Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Гордон  უკრაინა

ილია კუსაუკრაინის მომავლის ინსტიტუტის ექსპერტი საერთაშორისო პოლიტიკის საკითხებში

 

  თეზისი იმის შესახებ, რომ ისრაელს იცავს ყველა, ჩვენ კი არავინ, ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას და ასახავს მხოლოდ ვარდისფერ სამყაროს, რომელშიც ცხოვრობს საზოგადოების ნაწილი

  1. ისრაელს ჰყავს იურიდიულად გაფორმებული მოკავშირე, ხელმოწერილი აქვს შესაბამისი შეთანხმებები. უკრაინას, ასეთი რამ, არ აქვს და სავარაუდოდ არც ექნება. ისრაელისა და დასავლეთის კავშირი ჩამოყალიბდა უნიკალურ ისტორიულ და პოლიტიკურ პირობებში, რომელიც არ ყოფილა უკრაინაში. ორი ქვეყნის შედარება ერთმანეთთან არ არის საჭირო და  ეს საზიანოა. ჩვენი დასავლეთთან ურთიერთობისა და საგარეო პოლიტიკის ისტორია, სრულიად სხვაგვარია, ვიდრე ისრაელისა და ახლო აღმოსავლეთის.
  2. სამხედრო ხელშეკრულების ფაქტორი გვერდზეც რომ გადავდოთ, დასავლეთი არ დაიცავს უკრაინის ისე, როგორც ისრაელს იცავს, რადგან ეს მისთვის არ არის მომგებიანი, რასაც მუდმივად გვეუბნებიან 2022 წლიდან მოყოლებული. რუსეთთან ომის რისკებს დასავლეთი აფასებს, როგ ორც მაღალსა და კატასტროფულს. მისი გადარწმუნება – ჩვენ ვერ მოვახერხეთ და სავარაუდოდ ვერც მოვახერხებთ. ისრაელისა და ირანის შემთხვევაში, სხვაგვარად იყო: ყველამ იცოდა, რომ ირანელები შეეცდებოდნენ თავიდან აეცილებინათ დიდი ესკალაცია და რომ ისინი უპასუხებდნენ მათ საკონსულოზე დარტყმას, მაგრამ ბირთვული ომის რისკი, შეიძლება ითქვას, საერთოდ არ არსებობდა.
  3. დასავლეთის ქვეყნებს ტრადიციულად უყვართ კრიზისების მართვით თავის შექცევა. სადღეისოდ მათი დღის წესრიგი გამოიყურება ასე: კონტროლირებადი ესკალაცია, ომის ლოკალიზაცია და შეკავება. უკვე მრავალი წელია, რაც ისინი მოქმედებენ ამგვარი სქემით. შეიძლება ბევრი იკამათო იმის თაობაზე, რატომ ხდება ასე, მაგრამ ასეთია თანამედროვე რეალობა. შესაბამისად, პირდაპირი ჩართვა რუსეთთან ომში – ჩვენი ცის დაცვის სახით, ანუ ისრაელის მოდელის მსგავსად, შეიძლება მოხდეს მართვადი ფორმით – პოლიტიკურ გადაწყვეტილებათა ჩარჩოში, რაც დასავლეთმა შეიძლება მოინდომოს პერსპექტივაში ან ეს შეიძლება საერთოდ არ მოხდეს.
  4. დარწმუნებული ვარ, იგივე იქნება შტატებში სხვა ადმინისტრაციის ხელშიც, აქ საქმე ბაიდენსა და ტრამპში როდია. ამ ვითარებას განსაზღვრავს საერთოამერიკული დღის წესრიგი, ამერიკის მოკავშირეთა არჩევანი და პოზიციები, რაც თეთრმა სახლმა, სურს მას ეს თუ არა, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს.

 

 

By admin