Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Interia  პოლონეთი

კარინა იავორსკაია

 

დონალდ ტრამპი – ერთადერთი ადამიანია, რომელმაც შეიძლება უზრუნველყოს უკრაინისა და რუსეთის დაზავება. ასე ირწმუნება ამ საპრეზიდენტო კანდიდატის შტაბი. ტრამპის მრჩევლები ამტკიცებენ, რომ ამ კონფლიქტის დარეგულირება, არის მისი მეორე საპრეზიდენტო ვადის „პრიორიტეტული“ საკითხი. ამას გარდა, მისმა უახლოესმა თანამოაზრეებმა უკვე მოამზადეს კიევსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკებათა დეტალური გეგმა

დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, მისი მთავარი ამოცანა იქნება უკრაინაში კონფლიქტის უსწრაფესად დასრულება.

„პრეზიდენტმა ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ მეორე ვადისთვის, მისი უმთავრესი პრიორიტეტი იქნება რუსეთ-უკრაინის საომარი კონფლიქტის დასრულება. პრეზიდენტი ტრამპი თვლის, რომ ევროპულმა ქვეყნებმა უნდა გაზარდონ კონფლიქტთან დაკავშირებული ხარჯები, რადგან შეერთებულმა შტატებმა  გაიღო მათზე გაცილებით მეტი, რაც არ არის სამართლიანი ამერიკელი გადასახადების გადამხდელთა მიმართ“ – განაცხადა ტრამპის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა – პორტალ Voice of America-სთან საუბარში.

             დონალდ ტრამპმა დაასახელა თავის პრიორიტეტი – მშვიდობის დამყარება

ტრამპის გუნდი იტყობინება, რომ მისი კანდიდატი „გააკეთებს ყველაფერს მშვიდობის დამყარებისა და მსოფლიო არენაზე ამერიკის პოზიციების გაძლიერებისთვის.“

შტაბის ინფორმაციით, ტრამპი – „ერთადერთი ადამიანია“, რომელსაც შეუძლია საომარი მოქმედების შეჩერება. „კონფლიქტი რუსეთსა და უკრაინას შორის არასდროს დაიწყებოდა, პრეზიდენტი ტრამპი რომ ყოფილიყო. ეს ძალზე სამწუხაროა“ – განაცხადეს მომხრეებმა.

ადრე ამერიკული მედია წერდა, რომ დონალდ ტრამპის ზოგიერთმა მრჩეველმა კანდიდატს წარუდგინა საკუთარი წინადადებები კონფლიქტის დარეგულირების შესახებ. კერძოდ, საჭიროა უსწრაფესად მოხდეს მოლაპარაკებების ორგანიზება.

            კონფლიქტი უკრაინაში. აშშ უნდა გამოვიდეს ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნით

მანამდე ტრამპის უახლოესმა გარემოცვამ შეიმუშავა დოკუმენტი, რომლის თანახმად, აშშ-მ უნდა „იმოქმედოს, ერთდროულად ორ ფრონტზე“. ერთი მხრივ, მან უნდა გააფრთხილოს უკრაინა, რომ თუ ის არ დათანხმდება მოლაპარაკებებს, მაშინ აშშ შეამცირებს მხარდაჭერის მასშტაბებს. მეორე მხრივ, მოსკოვს უნდა ეცნობოს, რომ თუ მოსკოვი უარს იტყვის მოლაპარაკებებზე, ამერიკა გააძლიერებს კიევის დახმარებას და გაზრდის შეიარაღების მიწოდების  მოცულობებს.

გეგმა შეიმუშავა ტრამპის ორმა ყოფილმა მრჩეველმა  – გენერალ-ლეიტენანატმა ქეით ქელოთმა და ფრედ ფლიცმა, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ აშშ-ს ნაციონალური უშიშროების საბჭოს.

„შეერთებული შტატები ოფიციალურად უნდა გამოვიდეს ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკების დაწყების მოთხოვნით. შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინის შეიარაღებასა და მისი თავდაცვის განმტკიცებას, რათა გარანტირებულად შეჩერდეს რუსეთის წინსვლა და  ზავი არ დაირღვეს. მაგრამ ამერიკული სამხედრო დახმარება დამუკიდებელი იქნება უკრაინის მზაობაზე, ჩაერთოს რუსეთთან მოლაპარაკებებში“ – აღნიშნულია გეგმაში, რომელიც გამოაქვეყნა ტრამპის მხარდამჭერმა ორგანიზაციამ  America First Policy Institute-მა.

მიუხედავად ამ სამშვიდობო გეგმისა, აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, ტრამპის მთავარი მოწინააღმდეგე არჩევნებში, კვლავ აცხადებს უკრაინის მხარდაჭერის შესახებ და პირობას დებს, რომ დაეხმარება ამ ქვეყანას „იქამდე, ვიდრე ამის საჭიროება იარსებებს.“

By admin