Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Interia   პოლონეთი

დავიდ შჩირბოვსკი

 

უკრაინელები ჩასოვ იარის დაკარგვის პირას არიან. დონბასში მდებარე ქალაქი, რუსულ სამიზნეში იმყოფება. რუსმა ჯარისკაცებმა უკვე გადალახეს ჩასოვ იარში შემავალი არხი. „ახლა უკვე დროის საკითხია, როდის შევლენ ისინი ქალაქში“ – ამბობს გერმანელი კორესპონდენტი – იულიან რიოპკე

უკრაინის ფრონტიდან ახალი ცნობები მოდის. რუსეთი აგრძელებს შეტევით ოპერაციას. განსაკუთრებული საფრთხის ქვეშაა ჩასოვ იარი. იულიან რიოპკეს თქმით, ამ ადგილზე რუსეთმა გამოიყენა ორმაგი დარტყმის ტაქტიკა. მოსკოვი უტევს მარჯვენა ნაწილში მდებარე გარეუბანს და იმავდროულად აგრძელებს ქალაქის ალყაში მოქცევას სოფლების – ბოგდანოვკასა და ივანოვსკის მხრიდან.

„ცენტრალურ და ჩრდილოეთ ნაწილებში, უკრაინის შეიარაღებული ძალები ინარჩუნებენ თავდაცვის ხაზებს“ – ნათქვამია რიოპკეს შეტყობინებაში. გაცილებით მძიმე სიტუაციაა სამხრეთ ნაწილში, სადაც ამ მონაკვეთის დაძლევა გზას ხსნის  ახალი წარმატებებისთვის. თავად არხი, ჩასოვ იარიდან სულ რაღაც კილომეტრში მდებარეობს.

გერმანელ კორესპონდენტს ეჭვი არ ეპარება, რომ უახლოეს დღეებში უკრაინას ექნება ახალი დანაკარგები: „ახლა ის, როდის და რომელი მხრიდან შევლენ რუსები ქალაქში, აღმოსავლეთიდან თუ სამხრეთიდან – უკვე  დროის საკითხია“ – დაწერა მან.

სააგენტო  УНИАН-მა აღნიშნა, რომ მიუხედავად მოწინააღმდეგის გააქტიურებისა, უკრაინული ძალები აგრძელებენ ქალაქის დაცვას. ისინი ცდილობენ პოზიციების შენარჩუნებას იმ იმედით, რომ მათ მოუსწრებთ ამერიკული სამხედრო დახმარება. 13 ათასიანი ქალაქი (2021 წლის მონაცემით) – გემრიელი ლუკმაა რუსებისთვის. ჩასოვ იარი ცნობილია ცეცხლგამძლე თიხის უმდიდრესი საბადოებით.

By admin