Die Zeit გერმანია
ამიერიდან, ნებისმიერს, ვინც მოინდომებს გაეცნოს ZEIT-ს და FAZ-ს რუსეთში, პრობლემები შეექმნება. რუსეთის ხელისუფლებამ შეზღუდა წვდომა არაერთ ევროპულ მედიასაშუალებაზე
რუსეთის მთავრობამ გამოაცხადა, რომ აიკრძალა წვდომა 81 საინფორმაციო საშუალებაზე ევროკავშირიდან. გერმანული გამოცემებიდან დარტყმის ქვეშ მოექცა ZEIT-ი, Der Spiegel-ი და FrankfuFrter Allgemeine Zeitung-ი.
რუსეთის საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ ეს არის „საპასუხო ზომა“ იმ აკრძალვაზე, რომელიც შეეხო რუსულ მედიას ევროგაერთიანების ტერიტორიაზე. სამინისტრომ გამოაქვეყნა პორტალების სია, რომლებიც მოექცა სანქციების ქვეშ და უწყებამ სწორედ ევროკავშირი დაადანაშაულა აკრძალვების ინიცირებაში.
ამგვარად, რუსული სანქცია შეეხო ბეჭდვით გამოცემებს ევროკავშირის 25 ქვეყნიდან. მათ შორისაა – El Mundo и El País-ი ესპანეთიდან , La Stampa, La Repubblica და RAI იტალიიდან, ასევე ფრანგული გამოცემები – Le Monde, Libération-ი, Radio France და საინფორმაციო სააგენტო AFP-ი.
მადამდე, დაიბლოკა რუსული მედია – პროპაგანდის გავრცელების ბრალდებით.
თავის მხრივ, 81 მედიას აეკრძალა საკუთარი პროგრამებისა და მათი შინაარსის გავრცელება რუსეთში. ქვეყნის საგარეო უწყებამ ევროპულ მედიას ბრალად წაუყენა „ცრუ ინფორმაციის სისტემატური გავრცელება“ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის შესახებ.
ამ ნაბიჯს წინ უსწრებდა რუსეთის 4 სახელმწიფო მედიასაშუალების აკრძალვა ევროკავშირში. მაისში ევროგაერთიანებამ აკრძალა „Голос Европы”, საინფორმაციო სააგენტო „РИА Новости” и გაზეტები „Известия” и „Российская газета“ და მათ ბრალად დასდო რუსული პროპაგანდის გავრცელება. აკრძალვა ამოქმედდა სამშაბათს. თუმცა ევროპელი ჩინოვნიკების განცხადებით, სანქცირებულ მედიასაშუალებებს და მათ თანამშრომლებს ჯერ კიდევ შეუძლიათ მუშაობა ევროკავშირის ქვეყნების ტერიტორიებზე.