Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Rzeczpospolita პოლონეთი

არტურ ბორტკევიჩი

 

          RP: ეს-ეს არის მივიღეთ ინფორმაცია, რომ უკრაინელები ტოვებენ ვოლჩანსკს. რა არის ეს – რუსების ახალი მასშტაბური შეტევა ხარკოვის მიმართულებით?

ვალდემარ სკშიპჩაკი: მოკლედ თუ ვიტყვით, ლაპარაკია უკრაინული არმიის  საზღვრიდან უკანდახევაზე. ჯერ კიდევ თვენახევრის წინ, რუსი პარტიზანები (უკრაინის დროშის ქვეშ), ახორციელებდნენ რეიდებს რუსეთის ტერიტორიაზე, თავს ესხმოდნენ ბელგოროდისა და კურსკის ოლქებს. ეს რეიდები ახდენდა რუსების კომპრომენტირებას. ამან გამოიწვია დიდი რეზონანსი რუსეთში, ისმოდა ხმები, რომ კრემლი ვეღარ უმკლავდებოდა ამ შემოტევებს. პუტინმა ბრძანება გასცა, მსგავსი გამოხდომები აღეკვეთად. რუსებმაც დაიწყეს წესრიგის დამყარება. ისინი უკან ახევინებენ უკრაინელ მებრძოლებს და ამით ამცირებენ უკრაინელების რუსეთის ტერიტორიაზე შეჭრის რისკს. ეს არის ამ ოპერაციის ერთ-ერთი მიზეზი. მიზეზი მეორე: რუსებს უნდათ, რომ ნებისმიერ ფასად მიუახლოვნდნენ ხარკოვს, რათა მას ძირითადი საარტილერიო სისტემებით  მისწვდნენ ანუ  სურთ რაკეტები დაიზოგოს, რადგან ისინი ძვირადღირებულია…

