Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Interia  პოლონეთი

ანეტა ვასილევსკაია

 

უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურები ირწმუნებიან, რომ მებრძოლთა მომზადების საბაზისო კურსი, ვერ იძლევა სამხედრო საქმის საფუძვლებზე ზოგად წარმოდგენასაც კი. არმიაში ხვდებიან მოუმზადებელი ადამიანები, იტყობინება The Washington Post-ი. „ჩვენ დიდ დროს ვკარგავთ საბაზისო მომზადებაზე“- გვეუბნება 93-ე მექანიზებული ბრიგადის მეთაურის თანაშემწე

უკრაინელ სამხედროებთან გამართულ საუბრებზე დაყრდნობით, გამოცემა The Washington Post-ი მოგვითხრობს, რომ „მეთაურები დიდი ხანია ჩივიან ახალწვეულთა დაბალ მომზადებაზე“.

როგორც ისინი აღნიშნავენ, არმიაში ახალი შევსების დროს, მათ უხდებათ კვირეების ხარჯვა წვრთნაზე, რათა ახალბედებმა შეიძინონ ძირითადი უნარები, მაგალითად შეეძლოთ სროლა.

„გვხვდებიან მამაკაცები, რომლებმაც არ იციან, როგორ უნდა დაიშალოს და აიწყოს  იარაღი“ – ამბობს ხსენებული მეთაურის თანაშემწე. „დიდ დროს ვკარგავთ საბაზისო მომზადებაზე“ – დასძენს ის.

მისი თქმით, ჩასოვ იართან გარღვევა რომ მომხდარიყო და ნაწილები ახალი კადრებით შევსებულიყო, „ეს გამოიწვევდა მათ გარდაუვალ დაღუპვას“.

The Washington Post-ი აღნიშნავს, რომ საბაზისო მომზადების დეფიციტი, თავისთავად მიუთითებს ტრაგიკულ სიტუაციაზე, რომელიც შექმნილია უკრაინაში. „სამხედროების თქმით, მიმდინარე წელს, რუსეთმა წარმატებებს მიაღწია იმიტომ, რომ უკრაინას არ ჰყავს საკმარისი რაოდენობით მებრძოლი, რომ მოიგერიოს განუწყვეტელი იერიშები, ხელისუფლება კი არ ჩქარობს მობილიზაციას“.

აპრილის შუაში, ვლადიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა უმაღლესი რადას ახალ კანონს – მობილიზაციის შესახებ. დოკუმენტით იცვლება არმიაში გაწვევის პროცედურა. ახლა ის უკვე შეიძლება განხორციელდეს ელექტრონული წესით. „ პრეზიდენტის ხელმოწერილ კანონპროექტს არ შემოაქვს არსებითი ცვლილებები კანონმდებლობაში – მისი საშუალებით ვერ მოხერხდება უკრაინის შეირაღებული ძალების სწრაფი შევსება ახალგაზრდებით და ვერც არმიაში არსებული საკადრო კრიზისი გადაიჭრება“ – ნათქვამია აღმოსავლური კვლევების ცენტრში.

კანონში შესულმა შესწორებამ, დაადასტურა სამობილიზაციო ასაკის შემცირება 27-დან 25 წლამდე, რაც ძალაში შევიდა აპრილის დასაწყისში – ცალკეული კანონის საფუძველზე. ამას გარდა, არმიაში არსებული საკადრო დეფიციტის გამო, მაისის დასაწყისში, ვლადიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომლითაც პირობითი ვადამდელი წესით, პატიმრობიდან თავისუფლდებიან მსჯავრდებულებულები, რათა მათ მიეცეთ არმიაში სამსახურის უფლება. ამასწინათ უკრაინის იუსტიციის მინისტრმა – დენის მალიუსკამ განაცხადა, რომ სამხედრო სამსახურში ჩაირიცხა 600-ზე მეტი პატიმარი. ახლა ისინი გადიან სწავლებას, რის შემდეგაც, გადანაწილდებიან მოიერიშე რაზმებში“ – ამბობს იგი. ადრე მალიუსკა იტყობინებოდა, რომ მსჯავრდებულების რაოდენობა, რომელიც შეიძლება ჩაერთოს შეიარაღებულ კონფლიქტში, აღწევს – 10-20 ათას ადამიანს.

By admin

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *