Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Die Zeit  გერმანია

 

„ჩვენი საერთო ინტერესია, რომ პუტინი დამარცხდეს ამ კონფლიქტში“ – განაცხადა ვლადიმირ ზელენსკიმ ბუნდესტაგში. „ალტერნატივა გერმანიისთვის“ და „სარა ვაგენკნეჰტის“ დეპუტატებმა, ბოიკოტი გამოუცხადეს ზელენსკის გამოსვლას

„ჩვენ უარს ვამბობთ ვუსმინოთ სპიკერს კომუფლირებულ სამოსში“- განაცხადეს აგ-ს საპარლამენტო ფრაქციის ლიდერებმა ალისა ვაიდელმა და ტინო ჰრუპალამ უკრაინის პრეზიდენტის შესახებ, რომელსაც ბუნდესტაგის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას, შავი ჯემპერი და მუქი მწვანე შარვალი ეცვა.

ორშაბათს საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა დასწრებოდა ზელენსკის გამოსვლას. უკრაინას სჭირდება „მშვიდობისმყოფელი პრეზიდენტი, რომელსაც შეუძლია მოლაპარაკების წარმოება და მსხვერპლის თავიდან აცილება, რათა ქვეყანას ჰქონდეს მომავალი“. აგ-ს მხოლოდ რამდენიმე დეპუტატი დაესწრო ზელენსკის გამოსვლას.

სარა ვაგენკნეჰტმა ადრე განაცხადა, რომ არ დაესწრებოდა ზელენსკის გამოსვლას. ერთ-ერთმა პოლიტიკომა „სარა ვაგენკნეჰტის კავშირიდან“ – სევიმ დაგდელენმა, სააგენტო AFP-ს უთხრა: „ჩვენი არყოფნით, სოლიდარობას ვუცხადებთ იმ  უკრაინელებს, რომლებსაც სურთ ცეცხლის შეწყვეტა და პრობლემის  მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტა, ნაცვლად იმისა, რომ პრეზიდენტი ზელენსკი მობილიზაციას ახდენდეს იმ ომში, რომელში გამარჯვებაც შეუძლებელია“.

კონფლიქტი უკრაინაში, რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს, ნათქვამია „სარა ვაგენკნეჰტის კავშირის“ განცხადებაში. იმავდროულად, პარტიის აზრით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა გერმანია არ აღმოჩნდეს ჩათრეული საომარ მოქმედებებში და კონფლიქტი არ გადაიზარდოს საერთოევროპულ ომში.

ზელენსკი გერმანიას მადლობას უცხადებს მხარდაჭერისთვის

პარტიამ გააკრიტიკა გერმანული იარაღის გადაცემა უკრაინისთვის. „ომი არ მთავრდება იარაღის მიწოდებით, ეს ხდება სამშვიდობო მოლაპარაკებებით“. რუსეთის ბოლო სიგნალები „ფრონტის მთელ ხაზზე ცეცხლის შეწყვეტისა და სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნის შესახებ“, უნდა შეისმინონ დასავლეთმა და უკრაინამ, ხოლო საკითხის სერიოზულობა დაწვრილებით უნდა იქნას შესწავლილი, მოითხოვს „სარა ვაგენკნეჰტის კავშირი“.

უკრაინა ომს აწარმოებს მთელი ევროპის ინტერესებისთვის, განაცხადა თავის გამოსვლაში ზელენსკიმ. „ჩვენი საერთო ინტერესია, რომ პუტინი დამარცხდეს ამ კონფლიქტში“ – თქვა მან. ევროპა უნდა იყოს „მშვიდობის კონტინენტი“.

ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა გერმანიას იმისთვის, რომ მან შეიფარა დევნილები და მხარდაჭერა აღმოუჩინა უკრაინას. კერძოდ, მიაწოდა მას საჰაერო დაცვის სისტემები.

პრეზიდენტმა ყველას მიუთითა ქვეყნის გახლეჩის საფრთხეზე და პარალელი გაავლო ცივი ომის დროს გაყოფილ გერმანიაზე: „დანაწევრებული ევროპა ვერასდროს იქნება მშვიდობიანი. გაყოფილი გერმანია კი არასდროს ყოფილა ბედნიერი“.

 

 

 

By admin