისმიერი ომი, როგორც უსამართლობის გამოვლინება. კარდინალმა აღნიშნა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყება მოითხოვს არა მარტო სიმამაცეს, არამედ თავგანწირვასაც. საქსის მოსაზრებებმა უკრაინის კონფლიქტის შესახებ, მხარდაჭერა ჰპოვა ნაიჯელ ფარაჯის მხრიდან, მიუხედავად იმისა, რომ საქსი მემარცხენე ლიბერალია, ბრიტანელი პოლიტიკოსი კი მემარჯვენე კონსერვატორი. სწორედ ნატოს გაფართოების მცდელობამ გამოიწვია ომის დაწყება უკრაინაში, განაცხადა მან გამოცემა The Daily Telegraph-ში გამოქვეყნებულ სტატიაში. მის კომენტარებს ფართო კრიტიკა მოჰყვა დიდი ბრიტანეთის მთელი პოლიტიკური სპექტრის მხრიდან.

By admin