Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Business Insider   გერმანია

ელა შერმანი

 

  აშშ-ს სამხედრო-საჰაერო ძალების მეთაური ევროპაში, გენერალი კრის კავალი აცხადებს, რომ რუსეთის საარტილერიო უპირატესობა უკრაინაზე, უახლოეს კვირეებში გაორმაგდება – კიევის არასათანადო მომარაგების გამო

„ლაპარაკი არ არის თვეებზე და ეს არ არის ჰიპოთეტური სცენარი“, განაცხადა კავოლიმ წარმომადგენელთა პალატაში თავდაცვის საკითხებზე გამართულ განხილვაზე. „კონფლიქტების უმეტესობაში, უმთავრესი მომაკვდინებელი იარაღი ბრძოლის ველზე არის არტილერია – მოცემული შემთხვევა კი უდავოდ ასეთია“. ამ დროისთვის,  რუსული არმია ისვრის 5-ჯერ მეტ ჭურვს, ვიდრე უკრაინა. კავოლის თქმით, რამდენიმე კვირაში,  შეფარდება  – 10:1-ზე იქნება. გასულ წელს, უკრაინას, არტილერიის მხრივ, უპირატესობა ჰქონდა მოწინააღმდეგეზე, ახლა კი დღე-ღამეში ის მხოლოდ 2 000 ჭურვს იყენებს, როცა რუსეთი უკრაინულ პოზიციებს 10 000 ჭურვს უშენს. საბრძოლო მასალების „შიმშილის“ შედეგები უკვე თვალსაჩინოა.

„უკრაინელები განსაკუთრებულად უფრთხილდებიან ჭურვებს, ხედავენ რა, რომ მარაგები იწურება – ამბობს კავოლი – სიტუაცია ძალზე არასახარბიელოა“.

ამერიკელი მაღალი რანგის გენერალი აცხადებს, რომ ამერიკული საარტილერიო სისტემები, ჭურვები და ჰაერსაწინააღმდეგო შეიარაღება, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უკრაინის თავდაცვისთვის, ამჟამად კი კიევს არ ჰყოფნის – არც ერთი, არც მეორე და არც მესამე.

თავდაცვის მინისტრის თანაშემწემ საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში – სელესტა ვალანდერმა, ოთხშაბათს, კონგრესში გამართულ მოსმენებზე, განაცხადა, რომ უკრაინელებს „უწევთ იმაზე ფიქრი, რა დაიცვან პირველ რიგში და სწორედ ამიტომ, რუსების იერიშები აღწევს მიზანს და ასეთი ზიანი ადგება უკრაინის ელეტროქსელებს.“

ბოლო დროს, რუსეთმა დაამძიმა იერიშები უკრაინულ ქალაქებზე, კერძოდ ხარკოვზე. ქალაქს თავს ესხმის რაკეტები, უპილოტო კამიკაძეები და პლანირებადი ბომბები.

კავოლი ამბობს, რომ რუსეთის მასშტაბურ საჰაერო შეტევებს შეუძლია ბოლომდე დაანგრიოს უკრაინის ეკონომიკა. თუ კიევმა ვერ შეძლო 60- მილიარდიანი დახმარების პაკეტის მიღება, რომელიც „გაიჭედა“ კონგრესში – წარმომადგენელთა პალატის მხრიდან დადასტურების მოლოდინში, ვითარება კიდევ უფრო დამძიმდება.

უკრაინელმა სამხედროებმა დაიწყეს უპილოტოების ფართოდ, საარტილერიო ალტერნატივად, გამოყენება. ამ კვირაში, ნატოს წარმომადგენელმა ჟურნალ Foreign Policy-ის შეატყობინა, რომ განადგურებული რუსული ტანკების ორი მესამედი, სწორედ უპილოტოებზე მოდის.

თუმცა უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი ამბობს, რომ უპილოტო სისტემები ვერ შეძლებს უკრაინელებისთვის  სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იარაღის – არტილერიის, საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და შორი მოქმედების რაკეტების – ჩანაცვლებას.

„კონგრესს მკაფიოდ უნდა ეთქვას, რომ თუ ის ვერ დაგვეხმარება, უკრაინა დამარცხდება“ – განაცხადა გასულ კვირას ზელენსკიმ.

 

 

 

By admin