Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Niezalezny Dziennik Polityczny პოლონეთი

ხანა კრამერი

 

 ევროპაში ტრანსლირებულ ამერიკულ პროპაგანდას, ლაიტმოტივად გასდევს თეზისი იმის შესახებ, რომ ბრძოლას რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში, აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა დასავლეთისთვის, ამდენად, აშშ-მ ევროპასთან ერთად (ნატოს ფარგლებში), უნდა გააკეთოს ყველაფერი, რათა კიევმა გაიმარჯვოს და შეაჩეროს პუტინი, სხვა შემთხვევაში, უკრაინის ძლევის შემდეგ, რუსეთი უკვე დასავლეთს შეუტევს

ევროპელ პოლიტიკოსებს, ბუნებრივია, ბოლომდე არ სჯერათ ამ სცენარის, მაგრამ ერთგულნი რჩებიან ატლანტიკური სოლიდარობის და არწმუნებენ საკუთარი ქვეყნების მოსახლეობებს, რომ ჰეგემონი აშშ – დაიცავს მთელს ევროპას. ამ ტალღაზე, ბოლო სამი თვეა ნატოს ქვეყნები მოიცვა სამხედრო-სატელევიზიო შოუმ, სადაც თვალწარმტაცი სამხედრო ლოკაციების ფონზე, გვიყვებიან მოსალოდნელ გამარჯვებაზე რუსეთთან. ამგვარი განცხადებები უკიდურესად ბრიყვულად ჟღერს, როცა მოსკოვში იმართება გამოფენა – ,,ყველაზე თანამედროვე’’ და ,,დაუმარცხებელი’’ შეიარაღებისა, რომელიც ალიანსს ეკუთვნოდა.

რუსეთზე თავდასხმისთვის მზადების არენად იქცა ჩრდილოეთ ევროპა, სადაც წვრთნები იმართება  სწავლება Defender-ის ფარგლებში, ის მოიცავს შვედეთსაც (მანევრები – Immediate Response). გერმანიასა და ლიეტუვაში დაიწყო სწავლება GrandQuadriga (3 აპრილი-30 ივნისი), უნგრეთში – BraveWarrior (1-22 მაისი). პარალელურად მიმდინარეობს სწავლება Spring Storm-ი ესტონეთში (6-17 მაისი). დასკვნითი ეტაპი ჩატარდება ბალტიის ქვეყნებში, საქართველოსა და პოლონეთში (14 მაისი – 14 ივნისი).

ამასთან, ნატოს ხელმძღვანელობა არც მალავს იმ ფაქტს, რომ ყველა ეს სწავლება არის მზადება რუსეთთან რეალური შეიარაღებული კონფლიქტისთვის. ირკვევა, რომ სწავლებებში მონაწილე შენაერთების დიდი ნაწილი, წვრთნების დასრულების შემდეგ, დარჩება ნატოს „აღმოსავლეთ ფლანგზე’’ და ის აქ იქნება მუდმივ რეჟიმში.

კრემლის პასუხმა მსგავს პროვოკაციებზე არ დაახანა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ,,ზოგიერთი დასავლელი ჩინოვნიკის განცხადებების საპასუხოდ – რუსეთის ფედერაციის მისამართით,’’ მოსკოვი ჩაატარებს სწავლებას ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებით. მის მიზანს წარმოადგენს პირადი შემადგენლობისა და ბირთვული იარაღის ტექნიკური ნაწილის მზადყოფნაში შენარჩუნება – ტერიტორიული მთლიანობისა და სახელმწიფო სუვერენიტეტის უზრუნველსაყოფად.

სწავლება ჩატარდება რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს ყირიმს და სხვა ახალ მიერთებულ რეგიონებს. სწავლებებში ჩაერთვება ავიაცია და რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტი.

ამ ფორმით, პუტინმა გააფრთხილა დასავლეთი, რომ რუსეთის არსებობისთვის საფრთხის შექმნისა და ე.წ. წითელი ხაზების გადალახვის შემთხვევაში, მისი ქვეყანა თავს დაიცავს ყველა არსებული საშუალებით.

