Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

The Dallas Morning News

 

კანდიდატების ნაწილმა რესპუბლიკური პარტიიდან, პრაიმერიზამდე, ხელი მოაწერა არაპატრიოტულ ვალდებულებას – „ დაიბრუნე ტეხასი“

ახლა ზეიმობენ ტეხასის დამოუკიდებლობის თარიღს. 1836 წლის ამ დღეს, ტეხასმა გამოაცხადა მექსიკიდან გამოყოფა და რესპუბლიკა ტეხასის დაარსება, რომელიც მოგვიანებით შეუერთდა შეერთებულ შტატებს.

თუმცა ზოგიერთმა ძალზე შორს შეტოპა დამოუკიდებლობის საკითხში. „სუპერ-სამშაბათის“ (წინასწარი არჩევნების თარიღი) მოახლოებასთან ერთად, რესპუბლიკელების მხარდამჭერებს მეტი სიფრთხილე მართებთ. შემაშფოთებელია წარმომადგენელთა პალატასა და ხელისუფლების სხვადასხვა ორგანოებში წარდგენილი იმ კანდიდატების რაოდენობა, რომელთაც ხელი მოაწერეს ვალდებულებას –  „დაიბრუნე ტეხასი“. ამ პირობის თანახმად, მათ უნდა მოახდინონ იმ კანონების ლობირება, რომლებიც  უზრუნველყოფს  (გარკვეულ პირობებში),  შეერთებული შტატებისგან ტეხასის გამოყოფას.

მისწრაფება იმისა, რომ შემცირდეს მთავრობა და გაფართოვდეს შტატის უფლებები, სავსებით საფუძვლიანია.

მაგრამ მსგავს რიტორიკას, რომელსაც მხარს ძირითადად  რადიკალური მემარჯვენე კანდიდატები უჭერენ, კონსერვატიული არ ეთქმის. ის არაპატრიოტულია.

ხსენებული ვალდებულება გულისხმობს, რომ კანდიდატმა არჩევით ორგანოში გამარჯვების შემთხვევაში, ტეხასის ინტერესები უნდა დააყენოს

ნებისმიერ სახელმწიფო ან პოლიტიკური წარმონაქმნის ინტერესებზე მაღლა. ვალდებულებაზე ხელმოწერით,  კანდიდატები პირობას დებენ, რომ ხელს შეუწყობენ კანონპროექტს ტეხასის დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის გამართვის თაობაზე თუ ამგვარი იქნა შტატის მაცხოვრებელთა უმრავლესობის ნება.

ამ დროისთვის, ვალდებულებას ხელი მოაწერა 150-ზე მეტმა კაცმა, მათ შორის, რამდენიმე კანდიდატმა ჩრდილოეთ ტეხასის რესპუბლიკური პარტიიდან. ასეთია კანდიდატი ტეხასის 65-ე ოლქიდან მითჩ ლითლი (Mitch Little), კენ პაკსთონის   (Ken Paxton) ერთ-ერთი ადვოკატი იმპიჩმენტის საქმეში, რომელსაც სურს  გადააყენოს მოქმედი დეპუტატი კრონდა ტიმეში ( (Kronda Thimesch) ლუისვილიდან. იგივე ითქმის დარენ მეისზე (Daren Meis) , რომელიც გამოდის  ჯეფ ლიჩის (Jeff Leach) წინააღმდეგ ალენის 67-ე ოლქიდან. ანალოგიური ვალდებულება აიღეს საკუთარ თავზე ენდი ჰოპერმა (Andy Hopper) 64-ე ოლქიდან და შელი ლუთერმა (Shelley Luther) 62-ე ოლქიდან. ხელისმომწერებიდან ბევრი, იგივე ჰოპერი და ლუთერი, არის წინასაარჩევნო შემოწირულობათა მთავარი მიმღები  კომიტეტიდან,  რომელსაც ეწოდება „გაერთიანებული ტეხასელები კონსერვატიული უმრავლესობისთვის“. ეს გავლენიანი კომიტეტი, რომელმაც მილიონობით დოლარი ჩადო წინასაარჩევნო რბოლაში, ფინანსდება დასავლეთ ტეხასელი ნავთობის მაგნატის, მილიარდელ თიმ დანის (Tim Dunn) მიერ. ფულს რომ ლაპარაკი შეეძლოს, ის გვეტყოდა, თუ რა ახალ ფორმას იღებს დღეს კონსერვატიზმი. ამ ფორმით კი სავსებით  მოსალოდნელია, ტეხასის თავისუფლების მოტივით, შტატი აშშ-ს გამოეყოს.

ამას გარდა, კანდიდატები, რომლებმაც იტვირთეს ეს ვალდებულება, არ ფიქრობენ საკუთარი განცხადებების შორსმიმავალ შედეგებზე. საიტზე, რომელზეც განთავსებულია ვალდებულება – „დაიბრუნე ტეხასი“ (Take Back Texas), არ არის მითითებული, თუ როგორ უნდა დაფინანსდეს გამოყოფილი შტატი ფედერალური სახსრების გარეშე, რაც მისი ბიუჯეტის 30%-ს შეადგენს. პრაქტიკული პრობლემები, რომლებიც დგას დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის გზაზე, შეუძლებელია გადაიჭრას ექსტრემისტული განცხადებებით.

 

 

By admin