Tuckercarlson.com აშშ
მაინც რას მოიცავს პაკეტი, რომელიც შაბათს დაამტკიცეს? ფულიდან, რომელსაც ქვეყანა-ბანკროტი აგზავნის პლანეტის მეორე ბოლოში – უკრაინის ხელისუფლებასთან, 14 მილიარდი გათვალისწინებულია იარაღის შეძენაზე, 15 მილიარდი კი გამოყოფილია სამხედროების მოსამზადებლად და სადაზვერვო მონაცემების გაცვლაზე დასახარჯად. აშშ-ს სადაზვერვო სამსახურები მართავენ უკრაინის ანალოგიურ სამსახურებს, რომლებიც ახდენენ მკვლელობების ორგანიზაციას
კიდევ არის უკრაინის მთავრობისთვის განკუთვნილი 8 მილიარდი და 8 მილიარდი პენსიების გასაცემად… და 300 მილიონი უკრაინის საზღვრების დასაცავად. ჩვენი საზღვრებისთვის კი ნულია გამოყოფილი. დაე, ყველამ დაინახოს, რა არის ჩვენი პრიორიტეტები…
… სად არის ამ დროს ზელენსკი? ნუ გაგიკვირდებათ, მაგრამ ის ფრონტზე კი არა, ამერიკული ტელევიზიის ეთერში იმყოფება, სახეში გიყურებთ და ისე დაგცინით. აი, ის უკვე NBC-ზეა, ამ არხზე ხმის მიცემის დასრულებისთავე გაჩნდა. მოუსმინეთ ყურადღებით: ზელენსკი ამბობს, რომ ამერიკელი გადასახადის გადამხდელი კმაყოფილი უნდა იყოს, რადგან მისი ბანკროტი ქვეყანა, ასობით მილიარდ დოლარს უგზავნის სხვებს, თავად კი განიცდის შემოსევას (იმიგრანტების). ფული იგზავნება იქ, სადაც მას უცილობლად მოიპარავენ. ეს არის ხარკი, რომელიც უნდა გაიღო დემოკრატიის დასაცავად …
… ჩნდება კითხვა: უკრაინაში დემოკრატიას კი ვიცავთ, მაგრამ არის ის დემოკრატია? ეს არის ქვეყანა, რომელმაც გააუქმა საპრეზიდენტო არჩევნები? სწორედ ახლა, ამ წუთებში, უკრაინული სახელმწიფო დევნის ქრისტიანებს. მათი დანაშაული ისაა, რომ არ მიეკუთვნებიან საჭირო ეკლესიას. ღვთის მსახურებს ციხეში ყრიან. ხელისუფლება ახდენს ტაძრების კონფისკაციას. და ყოველივე ეს ხდება ჩვენი გადასახადების გადამხდელთა ხარჯზე და მაიკ ჯონსონის წყალობით. ყოველივე ამისთვის გამოიყო კიდევ 60 მილიარდი დოლარი.