Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

THE TELEGRAPH  დიდი ბრიტანეთი

რიჩარდ კემპი

 

   ჩანს, ისე როგორც ადრე – ისტორიაში, რუსეთმა შესანდობარით  დაიწყო და გამარჯვების სადღეგრძელოთი ასრულებს. მან ყოველივე ამას განსაკუთრებული სიჯიუტის ხარჯზე მიაღწია

გასულ წელს, დიდი იმედს ამყარებდნენ უკრაინის კონტრშეტევაზე, რომელსაც უნდა უკუეგდო რუსები და შეემზადებინა  ნიადაგი მომავალი გამარჯვებისთვის. თუმცა ეს ვერ მოხერხდა,  შეტევა ჯერ „გაიჭედა“, შემდეგ კი ჩაფლავდა. წარუმატებლობა შეიძლება აიხსნას დასავლეთის გულგრილობით, რომელმაც არ ისურვა მიეწოდებინა კიევისთვის ადეკვატური სამხედრო დახმარება. ატლანტიკის ორივე მხარეს – რეაქცია იყო მდუმარე უკმაყოფილება შიდაპოლიტიკურ დონეზე, რამაც ხელი შეუშალა აშშ-ს პრეზიდენტს დროულად წარედგინა კონგრესისთვის კანონპროექტი უკრაინის მორიგი დახმარების შესახებ. თვალშისაცემი იყო ევროპული სახელმწიფოების მტკიცე უარიც,  ხელი შეწყოთ საერთო საქმისთვის.

კოლოსალური დანაკარგისა და საბრძოლო მასალების უკმარისობამ, საშუალება მისცა რუსეთს გადასულიყო შეტევაზე და ხელთ ეგდო სტრატეგიული ინიციატივა საბრძოლო მოქმედებების ზონაში.  რუსმა მებრძოლებმა თანდათან მოიპოვეს შეზღუდული, მაგრამ კონკრეტული წარმატებები, აიძულეს უკრაინა დაეთმო პოზიციები და მათ საჰაერო იერიშების შედეგად დიდი ზიანი მიაყენეს მოწინაააღმდეგის ინფრასტრუქტურას.

ახლა აშშ და დიდი ბრიტანეთი აცხადებენ მასშტაბური სამხედრო დახმარების შესახებ, რაც მოიცავს ჰაერსაწინააღმდეგიო სისტემებს, შორსმსროლელ რაკეტებსა და საბრძოლო მასალებს. იმ შემთხვევასი, თუ მოხერხდა  მათი დროული ტრანსპორტირება და მიწოდება კიევისთვის, ამას საკვანძო მნიშვნელობა ექნება ზაფხულში – რუსების მოსალოდნელი შეტევის წინ.

დახმარების ახალი პაკეტები შეარბილებს ფრონტზე არსებულ სიტუაციას, მაგრამ ვერ უზრუნველყოფს უკრაინის მიერ ინიციატივის ხელში ჩაგდებას და შეტევის დაწყებას. ამის მიზეზი ორია: პირველი – არაერთ მიმართულებაზე, რუსეთი გაბატონდა ჰაერში, ხოლო მისი მოწინააღმდეგის საჰაერო თავდაცვა არ არის სრულყოფილი. მიზეზი მეორე: ესაა პირადი შემადგენლობის დეფიციტი, მისი გადაღლა და ორწლიანი მძიმე ბრძოლით გამოწვეული უკრაინელების დიდი ნაწილის ინერტულობა –  განხორციელდეს აუცილებელი მასშტაბური მობილიზაცია.

დაბრკოლებები, რომელთაც აწყდება კიევი, პრაქტიკულად გადაუჭრელია. რუსეთმა მოახერხა სწრაფად გადაეყვანა ეკონომიკა სამხედრო რელსებზე და თავი მოეყარა  უზარმაზარი ძალისთვის, რომელიც  მზადაა თავი გაწიროს პუტინის გაცხადებული მიზნებისთვის. თუ ზაფხულში მან  მიაღწია მნიშვნელოვან წარმატებას და ხელში ჩაიგდო ხარკოვი, უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქი, ზამთრისთვის დასავლეთს არ დარჩება რაიმე სურვილი, მორიგ ჯერზე დაეხმაროს კიევს.

ეს პირქუში პროგნოზი კიდევ უფრო გაურკვეველს ხდის მომავალ არჩევნებს აშშ-სა და დიდი ბრიტანეთში. ეტყობა, როგორც ადრე – ისტორიაში, რუსეთმა დაიწყო მოსაგონარით, ახლა კი დღეგრძელობისას სვამს – და ეს ხდება არნახული შეუპოვრობის წყალობით, რაც ასე აკლიათ უკრაინის მოკავშირეებს დასავლეთში.

By admin