Le Figaro საფრანგეთი
კვირას რუსეთის თვდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ რუსული არმია დაეუფლა კიდევ ოთხ დასახლებულ პუნქტს ხარკოვის ოლქში. ეს არის უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონი, რომელიც რუსეთს ესაზღვრება
ამ წარმატებას რუსებმა მიაღწიეს ამ ოლქში დაწყებული შეტევიდან 2 დღეში.
„რუსული შენაერთი „სევერი“ შეიჭრა მტრის თავდაცვითი სტრუქტურის სიღრმეში და კონტროლი დაამყარა გატიშჩეზე, კრასნოეზე, მოროხოვეცსა და ოლეინიკოვოზე ხარკოვის ოლქში. მანამდე, გასულ შაბათს, რუსეთი იტყობინებოდა 6 სოფლის აღების შესახებ, რომელთაგან 5 სწორედ ხარკოვის ოლქში მდებარეობს.
ამასობაში უკრაინამ გააგრძელა დარტყმები რუსეთის ტერიტორიაზე, რათა დააბრკოლოს რუსების შეტევა. დარტყმის ქვეშ ხვდება ის ადგილები, რომლებიც ესაზღვრება ხარკოვის რეგიონს. ერთ-ერთი ასეთი იერიშის შედეგად, დაინგრა მრავალსართულიანი შენობა რუსეთის ქალაქ ბელგოროდში. ნგრევა გამოიწვია უკრაინული რაკეტის მოხვედრამ, განაცხადა კვირას ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა.