Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

The American Conservative   აშშ

მეისონ ლეთო სთოლინგსი

 

ინტერვიუ უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურთან, ნათლად ასახავს უკრაინულ არმიაში არსებულ მძიმე მდგომარეობას

უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი ამბების სააგენტო Армия ТВ-სთან ინტერვიუში – ბატალიონ „აზოვის“ მეთაურმა აღიარა, რომ მისმა შენაერთმა აღკვეთა სხვა უკრაინული ნაწილების უკან დახევა.

დმიტრი კუხარჩუკმა, მე-3 მოიერიშე ბრიგადის მე-2 ბატალიონის მეთაურმა, გაიხსენა 2022 წლის ეპიზოდი, როცა მისი მებრძოლები განლაგდნენ ტერიტორიული თავდაცვის ძალების ზურგში, რათა არ დაეშვათ, მათი უკან დახევა.

„ჩვენ, მაშინ (გულისხმობს 2022 წელს – ზაპოროჟიეს მიმართულებას), ვიყავით სამოტივაციო ნაწილი, ვეხმარებოდით 110-ე ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადას. მათზე ცუდს ვერაფერს ვიტყვი, რიგიანად ომობდნენ, მაგრამ მაინც, გვიხდებოდა მათი მოტივირება. მაშინ, ვმეთაურობდი 500-კაციან შენაერთს – ქვედანაყოფი თანაბრად გადაგვანაწილეს 25-კილომეტრიან ხაზზე“ – განაცხადა კუხარჩუკმა.

ტერმინი „სამოტივაციო ნაწილები“, როგორც ჩანს, სხვა არაფერია, გარდა ევფემიზმისა, რომელიც გამოყენებულია ე.წ. „საბარიერო შენაერთების“ აღსანიშნავად – ეს ქვედანაყოფი გამოიყენება ფრონტის ხაზზე, რათა აღკვეთოს უკან დახევა ან ბრძოლის ველიდან გაქცევა. ეტყობა, რომ მოტივაცია „აზოვის“ მხრიდან, მდგომარეობდა ანგარიშსწორებაში ანუ მოქმედებდა იმ შემთხვევაში, როცა ტერიტორიული თავდაცვის მებრძოლები ცდილობდნენ უკან დახევას.

ეს აღიარება გახმიანდა მალევე იმ დღიდან, რაც ბაიდენმა ნებართვა გასცა – „აზოვი“ მოემარაგებინათ იარაღით. ე. წ. ლიჰის კანონის თანახმად, ადრე ეს დანაყოფი, ამოღებული იყო ამერიკული იარაღის მიმღებთა სიიდან – მისი ექსტრემისტული კავშირების გამო.

ხმები, მიმდინარე კონფლიქტში ე.წ. „ბარიერ-ნაწილების“ გამოყენების თაობაზე, ტრიალებს უკვე დიდი ხანია. 2023 წელს, რუსულმა საინფორმაციო სააგენტომ – „სპუტნიკმა“ გამოაქვეყნა უპილოტო აპარატით გადაღებული კადრები, რომლებშიც უკრაინული „ბარიერ-ნაწილები“ ცეცხლს უხსნიან თავისივე მებრძოლებს, რომლებიც უკან დახევას ლამობენ. საპასუხოდ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის უწყებამ განაცხადა, რომ რუსები, თავად იყენებენ ასეთ ნაწილებს დეზერტირების დასასჯელად.

By admin

2 thoughts on “„აზოვის“ მეთაური აღიარებს: უკრაინის შეიარაღებული ძალები იყენებენ – „ბარიერ-რაზმებს“”
  1. You actually make it appear really easy with your
    presentation but I to find this topic to
    be actually something which I believe I would never understand.
    It seems too complicated and extremely extensive for me.

    I am having a look ahead in your next submit, I will try to get the grasp of it!

Comments are closed.