Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Niezależny Dziennik Polityczny  პოლონეთი

 

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გადაწყვიტა ამერიკული სისტემა PATRIOT-ი პოლონეთიდან უკრაინაში გადაისროლოს

როგორც New York Times-ის ჟურნალისტებმა დაადგინეს, ბაიდენმა გასულ კვირას, მაღალი დონის შეხვედრებისა და შიდა დისკუსიების შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება, როგორ დაეკმაყოფილებინა უკრაინის მოთხოვნა საჰაერო თავდაცვის საშუალებების შესახებ, თანაც ისე, რომ საფრთხის წინაშე არ დამდგარიყო აშშ-ს თავდაცვისუნარიანობა.

ხსენებული გამოცემის წყაროების თანახმად, სისტემა უკრაინის ფრონტზე უახლოეს დღეებში გამოჩნდება. ყოველივე დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ გადაწყდება ტექნიკური მომსახურების საკითხები და როგორი იქნება სისტემის მოდიფიკაცია.

აშშ-ს ადმინისტრაცია იმედოვნებს, რომ ამერიკული სისტემა პატრიოტის გაშლა უკრაინის ტერიტორიაზე, უბიძგებს მოკავშირეებს, მის მაგალითს მიბაძონ.

ბაიდენის ადმინისტრაციაში დიდხანს მსჯელობდნენ, საიდან მოეხსნათ  უკრაინაში გადასაგზავნი PATRIOT-ი. გასათვალისწინებელია, რომ ეს სისტემა თავად სჭირდება ამერიკულ არმიას იგივე ახლო აღმოსავლეთში. იმავდროულად, აშშ-ს არ სურს დაასუსტოს აშშ-ს ტერიტორიის თავდაცვა.

                  ზელენსკი: უკრაინას სჭირდება მინიმუმ 7 სისტემა PATRIOT-ი

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ კვირის დასაწყისში, უკრაინის აღდგენის საკითხებზე გამართულ ბერლინის კონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსული შეტევების ეფექტიანი მოგერიებისთვის,  საჭიროა მინიმუმ 7 თავდაცვისსაწინააღმდეგო სისტემა PATRIOT-ი. მისი თქმით: „საჰაერო თავდაცვა – ესაა პასუხი ყველა გამოწვევაზე“.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ უახლოესი კვირეებისა და თვეების განმავლობაში, უკრაინას მიაწვდის მესამე პატრიოტს, ასევე სისტემა IRIS-T SLM-ს, რაკეტებსა და საარტილერიო საბრძოლო მასალებს. შოლცმა კონფერენციის მონაწილეებს მოუწოდა, განამტკიცონ უკრაინის საჰაერო თავდაცვა – „ყველა არსებული საშუალებით“.

By admin