Die Welt გერმანია
ბუნდესვერის მიუხენის უნივერსიტეტის ექსპერტმა – კარლო მასალამ, Die Welt-ის ეთერში, შექმნილი სიტუაციის საკუთარი ხედვა წარმოადგინა
თომას კლიუგი, Die Welt-ის წამყვანი: პროფესორო მასალა, მოდით გადავხედოთ მიმდინარე მოვლენებს, კერძოდ იმას, თუ როგორ ვითარდება სამხედრო მოქმედებები ქვეყნის აღმოსავლეთში. რუსეთი რამდენიმე მიმართულებით უტევს და ისე ჩანს, უკრაინას მოუწევს უკან დახევა. როგორია თქვენი დასკვნა, ამგვარი ცნობებიდან გამომდინარე?
კარლო მასალა, ბუნდესვერის სამხედრო ექსპერტი: მთლიანობაში ხდება ის, რასაც ველოდით – რუსეთის მძლავრმა შეტევამ უკრაინას მოუსწრო მაშინ, როცა ამ უკანასკნელს ჯერ კიდევ არა აქვს მიღებული ამერიკული დახმარების პაკეტი. რუსები შეეცდებიან მოიპოვონ დამატებითი ტერიტორია და ამერიკულ არჩევნებს მომგებიან სიტუაციაში შეხვდნენ. ამდენად, ვფიქრობ, რომ ეს გადამწყვეტი მომენტია ვლადიმირ პუტინისთვის. სავსებით შესაძლებელია, მალე ვნახოთ თუ როგორ დაიხევენ უკან კრამატორსკისკენ უკრაინელები. ეს იქნება საშუალო სიმძიმის კატასტროფა. მოჰყვება ამას ფრონტის ხაზის გარღვევა თუ არა, ახლა ამის თქმა შეუძლებელია, მაგრამ თუ ასე მოხდა, ეს იქნება დამანგრეველი დარტყმა უკრაინისთვის.
მარი დროსტე, Die Welt-ის წამყვანი: როგორ ფიქრობთ, რამდენ ხანს დარჩება ეს შესაძლებლობების ფანჯარა ღია, რომლის გამოყენებასაც ფიქრობენ რუსები? მხედველობაში მაქვს ის, რომ ჩვენ მართლაც ველით რუსების საგაზაფხულო შეტევას…
კარლო მასალა: „ეს ფანჯარა იარსებებს ივნისიდან ივლისამდე. ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ რუსული ძალები ახდენენ გადაჯგუფებას და აწარმოებენ სხვადასხვა სახის შეტევებს. ვფიქრობ, უახლოესი 2 თვე, სიტუაცია იქნება კრიტიკული უკრაინული არმიისთვის.“
მარი დროსტე: გმადლობთ, თქვენი შეფასებებისთვის, პროფესორო, დიდი მადლობა.