Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

BBC   დიდი ბრიტანეთი

ჯორჯ რაითი

 

 პრეზიდენტმა პუტინმა გააფრთხილა ყველა, რომ მან შეიძლება შეაიარაღოს ის ქვეყნები, რომელთა სამიზნეს წარმოადგენს დასავლური ობიექტები

ვლადიმირ პუტინმა ეს განცხადება  გააკეთა მაშინ, როცა გააკრიტიკა დასავლეთი  უკრაინისთვის შორი მოქმედების რაკეტების მიწოდების გამო.

რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მ, უკრაინას „მწვანე შუქი“ აუნთო საიმისოდ, რომ ამ უკანასკნელმა იერიში მიიტანოს რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ სამიზნეებზე.

ასეთმა ქმედებებმა, შეიძლება მიგვიყვანოს „ძალიან მძიმე შედეგებამდე“ – განუცხადა პუტინმა უცხოელ ჟურნალისტებს.

„თუ ვინმე ფიქრობს, რომ დასაშვებია ასეთი იარაღის საომარ ზონაში შეტანა, ჩვენს ტერიტორიაზე იერიშის მიტანა და ჩვენთვის პრობლემების შექმნა, ჩვენ რატომ არ გვაქვს უფლება, მივაწოდოთ იგივე კლასის იარაღი რეგიონებს, რომლებიც დარტყმებს განახორციელებენ ხსენებული ქვეყნების მგრძნობიარე ობიექტებზე“ – იკითხა რუსეთის პრეზიდენტმა.

„ასე რომ, პასუხი შეიძლება იყოს ასიმეტრიულიც, ჩვენ ვიფიქრებთ ამის შესახებ“.

მას არ დაუკონკრეტებია, რომელ ქვეყნებს მიაწვდის მოსკოვი შესაბამის იარაღს.

აქვე პუტინმა ახსენა გერმანია, რომელმაც ცოტა ხნის წინ, უკრაინას ნება დართო, დაბომბოს რუსეთის ტერიტორია შორ მანძილზე მოქმედი გერმანული წარმოების იარაღით.

„როცა ისინი ამბობენ, რომ იქნება მეტი რაკეტა რუსეთის ტერიტორიაზე იერიშისთვის, ამით საბოლოოდ ანგრევენ რუსულ-გერმანულ ურთიერთობებს“ – თქვა პუტინმა.

აშშ-ს პრეზიდენტმა – ჯო ბაიდენმა, უკრაინას ასევე მისცა უფლება გამოიყენოს  ამერიკული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე, ოღონდ მხოლოდ ხარკოვის ოლქის სიახლოვეს. თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ უკრაინამ არ უნდა გამოიყენოს შორსმოქმედი ATACMS-ი რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში.

ბოლო დღეების განმავლობაში, უკრაინამ უკვე გამოიყენა ამერიკული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე, ამის შესახებ – სააგენტო Associated Press-ს, აცნობა ამერიკელმა სენატორმა და ერთ-ერთმა დასავლელმა ჩინოვნიკმა.

გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობს ხარკოვის ჩრდილო- აღმოსავლეთით. ხარკოვი, სიდიდით მეორე ქალაქია უკრაინაში და ის მდებარეობს საზღვრიდან  30 კილომეტრში.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა – ლორდმა კემერონმა განაცხადა, რომ უკრაინამ თავად უნდა გადაწყვიტოს თუ როგორ გამოიყენებს ბრიტანულ იარაღს. ის ირწმუნება, რომ კიევს აქვს უფლება, დარტყმები განახორციელოს რუსეთის ტერიტორიაზე.

უკრაინის მტკიცებით, ჩრდილოეთკორეული რაკეტები გამოიყენება უკრაინის ტერიტორიაზე, ხოლო დასავლური სპეცსამსახურების შეფასებით, რუსეთი, უკრაინასთან კონფლიქტში, იყენებს ირანული წარმოების უპილოტოებს.

ვლადიმირ პუტინი უცხოელ ჟურნალისტებს შეხვდა სანკტ- პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ დასავლეთი შეცდომას უშვებს თუ ჰგონია, რომ არ გამოვიყენებთ მას – თქვა პუტინმა, როცა მან უპასუხა საგენტო Reuters-ის კითხვას შესაძლო ბირთვული  ესკალაციის  შესახებ.

„ჩვენ გვაქვს ბირთვული დოქტრინა, ჩაიხედეთ მასში, რა წერია მასში. თუ ვინმე ემუქრება  ჩვენს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მაშინ შეგვიძლია გამოვიყენოთ, ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალება.“

„ამას ნურავინ მოეკიდება აგდებულად და ზედაპირულად“.

პუტინმა ასევე უარყო იდეა იმის შესახებ, რომ „რუსეთი აპირებს ნატოს ტერიტორიაზე თავდახმას“.

„არ უნდა შექმნათ რუსეთისგან მტერი, ამით საკუთარ თავს იზიანებთ, გასაგებია“ – თქვა პუტინმა .

„ისინი ფიქრობენ, რომ ჩვენ ნატოზე თავდასხმა გვსურს, საერთოდ გადავიდნენ ჭკუიდან“…

… ვინ მოიგონა ეს? ეს სრული სიბნელეა, გესმით ჩემი? სრული სისულელე.“

 

 

 

By admin