Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Myśl Polska     პოლონეთი

ეუგენიუშ ზინკევიჩი

 

ერთ-ერთი პირველი წიგნი, რომელმაც ჩემზე განსაკუთრებულად ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა, იყო 1935 წელს გამოცემული ნაშრომი – „ სიკვდილით მოვაჭრენი: ნარკვევები სამხედრო მრეწველობისა და ვაჭრობის განვითარების შესახებ“ – ჰელმუტ ენგელბრეხტისა და ფრანკ ჰანიგენის თანაავტორობით. შემდეგი ასეთი თხზულება იყო – ვალენტინ ზორინის  „ამერიკის უგვირგვინო მეფეები“

ამ გამოცემების გამორჩეულობა იმაში მდგომარეობს, რომ მათ ათწლეულების შემდეგაც არ დაუკარგავს აქტუალობა. ეს წიგნები გვეხმარება, ჩავწვდეთ არსს იმ პოლიტიკისა, რომელსაც დიდი ხანია ატარებს აშშ და რომლის რეალიზებასაც შტატები ახლა ახდენს ევროპაში.

მილიტარისტულ ფსიქოზს, რომელიც ამჟამად ბობოქრობს პოლონეთში, ხელს უწყობს სამხედრო-სამრეწველო ლობი და რა თქმა უნდა, მასთან დაკავშირებული პოლიტიკური წრეები, რომლებიც სინამდვილეში წარმოადგენენ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის რეგიონულ წარმომადგენლებს.

 ტუსკი – ესკალაციის კიბეზე

დონალს ტუსკის ინტერვიუში – El Pais-თან, რომელიც კარსმომდგარი აღდგომის წინ, 2024 წლის 29 მარტში გამოქვეყნდა, პოლონეთის მთავრობის მეთაურმა განაცხადა: „ჩვენ ვცხოვრობთ ომისწინა ეპოქაში, მე არაფერს ვაჭარბებ“. შემდეგ კი პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა გაგვაფრთხილა, რომ ევროპა იმყოფება – „მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ყველაზე კრიტიკულ მომენტში“, ამდენად, უნდა გააქტიურდეს თავდაცვისა და უკრაინის დახმარების საკითხები.

ამ ინტერვიუს შინაარსიდან გამომდინარე, შეგვიძლია გამოვიტანოთ დასკვნა, რომ დონალდ ტუსკი ძალ-ღონეს არ იშურებს, რათა დაგვარწმუნოს მის კატასტროფულ პროგნოზში ანუ რუსეთთან ომის გარდაუვალობაში, მაგრამ პოლონეთის ხელისუფლების მიერ გამოყენებული სოციოტექნიკა, უძლურია ჩვეულებრივ, პრაგმატულ აზროვნების წინაშე, რისი უნარის მქონეს  ბუნებრივად უჩნდება მარტივი კითხვა: „კი მაგრამ,  იგივე პრემიერ-მინისტრი რატომ არ ავლენს არავითარ სურვილს, რომ გადადგას დიპლომატიური ნაბიჯები პოლიტიკური დაძაბულობის შესამცირებლად? ან იმის მისწრაფებას, რომ ბოლოს და ბოლოს დაეშვას „ესკალაციის კიბეზე“.

დათესო შიში

რას ვხედავთ თვეების განმავლობაში პოლონეთში? რას ვაწყდებით სისტემატურად? პასუხი მოვიძიოთ რობერტ პეკჰემის ახლახან გამოქვეყნებულ წიგნში – „შიში: მსოფლიოს ალტერნატიული ისტორია“, რომელშიც ავტორი ახდენს არქიფაშისტ ჰერმან გერინგის ციტირებას: „ერთადერთი, რაც თქვენ გჭირდებათ ესაა ის , რომ უთხრათ ადამიანებს: მათ მალე თავს დაესხმებიან, ასევე უნდა ამხილო პაციფისტები პატრიოტიზმის ნაკლებობაში და იმაში, რომ ისინი საფრთხეს უქმნიან სამშობლოს“.

უკვე ცხადია, რომ ვუახლოვდებით უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის დასასრულს, რადგან ერთ-ერთ მხარეს ეწურება ადამიანური (და არა მარტო მარტო) რესურსები და დგება მისი შევსების საკითხი.

საშიში მხატვრები

ამერიკის გაერთიანებული შტაბების მეთაურმა, გენერალმა მარკ მილიმ სწავლებაზე მყოფი უკრაინული სპეცდანიშნულების დანაყოფის  წინაშე, გერმანულ ვისბადენში 2022 წლის შეხვედრაზე თქვა, რომ „ აღმოსავლეთ საზღვარზე, ბრძოლის ადრინდელი ტაქტიკამ არ იმუშავა“ და რომ ის მოუწოდებდა ყველას  იმ მეთოდებით ბრძოლისკენ, რომლებიც მიუღებელია ცივილიზებულ სამყაროსთვის. მაინც რა რჩევას იძლეოდა ეს „ კეთილშობილი“ ამერიკელი გენერალი. „ნებისმიერ რუსს, რომელიც საწოლში წვება დასაძინებლად, უნდა ეშინოდეს იმის, რომ მას ძილში ყელს გამოჭრიან.“

გასული საუკუნის 30-იან წლებში, გერმანელებმა დაუჯერეს უხეირო პეიზაჟების ავტორ ერთ მხატვარს. ახლა პოლონელები გულდასმით უსმენენ მღებავს (დონალდ ტუსკი ახალგაზრდობაში მღებავად მუშაობდა), იმედია, ჩვენი მიამიტობა არ გაიყვანს ევროპას არსებობის ფინიშის სწორზე.

 

 

 

 

 

 

By admin

You missed