Spread the love
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

The Guardian  დიდი ბრიტანეთი

საიმონ ჯენკინსი

 

  გერმანიის შეიარაღებული ძალები – ჭკუიდან გადავიდა. მოსკოვის მიერ „დაჭერილი“ და გამოქვეყნებული ოცდათვრამეტწუთიანი საუბარი (ლიუფტვაფეს ხელმძღვანელსა და უფროს ოფიცრებს შორის) ფრთოსანი რაკეტების – Taurus-ის შესახებ, გვაფიქრებინებს, რომ კონფლიქტის დეესკალაციის სურვილს ნატო, სულ უფრო ნაკლებ ამჟღავნებს. ირწმუნებიან, რომ შეხვედრა მიმდინარეობდა დაუშიფრავი ხაზით, ანუ დაცულობა ისეთივე იყო, როგორც მოზარდების ჯგუფური ჩატის შემთხვევაში. საბოლოო ჯამში, ამ „გაჟონვამ“, კიდევ უფრო განამტკიცა პუტინის განცხადება, რომ ესაა დასავლეთის ომი რუსეთის წინააღმდეგ და უკრაინას, ამ ომში მხოლოდ მარიონეტის როლი ერგო

თავიდან სავსებით გამართლებული იყო დასავლეთის მიზანი, არ დაენებებინა პუტინისთვის ხალხის არჩეული ხელისუფლების ჩამოგდება კიევში. ეს ამოცანა გადაიჭრა სულ რამდენიმე თვეში, უკრაინის არმიის წარმატებისა და დასავლური ლოგისტიკური მხარდაჭერის წყალობით. ამასთან, ნატოს არ გაურისკავს იმდენად, რომ ლოკალური კონფლიქტი, კონტინენტურ დაპირისპირებაში გადაზრდილიყო – ამის გამო, ხომ  არაერთხელ ამტყდარა საერთოევროპული ომი.

მაგრამ, როგორც მოსალოდნელი იყო, კონფლიქტი უკრაინაში მოექცა ჩიხში, ხოლო ნატოს სტრატეგია სრულიად გაუგებარი გახდა. დგება მომენტი, როცა ასეთი კონფლიქტები გადის კონტროლიდან. უკვე ორი წელიწადია, დასავლური ლიდერები ირგებენ მაჩოს როლს საკუთარი პუბლიკის წინაშე, ეჯიბრებიან რა ერთმანეთს ზელენსკისთან სტუმრობაში, აგულიანებენ მას გამარჯვებამდე საბრძოლველად, ჰპირდებიან დახმარებასა და მხარდაჭერას. კერძოდ, ასეთ პირობას ხშირად იძლეოდა ბორის ჯონსონი, თუმცა მის ამომრჩევლებს მხოლოდ ფულის გაღება უხდებოდათ და ისინი არ იხოცებოდნენ უკრაინაში. მისგან განსხვავებით, ფრანგმა ემანუილ მაკრონმა, უკრაინაში საკუთარი ჯარის გაგზავნა მაინც არ გამორიცხა.

ძნელი გამოსაცნობი არ იყო, რომ უკრაინის სრული გამარჯვება, არც არასდროს იგეგმებოდა. ასეთ ვითარებაში, ბუნებრივად ჩნდება ეჭვი. ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უკვე აცხადებს, რომ „უნდა მივსდიოთ არჩეულ კურსს“, თანაც ისე, რომ არ ამბობს, რას გულისხმობს ამ ფრაზაში. გერმანელ ოფიცრებს იქნებ მართლაც სურდეთ ესკალაცია, მაგრამ კანცლერი ოლაფ შოლცი დიდი ხანია ამ საკითხს სიფრთხილით ეკიდება.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებით, მას ეთანხმება ამერიკელების დიდი უმრავლესობა. თუმცა სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ურყევად იცავს პოზიციას, რომ დასავლეთის ამოცანაა, მიაღწიოს  რუსეთის სპეცოპერაციის დასრულებას, მისი „სტრატეგიული დამარცხებით“.

მოსკოვისთვის ყოველთვის ხანგრძლივად ომობს. მართალია 2022 წლისთვის შეთანხება, თებერვლამდე საზღვრებზე დაბრუნების შესახებ, საშინელებად მოსჩანდა, მაგრამ მისი რეალიზაცია მრავალ სიკეთეს მოიტანდა. ამის ნაცვლად, უკრაინა დაქირავებულ მებრძოლად იქცა დასავლელი გენერლებისთვის, რომლებიც ნატრობდნენ სამხედრო ბიუჯეტების გაზრდას  და ცივი ომისდროინდელ სწავლებებს და ახლა ეს ვითარება რეალობად იქცა. მსხვერპლის გაღება კი მათ მაგივრად გადასახადის გადამხდელებსა და უკრაინელ ახალგაზრდებს უწევთ.

დასავლეთ ევროპის ინტერესში, სულაც არ შედის რუსეთთან სამხედრო ესკალაცია  და მასთან  შორი მანძილის სარაკეტო დარტყმების გაცვლა. მართალია მან უნდა გააგრძელოს უკრაინული არმიის მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერა, მაგრამ მის სტრატეგიულ ინტერესს არ წარმოადგენს კიევის იმგვარი დახმარება, რომ უკრაინამ განდევნოს მოწინააღმდეგე რუსულენოვანი ყირიმიდან და დონბასიდან. პირიქით, მისი მიზანი უნდა იყოს კონფლიქტის დარეგულირება და უკრაინის, რაც შეიძლება მალე აღდგენა. რაც შეეხება დასავლურ „რბილ ძალას“, ანტირუსული სანქციების სახით, ის არა მარტო ჩაფლავდა, არამედ ძირი გამოუთხარა გლობალურ ვაჭრობასა და ეკონომიკას. სანქციები აშკარად მოსწონთ დასავლელ დიპლომატებსა და ანალიტიკურ ცენტრებს. სანქციების პაკეტი ვიღაცას აშკარად აზიანებს – მაგალითად ბრიტანელ ენერგომომხმარებლებს, რუსულ ეკონომიკას კი ის ვერ დაანგრევს და ვერც პუტინს გადაარწმუნებს. მოსალოდნელია, რომ წელს, ზრდის მაჩვენებლით, რუსული ეკონომიკა გადაუსწრებს ბრიტანულს.

თითქოსდა 25-წლიანი დასავლური ხისტი სამხედრო ინტერვენციების უარყოფით გამოცდილებას, ჩვენთვის რამე უნდა ესწავლებინა. როგორც ჩანს, დასკვნები  – ვერც აქედან გამოვიტანეთ.

By admin

You missed