  • დღეს, რუსები ხარკოვს ძირითადად საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებით ბომბავენ…
  • მართალია. ეს ძვირადღირებული რაკეტებია და მათი რაოდენობა შეზღუდულია. ამდენად თუ რუსები ცეცხლს გახსნიან კლასიკური არტილერიით, ეს გაცილებით იაფი დაუჯდებათ, თანაც ეს ბევრად მარტივია და ზრდის ზიანს მოპირისპირე მხარისთვის. რუსების მთავარი მიზანი ხომ ხარკოვიდან უკრაინელების განდევნაა! ვლადიმირ პუტინმა მიზნად დაისახა – ხარკოვის ნოვოროსიის დედაქალაქად გამოცხადება.
  • ანუ მთლიანობაში ლაპარაკია არა ქალაქის დაპყრობაზე არამედ იმაზე, რომ უკრაინელებმა გავიდნენ უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქიდან?
  • სწორედ ასეა. ქალაქს რუსები ვერ აიღებენ. ხარკოვი ემზადება წრიული თავდაცვისთვის. ქალაქზე შტურმი – სამხედრო თვალსაზრისით, ამ ეტაპზე არ არის გამართლებული, რადგან ეს შთანთქავს რუსების არმიის უზარმაზარ პოტენციალს. ქალაქზე იერიში – სამხედრო მოქმედების ყველაზე რთული ფორმაა, რადგან ის, ვისაც სურს ქალაქის აღება, უნდა ფლობდეს მრავალჯერად უპირატესობას დამცველებზე. ამ დროს საჭიროა ბევრად მეტი მებრძოლი, ვიდრე ღია სივრცეში ბრძოლისას, ეს მარტივი ამბავია…
  • მსგავსი რამ უკვე ვნახეთ შედარებით მომცრო ქალაქებში, მაგალითად ბახმუტში…
  • დიახ, გაშლილ სივრცეში – მოიერიშე მხარეს სჭირდება 4-5-ჯერადი უპირატესობა, ხოლო ქალაქის ასაღებად საჭიროა 1×10-ზე, 1x 12-ზე თანაფარდობა, თუნდაც ნანგრევებად იყოს ქცეული ქალაქი.
  • ე. ი. ეს არ არის უკრაინის ფრონტის ის მონაკვეთი, სადაც რუსების ღრმა შეღწევაა მოსალოდნელი…
  • მერწმუნეთ, ვოლჩანსკის აღება ჯერ კიდევ არაფერს ნიშნავს. ვოლჩანსკის მიღმა სევერსკი დონეცია. ამ მდინარეზე უკრაინელებმა უკვე მოამზადეს თავდაცვითი პოზიციები, რომელთა გადალახვაზე რუსები დიდ დროს დახარჯავენ. ვფიქრობ, ისინი მას ვერ გაარღვევენ. უკრაინელების პრობლემა ისაა, რომ ამ მიმართულებაზე, მათ არ ჰყავთ საკმარისი ცოცხალი ძალა, ამდენად ბელორუსის მიმართულებიდან გადმოჰყავთ ცალკეული ბატალიონები –  ოთხი თუ ექვსი ერთეული, რითაც აპირებენ იმ დეფიციტის შევსებას, რაც მათ აქვთ ვოლჩანსკისა და ხარკოვის მიმართულებებზე. მოცემულ მომენტში, სწორედ აქ ხდება ძალების კონცენტრაცია.
  • როგორ ფიქრობთ, სად დაიწყება რუსების მთავარი შეტევა. უფრო ზუსტად, სად მოხდება უკრაინელი დამცველების განდევნა ტერიტორიის სიღრმეში?
  • ორივე არმიას აქვს სერიოზული პრობლემები – ესაა პირადი შემადგენლობის დეფიციტი. ჯარისკაცები, არცერთ მხარეს არ ჰყოფნის. როგორც ჩანს, ახლა ასეთ კრიზისს აწყდება რუსეთიც. 2-3 კვირის შემდეგ, ზამთარ-გაზაფხულზე თავმოყრილი ძალები გამოიფიტება და ეს პრობლემა, მოსკოვს მთელი სიმწვავით შეეხება. რუსეთის აქტივობა შესუსტდება, რადგან მათ არ ჰყავთ ახალი ბრძოლისუნარიანი ფორმირებები. უკრაინული თავდაცვა კი გაძლიერდება. ის მოქმედებები, რომლებსაც რუსები სხვადასხვა მიმართულებაზე მიმართავენ, რა თქმა უნდა ატარებს შეტევით ხასიათს, ისინი წინ მიიწევენ 8 მიმართულებაზე, ჯერჯერობით მათ ამის ძალა შესწევთ, მაგრამ რამდენიმე კვირაში, ისინი შეტევის უნარს დაკარგავენ.
  • საგაზაფხულო და საზაფხულო შეტევის კონტექსტში ხშირად გამოთქვამენ მოსაზრებას, რომ შესაძლებელია ჩრდილოეთ ფრონტის გახსნა ანუ ბელორუსიდან შეტევა უკრაინაზე. თქვენ კი ამბობთ, რომ ასეთი შეტევისთვის ბელორუსის არმია მზად არაა…
  • მას შემდეგ, რაც ეს ვთქვი, არაფერი შეცვლილა. ბელორუსის არმიას ამის უნარი არ შესწევს და ჩემი აზრით, ამგვარი საფრთხე არ არსებობს. ახლახან, როცა ალეკსანდრე ლუკაშენკო საზღვარზე ჩავიდა თავის გენერლებთან და გვაშინებდა თავისი ტანკებით, ვამბობდი, რომ მას მეტი გენერალი ჰყავს, ვიდრე ტანკი გააჩნია. მაგრამ გასათვალისწინებელია ერთი მომენტი: ყურადღების მიდევნებაა საჭირო, რომ რუსული ნაწილები ბელორუსის მიმართულებით არ გადაადგილდნენ.
  • თქვენი აზრით, შეძლებენ უკრაინელები კიდევ ერთი ფართო შეტევის წამოწყებას თუ მათ მთელი ძალისხმევა დაკავებული პოზიციების შენარჩუნებას მოხმარდება?
  • ისინი კონცენტრაციას შენარჩუნებაზე მოახდენენ. არავითარი შეტევა მათ არ უნდა წამოიწყონ თორემ, ისევ დაკარგავენ არმიას და მებრძოლი აღარ შერჩებათ.  ამ დროისთვის რუსებს აქვთ სტრატეგიული უპირატესობა. რაიმე ტერიტორიის დაბრუნებისთვის უკრაინელებს უნდა გააჩნდეთ რიცხობრივი უპირატესობა, ეს კი არასდროს ექნებათ, ამის თავი მათ არ აქვთ. მათ თავის უნდა დაიცვან ნებისმიერ ფასად. ისინი მოიგებენ ამ კონფლიქტს თუ არ დამარცხდებიან – ამგვარი ფორმულირება უფრო სწორი იქნება. გინდათ იცოდეთ, რა გადაარჩენს უკრაინელებს? მათი ხსნა იქნება ამ კონფლიქტის შეწყვეტა, თუ მსოფლიო შეაჩერებს პუტინს. უკრაინა ასე ვეღარ იომებს. ჩვენ შეგვიძლია მას მილიონი ტანკი და მილიონი ქვემეხი მივცეთ, მაგრამ მათ ჯარისკაცები აღარ ჰყავთ. ყველაზე დიდი კატასტროფა იქნება თუ უკრაინა ბრძოლას გააგრძელებს, ხოლო არმიის შევსებას ვეღარ შეძლებს. აქ უნდა მოიძებნოს გამოსავალი. თუ დასავლელ პოლიტიკოსებს სურთ, რომ უკრაინამ ბრძოლა გააგრძელოს, მაშინ უნდა მისცენ შანსი ამ ქვეყანას, აღადგინოს საკუთარი შეიარაღებული ძალები. მე ასეთ შესაძლებლობას ვერ ვხედავ და ევროპაშიც არავინ იცის, ეს როგორ უნდა მოხერხდეს.

By admin