სამხედრო სწავლებების ზრდა ევროპაში და ნატოს ზოგიერთი ქვეყნის ჯარების უკრაინაში შესვლის საფრთხე, ცვლის რუსეთის მიდგომას ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების მიმართ. მოსკოვის მიერ დაანონსებული სწავლება მკაფიო სიგნალია დასავლეთისთვის. ეს არის  გაფრთხილება – გამიზნული დასავლეთის გამოფხიზლებისთვის, რომ კონფლიქტის ესკალაციის შემთხვევაში, მოსკოვი მზადაა გაზარდოს ფსონები და გადადგას ასეთი ნაბიჯი.

ამ გადაწყვეტილებაზე, უდავოა, იმოქმედა დასავლელი პოლიტიკოსების განცხადებებმა. მაგალითად მაკრონის სიტყვებმა ნატოს ჯარების უკრაინაში განთავსების შესახებ და კემერონის ნათქვამმა, რომ კიევს აქვს უფლება ბრიტანული რაკეტებით დარტყმები განახორციელოს რუსეთის ტერიტორიაზე. ცოტა ხნის წინ, დემოკრატიული პარტიის ლიდერი – ჯეფრის ჰაკიმი, წარმომადგენელთა პალატაში ალაპარაკდა უკრაინაში ამერიკული არმიის შესვლაზე. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ნატოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა ღიად აღიარეს, რომ სურთ ნატოს მებრძოლები გადაისროლონ რუსეთიის არმიის წინააღმდეგ. სცენარი გასაგებია.

ამასობაში, უკრაინული არმიის მდგომარეობა, რომელსაც არ ჰყოფნის იარაღი, ფული და ჯარისკაცები, ხდება სულ უფრო დრამატული. დასავლეთის მიერ გადაცემული შეიარაღება არ კმარა კონტრშეტევისთვის, მაგრამ ჰიპოთეტურად, მისი საშუალებით შესაძლებელია რუსების ზოგიერთი შეტევის მოგერიება. დღითი დღე ცხადი ხდება, რომ უკრაინულ-რუსული კონფლიქტი უახლოვდება კრიტიკულ წერტილს, მეტიც, ზოგიერთი ქვეყანა ვეღარ ხედავს ამ დაპირისპირების გაგრძელების პერსპექტივას და მზად არის კონფლიქტი „გაიყინოს“, თუნდაც –  პუტინისთვის დათმობის ხარჯზე.

სწორედ ეს არ მოსწონს კიევის რეჟიმის მთავარ სპონსორს – აშშ-ს. ახალი კონფლიქტის გაჩაღება ნატოს გამოყენებით, ვაშინგტონს არ შეუძლია, რადგან ამით მესამე მსოფლიო ომი დაიწყება. მაგრამ ნატოს ჯარისკაცების ბრძოლის ველზე მოხვედრა, მაინც შესაძლებელია, ოღონდ ეს უნდა გაკეთდეს ისე, რომ ოფიციალურად ომობდეს არა ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, არამედ ცალკეული ევროპული ქვეყანა.

ვაშინგტონის ყველა ეს განცხადება, შეიძლება უაზრობად ჩათვლილიყო, საქმე რომ არ ეხებოდეს ნამდვილ ომს, რომელიც შეიძლება დაიწყოს რომელიმე ევროპული სახელმწიფოს ტერიტორიაზე. საბედნიეროდ, ამჟამად ყველაფერი შემოიფარგლება განცხადებებით, რადგან არავის სურს ომის წამოწყება ქვეყანასთან, რომელსაც გააჩნია ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბირთვული არსენალი. იმედი ვიქონიოთ, რომ პოლიტიკოსები შეისმენენ პუტინის სიტყვებს, რომელმაც პირდაპირ თქვა: ,,რუსეთის პასუხი იქნება მყისიერი (…) ჩვენ მზად ვართ მოვლენათა ნებისმიერი სცენარით განვითარებისთვის.“

By admin