Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Junge Welt   გერმანია

რეინჰარდ ლაუტერბახი

 

  რას უჭერს მხარს დასავლეთი? მართალია, მსოფლიო წესრიგს, რომელიც დაფუძნებულია გარკვეულ პრინციპებზე, ოღონდ იქამდე, ვიდრე ამ წესებს დასავლეთი თავად აწესებს და აუქმებს – საკუთარი შეხედულებისამებრ. ძირითადი კანონის 14-ე მუხლი ამბობს: „ქონებრივი და სამემკვიდრეო უფლებები გარანტირებულად დაცულია“. აქამდე, ასეც იყო თუმცა აშშ-ს ფინანსთა მინისტრის – ჯანეთ იელენის ახალი დებულება, რომელიც  New York Times-ში ხუთშაბათს გამოქვეყნდა, მცდელობაა, გაამართლოს დასავლეთის გადაწყვეტილება – ამ უკანასკნელს დაშვება ჰქონდეს რუსეთის სახელმწიფო აქტივებზე. ამით მინისტრი ახდენს ისე გაგებული ეკონომიკის დემონსტრირებას, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს თავად ამ ქალბატონის კვალიფიკაციას და კითხვას ბადებს იმის თაობაზე, მისი კვალიფიკაციის ადამიანი უნდა იმყოფებოდეს მინისტრის პოსტზე თუ არა.  დასავლეთს ახლა უკვე მიუწვდება ხელი „ბატონი პუტინის პირად კაპიტალზე“ – მთელი სერიოზულობით აცხადებდა ქალბატონი ჯანეთი. კი, მაგრამ ფედერალური სარეზერვო სისტემის კაპიტალი „მისტერ ბაიდენის კერძო საკუთრებაა“?

მარქსისტების საქმე არ არის კაპიტალისტური საკუთრების დაცვაზე ზრუნვა, მაგრამ მაინც უნდა აღინიშნოს ის, თუ როგორ უცერემონიოდ ეპყრობიან ხსენებულ პრინციპს დასავლეთის მმართველი წრეები. ქალბატონ ელენის შესავალში მოცემული დებულება, რომ „დადგა დრო, გამოთავისუფლდეს გაყინული რუსული აქტივების ნაწილი, რათა უკრაინამ მიიღოს ფინანსური მხარდაჭერა, რომელიც მას უკიდურესად სჭირდება“, მეტყველებს სულ სხვა რამეზე: ეს კონფლიქტი თანდათან სულ უფრო ძვირი უჯდება დასავლეთს, ამდენად ის გადადის მოქმედებაზე, რომელსაც საკუთარ რიგებში მიმართავდა მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, რაც არ არსებობს რუსეთის შემთხვევაში – ამას   ის არასდროს აღიარებს.

დაგეგმილი 50 მილიარდიანი „დახმარების პაკეტის“ იდეა მიუთითებს, რომ ვაშინგტონისა და ბრიუსელის მხრიდან საჩუქრების დარიგების დრო ამოიწურა. ამიერიდან ფული გამოიყოფა სესხის სახით, და დაიფარება რუსული აქტივებზე დარიცხული პროცენტების საშუალებით. სხვა სიტყვებით, დასავლეთი ჯერ გასცემს თანხებს, შემდეგ კი უკან დაიბრუნებს. ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, უხლოეს პერიოდში უკრაინა ბრიუსელისგან მიიღებს  1.4 მილიარდ ევროს რუსული აქტივებზე დარიცხული სარგებლის ხარჯზე. 50 მილიარდიანი სესხის დაბრუნებას დასჭირდება 36 წელი, ეს იმ პროცენტების გარეშე, რომელიც წესით ევროგაერთიანებას ეკუთვნის. იელენი მართალია ერთ საკითხში: დაგეგმილმა ექსპროპრიაციის მიზანია,  დაანახოს “პუტინს“, რომ დასავლეთი „ფიქრობს გრძელვადიან პერსპექტივაზე“. მსოფლიოს მეოთხე ეკონომიკა (მსოფლიო ბანკის მონაცემებით), გლობალური ეკონომიკიდან უნდა გაირიყოს ორი თაობის განმავლობაში.

შესაძლებელია, ის არც დააბრუნონ კარანტინიდან. მსოფლიო სავალუტო ფონდმა გამოაქვეყნა სტატისტიკა, რომლის მიხედვით ამერიკული დოლარის წილი მსოფლიოს ცენტრალურ ბანკებში მცირდება, ჩინური იუანის ზრდის საპირისპიროდ. ასე რომ, დასავლეთი თავად ასამარებს საკუთარ ფინანსურ ჰეგემონიას. მას შეუძლია ასე მოიქცეს, ოღონდ მერე არ უნდა ითქვას, რომ ამის შესახებ არაფერი იცოდა.

By admin